ჰქონდა თუ არა, საქართველოს საკონსულოს იტალიაში, ქართველი "დამსაქმებლის" ლიკა გალუსტაშვილის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ერთგვარ "ტრეფიკინგში" და არაადამიანურ მოპყრობაში ედავებიან

რამდენიმე დღეა, ExclusiveTV.ge მუშაობს თემაზე, რომელიც იტალიაში „დამსაქმებლის ინსტიტუტს“ და ამ „ინსტიტუტის“ დაუწერელ კანონებს ეხება, რომლის მსხვერპლიც წლების განმავლობაში არაერთი ქართველი ემიგრანტი გამხდარა. შიშის, თუ უიმედობის გამო, რომ არსებულ რეალობას ვერ შეცვლიან, ეს ადამიანები ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ ამჯერად, ქართველი ემიგრანტების ერთმა ჯგუფმა ხმამაღლა საუბრის გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებების მართებულობას, პოლიცია და გამოძიება გაარკვევს, რადგან ემიგრანტებს ოფიციალური საჩივრის შეტანა აქვთ გადაწყვეტილი. სანამ ოფიციალური გამოძიება დაიწყება, გადავწყვიტეთ ამ ადამიანებისთვის პლატფორმა დაგვეთმო. მედიამაუწყებლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ზემოთ აღნიშნული ჯგუფი, რომში მცხოვრებ ქართველ „დამსაქმებელს“ ლიკა გალუსტაშვილს ერთგვარ „ტრეფიკინგში“ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ემიგრანტ ქალბატონს, მოვისმინეთ მათი პრეტენზიები და ბრალდებები, რის შემდეგაც დავუკავშირდით ლიკა გალუსტაშვილს, რომელმაც ეს ბრალდებები უარყო. მეტიც, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მისმა იტალიელმა საქმიანმა პარტნიორმა მონიკამ, ამ ჯგუფის ორი წევრის წინააღმდეგ, პოლიციაში საჩივარი დაწერა, რომლის ასლსაც აუცილებლად გამოგვიგზავნის.

თემაზე მუშაობის პროცესში ვესაუბრეთ კიდევ ერთ პიროვნებას, ქალაქ ლივორნოში მცხოვრებ ქალბატონ ხათუნა გურჩუა, რომელმაც „დამსაქმებლებისგან“ დაზარალებული ემიგრანტების ისტორიების შესახებ, რამდენიმე დღის წინ ელექტრონული ფოსტით, წერილი გაუგზავნა იტალიაში საქართველოს საკონსულოს და მიიღო საპასუხო წერილი, სადაც საკონსულოს წარმომადგენელი ბრალდების ობიექტის ვინაობას და ამბის დამადასტურებელ ინფორმაციას ითხოვდა. ქალბატონმა ხათუნამ, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საკონსულოს გარკვეული ინფორმაცია გადაუგზავნა.

ExclusiveTV.ge იმავე დღეს დაუკავშირდა საქართველოს კონსულს იტალიაში ნატალია კორძაიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ, საკონსულოში შევიდა ზოგადი, გულისტკივილით დაწერილი ი-მეილი, რაზედაც საკონსულოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მიეწერათ კონკრეტული ფაქტები და ვის ეხებოდა საკითხი. რის შემდეგაც მეორე მხრიდან იყო პასუხი, რომ აგროვებს მასალებს, რათა გადასცეს საკონსულოს.

კონსულის განცხადებით, აღნიშნულ მიმოწერაში ლიკა გალუსტაშვილი არ ფიგურირებდა. ასევე, საკონსულოში შესულ ერთ-ერთ იმეილში საუბარი იყო კალაბრიაზე და არა რომზე. კონსულმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლა უკვე როდესაც საქმის კურსშია, აუცილებლად მიადევნებს თვალს აღნიშნულ ამბავს და თუ ადგილი აქვს სამართალდარღვევის ფაქტს ამ შემთხვევაში რეკომენდაციაა მიემართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

ჩვენ, ExclusiveTV.ge-ს ჟურნალისტები, განვაგრძობთ თემაზე მუშაობას და ღია ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული ბალანსის დაცვით, აუცილებლად გავაშუქებთ ნებისმიერ პრობლემატურ თემას, რომელიც ემიგრანტების უფლებების დარღვევას და ხელყოფას ეხება.

პ.ს. სტატიას ფოტო მასალის სახით ერთვის ლიკა გალუსტაშვილის ფოტო.

ამავე თემაზე:

📌 ქართველი ემიგრანტები ქართველ "დამსაქმებელს" და მის იტალიელ პარტნიორს “ტრეფიკინგსა” და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იტალიელმა დამსაქმებელმა კი მათ ბულინგისა და ცილისწამების გამო უჩივლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი

1714024860

სოციალური მედია

„ნიჭიერების ზეიმი“ - ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი შესრულება

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა. ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგდალენა აქვეყნებს. „ნიჭიერების ზეიმი“ „უმაგრესები ხართ“ „...

ანრი და მაგდალენა ჯოხაძეები

1714021934

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამ...

ირაკლი კობახიძე

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი

1713989425

სპორტი

თუ ამას არ აკეთებ, ქათამი ხარ, ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია - თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე

,,ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს", - ამის შესახებ UFC-ის პი...

მებრძოლი ილია თოფურია