„დიასპორა მაღალ ქუსლებზე“ - რომში ქართველ ემიგრანტ ქალთა შეხვედრა გაიმართა
28 აგვისტოს იტალიის დედაქალაქში, ქართველ ემიგრანტ ქალთა დიასპორული საღამო გაიმართა.
იტალიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალბატონები, მარიამობის აღსანიშნავად რომში შეიკრიბნენ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, თამარ დვალმა საფუძველი უპრეცედენტო ისტორიას, „დიასპორა მაღალ ქუსლებზე“ ჩაუყარა.
ემიგრაციამდე
ათი ათასობით ქალმა, წლების უკან ლამაზი კაბები კარადებში გამოკეტა და მიატოვა, კაბები, როგორც ქალად ყოფნის სიმბოლო. ისინი ემიგრაციის გზას დაადგნენ, სადაც ნაკლებად ედღესასწაულებათ, სადაც ლამაზი კაბები პეპლის ხანგრძლივობით ცხოვრობენ. ხშირად ემიგრაციული რუტინა, ნელი მოქმედებით საბოლოოდ კლავს შენში პიროვნებას და ძალდატანების გარეშე ივიწყებ ვინ ხარ.
ემიგრაცია
ემიგრანტთა დიდი უმრავლესობა, მიმღებ ქვეყნებში სამუშაო ადგილებს მომსახურების სფეროში პოულობენ. ქვეყანა, რომელიც მის მიერ შემოთავაზებული პირობებს გთავაზობს არ სცდება მომსახურების სფეროს. პროფესიით ექიმი, პედაგოგი, ეკონომისტი, მუსიკოსი, ქორეოგრაფი, ფარმაცევტი და ა.შ. ქართველი ქალბატონები ძირითადად მოხუცის მომვლელად 24/7-ზე მუშაობენ და საკუთარი ნებით მიღებული არჩევანის ტყვეობაში ექცევიან.

თამარ დვალი
არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ეგუებიან რეალობას, რომლის შეცვლაც შეიძლება. თამარი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი. ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ერთგვარი ციფრული დიასპორა გვაქვს შექმნილი და როცა თანამემამულეებს სჭირდება, ხშირად კომუნიკაციის ამ საშუალებით ვახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და ვენდეთ საკუთარ სინდისს და წარმომავლობას, რომელიც აერთიანებდა სურვილის - ვმდგარიყავით ქართველების გვერდით. სწორედ თამარის ინიციატივით გახდა შესაძლებელი, ქართველი ქალბატონების შეკრება და მარიამობის დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა.
„დიდ რომში პატარა საქართველო გავაცოცხლეთ, ემიგრანტული მძიმე ცხოვრება გვერდზე გავწიეთ და როგორც ქართველ ქალბატონებს შეეფერებათ, მაღალ ქუსლებზე, საღამოს კაბებში, ქართული დროშებით და საქართველოს ჰიმნის ფონზე ვიზეიმეთ! მე ამაყი ვარ უცხო მიწაზე სიყვარულის ერთგულების და ადამიანობის სადარაჯოზე კიდევ რომ შემოგვრჩა უანგარო ნამდვილი ადამიანები.
სიყვარული გადამდებიაო, ჰოდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული გატანა და დაფასება, იქნებ ამით მაინც ვცხონდეთ და როგორც ერი არ გადავშენდეთ! გამძლეობას გისურვებთ ჩემო თანამემამულენო“ - თქვა საღამოს დასასრულს თამარმა.

რომის წმინდა ანდრია პირველოწებულის სახელობის სამრევლო
ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხშირად მასთან. თანაცხოვრებასა და მენტალობაში შეზრდილი წესები და ტრადიცია მხედველობაა, ხოლო ტაძარი ემიგრაციაში - გული.
28 აგვისტოს რომის წმინდა ანდრია პირველოწებულის სახელობის ტაძარში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამის (გარმელია) კურთხევით, მამა იოანემ ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ტაძარში იდგნენ საქართველოს დედები, შვილები, დები და შვილიშვილები, ყველა თაობის საქართველო იდგა და გალობდა. ენთო სანთლები და ცრემლი. მჯერა რომ ქართველი ქალები საქართველოს, როგორც საკუთარ ოჯახს, ვის გამოც სხვის მიწაზე ცხოვრობენ, ისე ლოცავდნენ, აჩურჩულებული ტუჩებით. პირველად ვიდექი ტაძარში, სადაც ემიგრანტები გალობდნენ და მე იმ წუთებში ფეხი ქართულ მიწაზე მედგა.
რომი და ქართული რესტორანი
სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება. დიასპორის სიმრავლემ ხელი შეუწყო საემიგრაციო ქვეყნებში ქართული კერების არსებობას. ამგვარად ყველა დიდ ქალაქში არსებობს ქართული საკვირაო სკოლები, ასევე წლებია არსებობს ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი, იხსნება ბიბლიოთეკები, რესტორანი ან პაბი, სილამაზის სალონებზეც შეგხვდებათ ქართული წარწერები. თუმცა, როგორც წესი ემიგრაცია მოკლებულია შემოქმედებით და კულტურულ ცხოვრებას. ხშირ შემთხვევებში, სწორედ ქართული კერები მასპინძლობენ სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს.
რომის დიასპორის შეკრება, რომში ახლახან გახსნილ ქართულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სიახლეა, როგორც იტალიის დედაქალაქში მცხოვრები, ასევე სხვა ემიგრანტებისთვის.

ემიგრაცია მაღალ ქუსლებზე
ქართული რესტორნის დარბაზში, სადაც თამარ დვალის ორგანიზებით ქართველი ქალბატონების შეხვედრა გაიმართა, საქართველოს დროშები მარგალიტებივით ელაგა ქართული კერძებით სავსე სუფრაზე. დარბაზში ისმოდა მრავალჟამიერი და საქართველოს ჰიმნი, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ემოციურს და ამასთანავე სევდიანს ხდიდა. ერთობას მონატრებული ქართველები ლოცავდნენ სამშობლოს და შვილებს, შვილიშვილებს და ძვირფას ადამიანებს, და დარბაზში იყო ყველაზე მთავარი, ერთმანეთის სიყვარულის, გაფრთხილების და ზრუნვის უსაზღვრო სურვილი. ქალები ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნიდან და საქართველოს გადასარჩენად!
სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, ღონისძიების კულმინაცია მამა იოანეს სტუმრობა გახლდათ. სასულიერო პირის შეძახილმა - „საქართველოს გაუმარჯოს“, სრულიად მოარღვია შეკავებული ემოცია და დედების, შვილების, დების პირიდან ერთხმად ამოდიოდა პასუხი, - „გაუმარჯოს“!

სტატიის ავტორი: ხათუნა შარაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქვეყნების სია საიდანაც იტალიაში ყველაზე მეტი მიგრანტი ჩავიდა
1791112557
ახალი ამბებიცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი
ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის. ლომიშვილი ელიზბარაშვილს ქალები...
1791111459
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....
1791109458
ახალი ამბებიკახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
„ოპოზიცია არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს. მისი განმარტებით, ოპოზიცი...
1791109407
ახალი ამბებიკახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამ...
1791105573
ახალი ამბებიკახა კალაძე: განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „თბილისობას“ ულოცავს. „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ე...































