„ელდა მეცა, ჩემოდანი ჩავალაგე და ემიგრაციის გზას დავადექი... რა ვქნა წამლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...“ - წამალდამოკიდებული ემიგრანტის ისტორია

ემიგრაცია , რომელიც საარსებო მინიმუმის გაზრდას გულისხმობს და ბოლო პერიოდში ბევრისთვის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ამავე დროს უმრავლესობისთვის არასწორი ცხოვრების გზა შეიძლება იყოს.
ევროპის უმრავლეს ქვეყანას, ბოლო პერიოდში ემიგრაციით თავს ახალგაზრდა მოზარდების ნაკადიც უერთდება, მიზეზი საქართველოში მწირი სამუშაო ადგილებია და ისინი გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში მიდიან. უმეტესობა ოჯახებსა და სხვადასხვა ქარხანაში საქმდება და ლუკმაპურის შოვნას ამ გზით ახერხებს. არიან ისეთებიც რომლებისთვისაც ევროპა კონკრეტული საკითხის მოგვარებას უკავშირდება და მათი მიზანი დასაქმების ნაცვლად ევროპაში ადვილად ხელმისაწვდომი ლეგალიზაციის თემაა.
ახალი თაობის ემიგრანტებისთვის გადამწყვეტი სტუდენტური ცხოვრება ხდება როცა ისინი სკოლის ასაკს ემშვიდობებიან და მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ძირითადი მათგანი საცხოვრებელ სახლს ტოვებს და დედაქალაქში გადადის რა დროსაც ცხოვრების რიტმი ეცვლებათ და უმეტესი მათგანი არასწორ გზას ირჩევს.
კლუბური ცხოვრება, ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებები და განათლების მისაღებად ჩასული მოზარდი ისე სწრაფად ეშვება სხვა ცხოვრებაში, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს. მოზარდების უმრავლესობას ის მშობლები არჩენენ რომლებიც ემიგრაციაში არიან და სტუდენტური ცხოვრებისთვის საჭირო თანხას საქართველოში აგზავნიან, მშობლების ნაწილმა არც კი იცის რეალურად რაში იხარჯება მათი ნამუშევარი. პრობლემის წინაშე მდგარი საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშით არსებულ მდგომარეობას მალავს და ყველაფრისგან შორს ყოფნის მიზნით ქვეყნიდან მიდის.
ოჯახების უმრავლესობას რომელსაც ჰგონია, რომ მოზარდმა არსებულ სიდუხჭირეს თავი დააღწია გამოგონილი მითია, სინამდვილე კი ასე გამოიყურება: ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავს ის ახალგაზრდები აფარებენ რომლებიც წამალდამოკიდებული არიან და სინამდვილეში ისინი დახმარებას საჭიროებენ.
„ექსკლუზივ ტივი„ და მე ჟურნალისტი სოფო კორტავა მოგიყვებით იმ ამბავს რაც მედლის მეორე მხარეს არის და ყურადღებას საჭიროებს, რაზედაც ხმამაღლა საუბარი საზოგადოების მხრიდან გარიყვას ნიშნავს, სინამდვილეში კი ემიგრაციაში იმყოფებიან ახალგაზრდები რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგანან.
დღევანდელი ჩემი რესპონდენტი ვინაობას არ ასახელებს, მისი რეალური სახე ჩემთვისაც უცნობია თუმცა ის ამბობს, რომ მედიით ამ თემის დაინტერესება უამრავი ახალგაზრდის გადარჩენას გამოიწვევს, მისი მიზანიც ეს არის, მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას და იმ ახალგაზრდებს რომლების გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ინტერვიუ ჩემსა და ამ ადამიანს შორის გათიშული კამერით მიმდინარეობს, მესმის მხოლოდ ხმა, ხმა რომლისგანაც მხოლოდ ეს ისმის: მინდა გადავრჩე! რესპონდენტი თავის ნამდვილ სახელს არ ამბობს თუმცა ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ჰქვია მას. ამხელს მხოლოდ ასაკს.
ნინო 35 წლის. „წამალდამოკიდებული დიდი ხანია ვარ, პირველად მეგობრებთან ერთად კლუბში აღმოვჩნდი, ისევე როგორც ყველასი, ჩემი ისტორიაც იდენტურია, ინტერესის გამო მარიხუანა მოვწიე და ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთიც ასე დაიწყო. ერთ შემთხვევას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე ნელ-ნელა ჩემი თავის გაუცნობიერებლად ისეთ ჭაობში აღმოვჩნდი, რომ უკვე გვიანია და ვერ გამოვდივარ.
თბილისში ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი, ხვდებით ალბათ რაშიც იხარჯებოდა, ოჯახი ვერაფერს ხვდებოდა, იმიტომ, რომ არც კი ვიცი როგორ მაგრამ პროფესიონალ მატყუარად ჩამოვყალიბდი, ისეთ ტყუილებს ვამბობდი, რომ მეც კი მჯეროდა. რეაბილიტაციაზე არც კი მიფიქრია არასდროს, რადგან ამის ინტერესი არ მქონია, ერთადერთი ჩემი ინტერესი ჩემი სურვილის დაკმაყოფილება იყო რასაც ადვილად ვახერხებდი. შემდეგ სამსახურში შემცირებაში მოვყევი და როცა წარმოვიდგინე ის დღე, რომ თანხის არ ქონის გამო ჩემ უკვე თითქმის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს ვერ დავიკმაყოფილებდი, ელდა მეცა, ჩემოდანი ჩავალაგე და ემიგრაციის გზას დავადექი. რა ვქნა წამლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, საკმარისია წარმოვიდგინო თუნდაც ის, რომ არ მქონდეს და ჩემს ხასიათში არაადამიანური შტრიხები იწყებს გამოსვლას, ვხდები არაადეკვატური, შემიძლია ადამიანი ვცემო კიდეც, ვხდები აგრესიული, განა ვერ ვხვდები, რომ დაღუპული ვარ? მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი ცხოვრების გზაა. შეიძლება არც კი დაიჯეროთ მაგრამ ასეა, დიახ მე ვმუშაობ ემიგრაციაში, რომ თავი გადავირჩინო და ჩემი თავის გადარჩენა წამლის მოხმარებაა რადგან უკვე დაგვიანებულია.
რეაბილიტაციის კურსს ვერ გავივლი, ჩემი ოჯახი ამ ამბავს, რომ გაიგებს ვიცი, რომ ვერცერთ მათგანს ცოცხალს ვერ ვნახავ. ოჯახი არ შემიქმნია, არადა ჩემს მშობლებს ჰგონიათ, რომ წინ ბედნიერი და ლამაზი ქორწილი მელოდება, დედა ამაყობს ჩემით რადგან ფიქრობს, რომ ემიგრაციაში იმიტომ ვარ, რომ დასახული გეგმები გამომივიდეს.
ამასწინათ ფრანკფურტში გნახეთ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ველოსიპედით გადაადგილდებოდით, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ოცნებაა, ხედავთ რაზე ვოცნებობ? შორიდან ვიცი, რომ ჟურნალისტი ხართ, უფრო მეტიც ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს და მოსვლა მაინც ვერ გავბედე თქვენთან, მერე გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების სასჯელი ასე შევიმსუბუქო, დაგელაპარაკეთ და იქნებ დაწეროთ. მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს რომლებიც ახლა იწყებენ ახალ ცხოვრებას ნუ გაეკარებით ამ საშინელ ჭაობს, ახლოსაც კი არ მიუახლოვდეთ, ეს დამღუპველია, საშინელი დღეები გადამიტანია, მე ქალი ვარ და წარმოგიდგენიათ, როგორ ვიქნებოდი ამ რეალობის წინაშე მდგარი? იცით შეცდომა სად დავუშვი? როცა ვამბობდი, კიდევ ერთხელ რა უჭირს და ამ მცდელობებში ფსიქოლოგიურად შერყეული, წამალდამოკიდებული აღმოვჩნდი და ვაი, რომ ჩემს დღეში ბევრი ახალგაზრდაა. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები თავი მეზიზღება.
აქ ჩემი რესპონდენტი ტირილს იწყებს და პირველად, ჩემ ჟურნალისტურ საქმიანობაში ვიბნევი. ინსტინქტურად მხოლოდ ერთი წინადადება მომდის თავში: იბრძოლეთ ქალბატონო!
10 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილებით, წამალდამოკიდებულ ადამიანთან საუბარი ჩემთვის ყველაზე მძიმე თემად სახელდება რაზედაც კი მიმუშავია. ემიგრაციაში 7 წლიანი ცხოვრებით უამრავ ადამიანთან მქონია შეხება, როგორც პროფესიულად ასევე არაპროფესიული თვალსაზრისით, მიდგომები ქართულ და ევროპულს შორის განსხავებულია, ევროპის ქვეყნებში მსგავსი პრობლემის წინაშე მდგომი ახალგაზრდების ოჯახები მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ , სურვილს უღვივებენ და ნარკომანიის წინააღმდეგ არსებულ პროგრამებში ისინი ადვილად ერთვებიან.
ავტორი: სოფო კორტავა. გერმანია. ფრანკფურტი.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...