გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა.
კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, ქვეყნის მთავრობას სურს, რომ ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი კადრი მოიზიდოს.
დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება, ითვალისწინებს შემდეგს - რეზიდენტებს საშუალება ექნებათ, 8 წლის ნაცვლად, მოქალაქეობაზე განაცხადი გერმანიაში ცხოვრების 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ.
ყველაფერთან ერთად, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა კანადის ქულების სისტემას ეფუძნება, რომლის საშუალებითაც მაღალი კვალიფიკაციის კადრს ქვეყანაში შესვლისთვის აღარ დასჭირდება გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი სამუშაო გამოცდილება საკმარისად ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ ახალი საიმიგრაციო რეფორმა ყველაზე დიდი ცვლილებაა 2000 წლის შემდეგ (ამ პერიოდში გერმანიაში ემიგრანტი მშობლებისგან დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების სისტემა ამოქმედდა).
რაც შეეხება ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს, 2022 წელს გერმანიის მოსახლეობამ 84,3 მილიონი შეადგინა, რაც იმიგრაციის რეკორდული ზრდითაა გამოწვეული, მათ შორის უკრაინელი ლტოლვილების ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ქვეყანა დღემდე ებრძვის სამუშაო ძალის კრიზისს, რადგან ხანდაზმული დასაქმებულები სამსახურს ტოვებენ. იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობის გამო, გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტს ვაკანსიების შევსება უჭირს.
მასშტაბური ცვლილებების მიღებამდე 8 წლიანი რეზიდენტობის ვადით გერმანია სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო.
ცნობისთვის, საფრანგეთი და ირლანდია მოქალაქეობის მისაღებად ქვეყანაში ცხოვრების მხოლოდ 5 წელს ითხოვენ, თუმცა ესპანეთსა და იტალიაში აღნიშნულს 10 წელი სჭირდება.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...