ემიგრანტის წერილი: "საქართველოში მოულოდნელად ჩასულს, ოჯახმა მითხრა, ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა, იყო თუ არა შენი ჩამოსვლის დროო"

სოციალურ ქსელში, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში, ოჯახისგან საშინლად გულნატკენი ემიგრანტის, მანანა კვინიკაძის პოსტი ვრცელდება, რომელიც ძალიან ბევრ ემიგრანტს, კიდევ ერთხელ დააფიქრებს.

"მე პირველ რიგში დედა ვარ... ემიგრანტი დედა და არ შემიძლია არ ვთქვა ეს, მაგრამ არც ღიად საუბარი შემიძლია, იმიტომ, რომ მე მარად იმ შვილების დედა ვიქნები, შვილებისა, რომლებიც თურმე სულიერად ისე შემომეცალნენ ვერც გავიგე...

12 წელი ემიგრაციაში გავატარე. საბუთიც უნდა ამეღო და რომ ვუთხარი ჩემებს საბუთს ვაკეთებ-თქო... მაგაში ხარჯავ ფულს, სანამ იქნები იქნები და მერე წამოხვალო... მეც გამიხარდა, დამთავრდა ჩემი ემიგრანტობა და ყოველი თვის ბოლოს, ბანკში რიგში დგომა ფულის გასაგზავნად-თქო. ცოტა ფულიც მოვაქუჩე და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო ოჯახისთვის. ყველა მუშაობს და მეც წყნარი სიბერე მელოდება-მეთქი ვფიქრობდი.

ავიღე ბილეთი, ავიბარგე და ჩემი აზრით სამუდამოდ დავტოვე იტალია და ვუწყობ გრანდიოზულ სიურპრიზს ოჯახის წევრებს. გადავფრინდი საქართველოში, სახლში ტაქსით მივედი... ადრიანი დილაა... მივეცი ზარი გაიღო კარები და ჩემი ქმრის შეშფოთებული მზერა და საოცარი ხმა... ხმა რომელიც ჭერს ჩამოანგრევდა. - შენ რა გინდა აქ? მოგროვდნენ ოჯახის წევრებიც, მაგრამ ყველას შეშფოთებული სახე და ყველას შეძახილი - რა მოხდა, რატომ ჩამოხვედი? მე დავიბენი და ვიფიქრე ეს მოულოდნელი სიხარულისგან მოუვიდათ-თქო და გახარებულმა ვუთხარი, რომ სულ დავბრუნდი. კი მაგრამ ჩვენთვის არ უნდა გეკითხა იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო? - მიპასუხეს.

მეტს აღარაფერს დავწერ. საქართველოში და ოჯახში სამუდამოდ დაბრუნებული ემიგრანტი დედა და ცოლი, ერთ კვირაში ისევ იტალიაში დავბრუნდი, მაგრამ გაფრთხილებთ ემიგრანტო მშობლებო, როცა ემიგრაციაში ხართ, შეცვალეთ ოჯახისადმი მიდგომა. არ ვიცი როგორ და რა დროს გვეცლება ოჯახი ხელიდან, მაგრამ იცოდეთ, ემიგრანტი დედა, ემიგრანტი ცოლი და ახლობელი, მხოლოდ ფულის ტომარაა და მხოლოდ თვის ბოლოს გასახსენებელი. მოძებნეთ გზები შეინარჩუნოთ ოჯახები. მე მკვდარი რომ მივესვენებინე ვინმეს (ალბათ სწორედ ასე მომიწევს) ის უფრო არ გაუკვირდებოდა "ჩემებს", ვიდრე ის, ის რომ  ცოცხალი მივედი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი