იტალიაში მყოფი ემიგრანტის კულინარიული დიპლომატია - „ამ კერძებმა, ძალიან დიდი მისია შეასრულა“
ემიგრაციის ტალღამ ბევრი ქართველი ნიჭიერი ადამიანი „იმსხვერპლა“, ისეთები, რომელთა ცოდნა განათლება და გამოცდილება სამშობლოსაც წაადგებოდა.
სოციალური კრიზისს და მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს ადამიანის ინტელექტის გარჩევა არ შეუძლია და ყველანი ერთი ნიშანდობლივი გზით, ემიგრაციის რიგში დგებიან.
ჩვენს მკითხველს, იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს ნათია ვაშალომიძეს წარვუდგენთ, რომელსაც, გარდა პირადი საკითხებისა, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯიც ადარდებს. ნათია ვაშალომიძე, წარმოშბით ოზურგეთიდან გახლავთ. ის უცხო ენა-დაწყებითების პედაგოგია და რამდენიმე წელია, რაც იტალიაში ცხოვრება და მუშაობა უწვეს.
„ცხოვრებაში, არაფერი გამიკეთებია მოდის გულისთვის. არც ეს კერძებია გამონაკლისი. არც, ამაყი და ამპარტავანი ვყოფილვარ, მაგრამ, თავმოყვარეობა კი, ყოველთვის მქონდა სულში და გულში გამჯდარი! ერთ-ერთ პოსტში ისიც აღვნიშნე რომ დედაჩემი, თავს ადანაშაულებდა, - ,,ჩემი ბრალია, არაფრის გაკეთება, შენ არ იციო" (კულინარიას გულისხმობდა), მაგრამ არაფერია შეუძლებელი ცხოვრებაში!
ძალიან ბევრი მწერს პირადში რომ, ტორტებში და კერძებში, თანხას გიხდიანო? არა!!! შემოუთავაზებიათ მაგრამ, ნამდვილად არ დამიწყია ეს ბიზნესი აქ!!! ადამიანთა კატეგორია იფიქრებს რომ, - ნეტავ შენ, გაკლია ალბათ, გაწყენდაო? არ მაწყენდა მაგრამ, როცა ოჯახის ახლობელი, მეზობელი, ოჯახის ექიმი, საავადმყოფოს პერსონალი მთხოვდა, უბრალოდ არ შემეძლო თანხის აღება!!!


ამ კერძებმა, ძალიან დიდი მისია შეასრულა. სალათების გარდა, ცხელ კერძებსაც ვუმზადებ ჩვენებურად და ძალიან მაგარ მოწონებასაც იმსახურებს!!! (ყოველ დღე, ყველანაირ კერძს ხომ არ დავდებ, მაგრამ ამათ, ასე ვთქვათ, ფუფუნებაში ვამყოფებ).
ხშირად მეუბნებიან ახლობლები, - როგორ რეჟიმში მუშაობ და ამ ყველაფერს, როგორ ახერხებო? დედაჩემის გენის ვარ მეთქი!!! დოდო, რაც არ უნდა გადაღლილი ყოფილიყო, გემრიელ კერძებთან ერთად, სუფრასაც თავისებურ ხიბლს მისცემდა. მე და ხათუნაც, ვაგრძელებთ ტრადიციებს!!!
როცა შევდიოდი სამსახურში, გული მწყდებოდა რომ, საქართველო არ იცოდნენ, ,,ჯორჯიას" რომ ვახსენებდი, მეტყოდნენ, ააა, ამერიკის ჯორჯიაო? სხვათა შორის, განათლებულ ოჯახებსაც დაუსმიათ ანალოგიური კითხვა. წნევის გასინჯვა და ნემსის გაკეთება ხომ, სასწაული ჰგონიათ!!! სტალინი, გაგიგონიაო? თევზს, ფქვილში ამოსვრა რომ სჭირდება, იციო? და, რამდენი ასეთი კითხვები ჩამოვთვალო... გულში, მწარედ მეტირებოდა...
საბოლოოდ, ჩემი განათლებაც დაინახეს!!! საქართველოს ისტორია კი არა, სხვა საკითხებთან ერთად, იტალია როგორ და როდის ჩამოყალიბდა, რა ბრძოლები გადაიტანა, რატომ ჰქონდათ ნაპოლეონის დროს ომები, რატომ ადარებდნენ ჰიტლერს და ა,შ. კერძებითაც და სუფრის გაწყობის კულტურითაც მივანიშნებდი რომ ჩვენ, ჯუნგლების ქვეყნიდან არ ვიყავით!!!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „რამდენჯერმე, ჩემს გულში, რუსების შენდობაც ვცადე, მაგრამ ტკივილი არ შუშდება!“ - ირმა მაისურაძე
📌 იტალიამ, 55 ათასზე მეტი ლტოლვილი შეიფარა. სავარაუდოდ მათი რიცხვი კვლავ გაიზრდება
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...
1794039239
ახალი ამბებიბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...
1794038057
ახალი ამბებიალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...































