„მაინც რამდენი ნიჭიერი ქართველია გადმოხვეწილი ამ უცხო მიწაზე“ - ბარიში საქველმოქმედო საღამო გაიმართა
იტალიაში, ქალაქ ბარიში საქველმოქმედო საღამო „ვაჩუქოთ ერთმანეთს იმედი“ გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი, საქართველოში, უძლურებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტი, პოეტი სალომე გოგოლაძეა.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, თეონა ჭანტურია ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო. თეონამ დღეს განცდილი ემოციები, მხატვრულად გადმოსცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ეს ერთი და სხვა მრავალი..
საღამოს საგულდაგულოდ ჩამორაკრაკებული ჩემი ლექსები ჩავაწყვე ლამაზ საწიგნეში და გათენებას გულის ფანცქალით დაველოდე ...
როგორც საღამოს ორგანიზატორთან შევთანხმდით ბაღის შესასვლელთან ერთმანეთს შევხვდით და გავეშურეთ „ვალეზას“ თეატრის მიმართულებით. საოცარი ხალხია იტალიელები, უდიდეს პატივს სცემენ იტალიის ქალაქ ბარში ქართულ კულტურას. სცენა დაგვითმეს საქველმოქმედო საღამოს ჩასატარებლად. ყველა მონაწილის და მაყურებლის მოსვლამდე მიკროფონებთან ხმები გავავარჯიშეთ... ბევრი სტუმარი მოვიდა ყველა ბილეთი გაიყიდა გვყავდა პატარა მონაწილეებიც. მაინც რამდენი ნიჭიერი ქართველია გადმოხვეწილი ამ უცხო მიწაზე... დაიტვირთა დარბაზი ემოციებით, სანამ ჩემი ლექსების კითხვის ჯერი მოვიდოდა, ჰაერზე გავდიოდი ვერ ვუძლებდი სიმღერებს, ლექსებს საქართველოზე და მონატრებაზე, გარეთ ვიდექი და ვტიროდი ჩუმად არავის რომ არ დავენახე.
იტალიელი ცოლ-ქმარი მომიახლოვდა, - რა ლამაზად მღერიან შიგნით, მეუბნება ღიმილით. - ისინი ჩემი ქართველებია, ვუპასუხე სიამაყით, - შებრძანდით თუ გნებავთ, ვეუბნები და ვპატიჟებ დარბაზისკენ....
ლამაზი საღამო გამოგვივიდა აშკარად, ჩემი ლექსის კითხვისას ხმა და ემოცია ერთმანეთს ისე შეერწყა როლიდან კარგა ხანს ვერ გამოვედი... ისმოდა ქართული სამხმოვანი სიმღერები, სპექტაკლის ნაწყვეტები, სიმღერები საქართველოზე, ასევე იტალიურმა სიმღერამაც და ლექსმაც გაიჟღერა დარბაზში... მეამაყებით მეგობრებო, თქვენ ნიჭიერი ხალხი ხართ და როგორი დასანანანია ჩვენი სიმღერა, ჩვენი ლექსი, ჩვენი ხმა მიუწვდომელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის....
ეს ერთი და სხვა მრავალი. საღამო რომელსაც პოეტმა სალომე გოგოლაძემ უხელმძრვანელა შეიძლება ვთქვათ შედგა სრული ანშლაგით“
თეონა ჭანტურია/ბარი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
"ბადანტე"-ს უფლებები იტალიის კანონმდებლობის მიხედვით
„დღეს შესაძლოა ცოცხალი არც ვყოფილიყავი“ - ემიგრანტი საბერძნეთიდან
1793175074
ახალი ამბებიკახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...
1793174168
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით
„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...
1793173231
ახალი ამბები„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...
1793171021
ახალი ამბები„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...



























