"ეგებ იმიტომ დააკლდა დედას თვალის ჩინი, ეგებ ამიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში" - ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე
ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"გამორიცხული არ არის, ჩემგან მშვენიერი მწერალი გამოვიდეს. სიმართლე გითხრათ, სიტყვა - მშვენიერი არასდროს მომწონდა, რადგან ეს შეფასების ნელთბილ ეპითეტად მიმაჩნია, არც კარგი და არ ცუდი. მიყვარს, როცა ყველაფერს, თავისი მკვეთრი სახელი ჰქვია. მაგალითად: კარგი, ცუდი, საუკეთესო... ან მკვეთრად გამოხატული უნდა იყოს შეფასება ან კონკრეტული... მოკლედ, თვითკრიტიკა და შინაგანი ხმა არ მაძლევს მეტის გამბედაობის საშუალებას - „მშვენიერი მწერალი“, ჩემთვის ზედგამოჭრილი სტატუსი იქნებოდა.
სანამ ამ „მშვენიერებამდე“ მივალ, მანამ გრძელი გზა მაქვს. მწერლობას მაშინ დავიწყებ, როცა ბევრი ჭაღარა თმა და ნაოჭი მექნება. თმას მოკლედ შევიჭრი და დილაობით ყვრიმალებთან, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს წავისმევ, ან არც. მოკლედ დაბერებას ველოდები.
ახლა მთავარი ამბავი. მამა კარგად არის. ოპერაციამ 4 საათს გასტანა. ექიმებმა, ხელის მტევნის 90% დაკარგული ჰქონდა და აღვადგინეთო. მყესებიც სკრუპულოზურად მიაკერეს, მამაჩემის 70-წლიან ხელს და მისი ნაშრომი თითები კვლავ აამოძრავეს. თითები, მამაჩემის ჯადოსნური თითები...
ვკითხე, - მამა, რა მოხდა, როგორ მოგივიდა ეს შემთხვევათქო? - არ ვიცი, რა დამემართა, ვიცოდი, რომ დანაგდარი ჩართული იყო, სრულიად გააზრებულად, მაგრამ ინსტინქტურად დავადე ხელიო.
ასეც ემართება ადამიანს, ალბათ, რაღაც მომენტში რეალობის შეგრძნებას ვკარგავთ და ბავშვივით ვმოქმედებთ, როცა საფრთხის შეფასება არ შეგვიძლია...
ნარკოზიდან გამოსულს უკითხვას, - რეაბილიტაციას რა დრო სჭირდებაო? - ერთი წელიო, დედამ უთხრა და პირველი წინადადება, რაც უთქვამს, - აუ სამსახურიდან გამანთავისუფლებენო...
რაც თავი მახსოვს, მამა მუდამ შრომობს. მიყვარს მისი ისტორიების მოსმენა. ყოველთვის ოცნებობდა ნოდარ დუმბაძე პირადად სცობოდა და მასთან ურთიერთობა ჰქონოდა. ყველაზე მძიმე განსაცდელსაც კი იუმორით უპირისპირდება. ალბათ, იმასაც ფიქრობს, რომ ნოდარი, მას წიგნის პერსონაჟად აქცევდა. არა და ეს სავსებით დასაშვებია, ის ნამდვილად იმსახურებს პერსონაჟობას! მა, მიყვარხარ!
ვიცი, სასულიერო პირები მკრეხელობასა და ურწმონოებაში დამდებენ ბრალს თუ წმინდა გიორგიმდე, დაბადების დღეს დედიკოს მივულოცავ. დღეს დედას დაბადების დღეა - 67. იმედია 23 წლის შემდეგ, როცა მე დედაჩემის ასაკში ვიქნები, ბოლოს და ბოლოს, მას დავემსგავსები და ყველაზე მადლიანი ქალი ვიქნები დედამიწაზე. სინამდვილეში მინდა კიდეც მასავით შემეძლოს ადამიანების სიყვარული. დაბადების დღეს გილოცავ დე!
ამბავი ასეთია - დედამ სამი დღის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა. მამა შვებულებაში გავიდა, ცოლს მივხედავო და ამ მზრუნველობის ჟამს, ლამის ცალხელა დარჩა...
ეგებ დედას, იმიტომ მოაკლდა თვალის ჩინი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში. ეგებ იმიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ ეზოში შვილიშვილები აღარ დარბიან და დიდი ოჯახი უცებ დაპატარავდა? ეგებ ჩემი მშობლების გულმა, რომლებმაც ნებაყოფლობით გაგვაცილეს და ხელი არ შეუშალეს ჩვენს გადაწყვეტილებას, უკეთესი მომავლის იმედით, ბედი სხვა ქვეყანაში გვეცადა... ვინ იცის...
ჰო, ახლა სიზმარზე უნდა მოგიყვეთ. ზოგჯერ ეს ჯადოქრობაც ხდება ჩემს თავს. ჩემი ათასი ამბით გამოტენილ ტვინში, ამოუცნობი ამბები ძილშიც შემოძვრებიან ხოლმე. ჰო, და მამას შემთხვევამდე, წინა ღამით, მესიზმრა, რომ სახურავი ჩაინგრა, ჩემი სახლის, ჩემი იერუსალიმის სახურავი. აქ, იტალიაში, ერთი პატარა კუთხე გვაქვს, საქართველოდან ჩამოტანლი ხატებით მოვაწყვეთ და ხშირად ვანთებთ სანთელსა და საკმეველს. სიზმრით შეშინებულმა, სანთელი ავანთე. მჯერა, რომ სანთლებმა უშველა მამას!
მამიდა - ეს ამ ამბავში, ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც სახელით უნდა იცნობდეთ - ქეთო გოგოტიშვილი! მისი სახელის რბილმა ფონეტიკამ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ! ჩვეულებრივი ოთარაანთქვრივია! კერკეტი კაკალი და აშკარად, თემიდას დედმამიშვილი! მუდამ პრინციპული და მტკიცე. მას მისი კონსტიტუცია აქვს და ვერავინ გაბედავს, მისი სამართალი დაარღვიოს!
მამიდას, ახლა უწევს იყოს დედაჩემი და მამაჩემი და იყოს ქეთო გოგოტიშვილი! სამი ადამიანის კავშირია მასში. სამი ადამიანის საქმეს აკეთებს, რადგან ორი ავად ჰყავს...
მე, რა გითხრათ? ვარ სამშობლოდან 3 000 კილომეტრით შორს და ვწერ, ვწერ, ვწერ დაუსრულებლად, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც შვებას მგვრის!
ჰო, მეგობრებზე უნდა გითხრათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ხიდს, რომელსაც ვაშენებდით, ხან ერთი იქნებოდა ამ ხიდის მგზავრი და ხან მეორე. ხიდი ყველასია, თავისი მოაჯირებით და მოაჯირს მიღმა ამბებით. ჩვენ ვახერხებთ ერთ გზაზე ვიაროთ და არასდროს დავკარგოთ, ერთმანეთთან მისასვლელი გზები. მე, ამ ხიდის გარეშე ცხოვრება არასდროს მსურდა, მე მათ გარეშე არავინ ვარ!
სრულიად დავარღვევ, ჩემი არსებობის ბალანსს, იმ უცხო ადამიანებსაც თუ არ ვახსენებ, რომლებსაც არც კი ვიცნობ და რომლებმაც ჩემი წერად ქცეული ემიგრაცია გააძლიერეს. სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა ცალკე ფენომენია. მოდიან, გეფერებიან, გამხნევებენ და მიდიან... არაფერს გთხოვენ, არაფერს გავალდებულებენ, უბრალოდ მხარს გიჭერენ და სიყვარულს გამოხატავენ! მადლობა უცნობო ადამიანებო სიყვარულისთვის!
მიყვარხართ ყველანი! მომავალ ფათერაკამდე. ემიგრანტი ჟურნალისტი, ყოფილი მოახლე, საჯარო მოხელე და მარიამულის დედა, ხათუნა შარაძე."- წერს ხათუნა შარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარს, გოჩა წიწილაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება
1790713878
მსოფლიოიოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს
„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცეს...
1790712626
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...
1790711899
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...
1790706995
ახალი ამბებისაქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა. გაცნობით...
1790706835
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს
„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური...


























