იტალიის ემიგრანტების საყურადღებოდ!!! ძალიან გთხოვთ, არ მოიტყუოთ თავი!!! როგორც საბოლოოდ გავარკვიე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაძირეს და ნულზე დაიყვანეს!!! - ემიგრანტის წერილი
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ნათია ვაშალომიძე რომელიც ხშირად ამხელს ემიგრაციაში არსებულ მანკიერ პრაქტიკებს, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების სანაცვლოდ, ემიგრანტებისგან გამოძალულ კოლოსალურ თანხებზე, მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იტალიის ემიგრანტების საყურადღებოდ!!! ძალიან გთხოვთ, არ მოიტყუოთ თავი!!! დაახლოებით ერთი თვის წინ, მიკავშირდება ქ. თამილა აღფრთოვანებული, - მართალია, ბედი არ დამირჩა, არ შემეხო „სანატორია“ (იტალაიში კანონიერად ცხოვრების დაუდასტურებელი დოკუმენტი) მაგრამ, აქ მცხოვრები ქართველები დამეხმარნენ, დამაკავშირეს იტალიელ ადვოკატთან, რომლებიც ეხმარებიან უსაბუთოდ დარჩენილ ემიგრანტებს, 7 გაუკეთეს, კი გადაახდევინეს 3 000 ევრო, მაგრამ, საბუთი გვექნება და ჩვენაც შეგვეძლება საქართველოში წასვლაო....
როცა ვკითხე ქ. თამილას, რა სახელწოდება აქვს მეთქი, -,,fლუსიო". მერამდენედ მწარედ ამეტირა.... როდემდე უნდა იპარპაშონ თაღლითებმა?... საუბრის დროს, ქ. თამილა, ძალიან ბევრჯერ ნანობდა რომ, მეც რომ დროულად გადამეხადა ფული, ახლა, ორ თვეში ავიღებდი მეც საბუთსო... არ გიცნობთ მეთქი ვუთხარი, თუ მენდობით, შეწყვიტეთ მაგ გარეწრებთან ფულის გადახდა და ის შვიდი პიროვნებაც სასწრაფოდ გააფრთხილეთ, დარჩენილი თანხა, აღარ გადაიხადოს მეთქი.... მაგ ნაძირალების სახელები და გვარები მოვთხოვე, პასუხად კი იცით რა მივიღე? - რადგან იტალიელი ურევია, არ უნდათ ამ „გრუპას“, ცნობილი რომ იყვნენო, თორემ, ამ ადვოკატს შეექმნება ძალიან დიდი პრობლემები, სტრანიერებს (უცხოელებს რომ ეხმარებაო). გეხმარებათ კი არა გღუპავთ მეთქი...
იმ პერიოდში ცოტა გაკვირვებული დარჩა ქ. თამილა... ცოტა მაცადეთ, დაგანახვებთ მალევე თუ რა ტიპის გარეწრებთან დაგიჭერიათ საქმე მეთქი!!! არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში...fლუსი კი გამოვიდა მაგრამ, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შეახეს!!! როდესაც მოლაპარაკება გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს შორის, ჩვენი ბედოვლათი მთავრობა, იმის ნაცვლად რომ, თხოვნით მიემართათ, იქნებ, დაეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებსო, იქედნურად, იმას აჟღერებდნენ, საქართველოს არ სჭირდება ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, ჩამოვიდნენ, ყველაფერს შევუქმნით რომ იარსებონო!!! კი, შეგვიქმნეს ნაძირალა ავტორიტეტებმა შიმშილი და სიკვდილი!!! ემიგრაციაშიც, საქართველოდან წამოსული გარეწრების წყალობით, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, სიკვდილით დასრულებულა... ვინმემ არ გაბედოთ და არ გადამეკიდოთ, გამართლება არ დამიწყოთ მაგ კატეგორია პარაზიტების!!! რაც იტალიაში წავედი, ასეთ ნაგვებთან მიწევს ბრძოლა!!!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასწრაფოდ ჩამოშორდით ვითომდა „fლუსის“ მკეთებლებს!!! როგორც საბოლოოდ გავარკვიე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაძირეს და ნულზე დაიყვანეს!!! როცა ვეუბნებოდი დაზარალებულებს, ამოიღეთ ხმა და ამხილეთ მეთქი, შეშინებულები ჰყავდათ. მოკვლით გვემუქრებიანო!!! აი, ნაგვებო, მე გამხილეთ და გელოდებით, გაბედეთ და მომთხოვეთ პასუხი ვირთხებო!!! აქვე მინდა დავწერო, ვინებიც შემრჩით „მესენჯერში“, სასწრაფოდ მომწერეთ თქვენი ვაცაფის ნომრები. ყოველ დღე მიბლოკავენ პოსტებს. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს ამიტომ არ მინდა ახალი ფეისბუკის შექმნა, მაგრამ, იძულებული ვარ ამ უაზრო დაბლოკვების გამო.“ - წერს ნათია ვაშალომიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ინდოეთში „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა - დაავადება კერალას შტატში 82 ბავშვს დაუდგინდა
📌 მარიამ სანდროშვილმა აშშ-ში, “მინერვას” უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
📌 გახარიას პარტია ითხოვს, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...


























