ფეხბურთიდან პიცერიამდე - გაიცანით პიცის მცხობელი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც წარმატებისკენ სპორტული ინტერესით მიიწევს

ლევანი ფეიქრიშვილი, 28 წლის, დაოჯახებული, წარმოშობით მთიული, ცხოვრობს იტალიაში:

სკოლა პარალელურად თბილისში დავამთავრე ფეხბურთს ვთამაშობდი და ძალიან შეყვარებული ვიყავი ფეხბურთზე. სამწუხაროდ ადრეულ ასაკში სიმაღლეში სწრაფი ზრდა მქონდა და ბევრი დატვირთული ვარჯიშის გამო ხერხემალზე პრობლემა შემექმნა. ბევრი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება და რამდენიმე წელი დავრჩი ფეხბურთის გარეშე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთული და სტრესული იყო. შემდეგ გადავწყვიტე ისევ მეცადა თავიდან და დავიწყე ინდივიდუალური ვარჯიში. საშუალება მომეცა იტალიაში წასვლის. აქ რომ ჩამოვედი რა თქმა უნდა მინდოდა ეს შანსი გამომეყენებინა.

როგორც ვიცით იტალია საფეხბურთო ქვეყანა, ბევრი კარგი ფეხბურთელია და კონკურენციაც დიდია, თავიდან როგორც ყოველთვის რთულია, ენის ბარიერი საბუთების მოწესრიგება, მაგრამ მჯეროდა ჩემი თავის და არ ვნებდებოდი. ასე ნელ ნელა დაიწყო ყველაფერი. დაბალი ლიგიდან ნელ-ნელა დაინტერესებაც იყო სხვადასხვა გუნდებიდან, მაგრამ დაემთხვა კოვიდის პერიოდი გაჩერდა ვარჯიშები, თამაშები.

ამ პერიოდში გადავწყვიტე და ვიფიქრე, დრო იყო ისეთი რამე მესწავლა რაზედაც ფიქრს გადავიტანდი და ისე მივუდგებოდი და გულით გავაკეთებდი როგორც ფეხბურთი იყო. მინდოდა ცოტა აქტიური სამსახური და არა ოფისში 10 საათის განმავლობაში ჯდომა. შემდგომ მივედი პატარა პიცერიაში, სადაც ვუთხარი რომ სწავლა მინდოდა. მეპატრონეც დამთანხმდა. რომ დამინახა მონდომებული ვიყავი, დღეში 10 ევროს მიხდიდა პარალელურად სხვა სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ პიცერიაში ფულზე არ ვფიქრობდი, მთავარი იყო მესწავლა. ასე ნელ ნელა ვისწავლე პიცის კეთება. შემდეგ მეპატრონე ისე მენდობოდა, რომ პიცერიაში მარტოც მტოვებდა, უფრო მეტიც, 6 თვის შემდეგ მითხრა რომ სურდა პიცერია ჩემთვის ჩაებარებინა, მაგრამ ჩავთვალე ჯერ პიცერიის გახსნის დრო არ იყო, რადგან კიდევ უფრო მეტი უნდა მესწავლა. ეს ისეთი სფერო არის სულ უნდა ისწავლო, განვითარდე. ზუსტად ამ მიზნით წავედი ცნობილ „პიცაიოლო“ მაესტროსთან, რომელიც ძალიან მომწონს, მარადონასაც კი ვადარებ.

სულ ოცამდე „პიცაიოლო“ ვიყავით, თითქმის ყველა მათგანს საკუთარი პიცერა ჰქონდა, ჩემს გარდა, მაგრამ მე პიცერიაზე არ ვფიქრობდი, ვფიქრობდი განვითარებაზე. როდესაც პიცა გავაკეთე, გაუკვირდა, ყველაზე კარგად შენ გააკეთე და როგორ არის შესაძლებელი პიცერია არ გაქვსო?

შემდეგ მოხდა ის რასაც არ ველოდი, მკითხა სად ვცხოვრობდი, რომელ რეგიონში, ვუთხარი რომ provincia di Latina comune di Fondi-ში ვცხოვრობდი, შემდეგ მითხრა რომ მაგ ზონასთან ახლოს ხსნის პიცერიას და თუ სურვილი მქონდა შემეძლო მასთან მემუშავა, რაზედაც რა თქმა უნდა სიხარულით დავსთანხმდი.

მასტერკლასის შემდეგ ადგილობრივი პიცერიებიც დამიკავშირდნენ და ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მე მაინც ენრიკოს პიცერიას ველოდები, სადაც რა თქმა უნდა ბევრს ვისწავლი და შემდეგ ვიფიქრებ ჩემს საკუთარზეც.

ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ქართველი მაესტრო, პიცაიოლო ვალერი სახიაშვილი, იტალიაში გავიცანი და დავმეგობრდით და აზრებს ვუცვლით ერთმანეთს, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ემიგრანტებს თბილი და გამამხნევებელი სიტყვებისთვის. შევეცდები უფრო მეტი გავაკეთო და ვასახელო ჩვენი საქართველო.  

ესაუბრა ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა