„მეორე დღეს სამშენებლო ხელთათმანები “ჩამახუტეს“ - აწი ამით დაალაგეო“ - ემიგრანტის ისტორია
მედიამაუწყებელი EXCLUSIVETV.GE ხშირად უთმობს პლატფორმას საემიგრაციო თემებსა და ემიგრანტთა ისტორიებს. დღეს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის, ნინო ორაგველიძის წერილს გთავაზობთ.
“გამარჯობათ ჩემო ქართველო ემიგრანტებო. პირველ რიგში მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გამძლეობა და მშვიდობით ჩვენს ქვეყანაში მალე დაბრუნება.
მინდა ჩემი დიდი ხნის სათქმელი ვთქვა, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა და დღემდე მაწუხებს. ახლა უკვე მაწუხებს კი არა მახრჩობს, გუშინდელ ფაქტს მოგიყვებით რაც გადამხდა, თან ამით ჩემს სათქმელსაც ვიტყვი!!
მოკლედ, ქალაქ ტარანტოში 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ისევ გადავწყვიტე ქალაქ კასტელანა გროტეში დავბრუნებულიყავი, რადგან „საბუთიანი“ (ლეგალურად მცხოვრები) ვიყავი, ახალ სამსახურში შემოთავაზება მქონდა რომ გადამიხდიდნენ ყველაფერს, „რეზიდენსაცაც“ (ბინაზე ჩაწერა) გამიკეთებდნენ და კონტრაქტსაც მეორე დღესვე გამიფორმებდნენ.
27 მარტი იყო რომ დავიწყე მუშაობა და 1 აპრილს კონტრაქტიც დამიდეს, მე როგორც ყოველთვის გამოვიდე თავი და რადგან ვილაზე ვიყავი ეზოც დავალაგე. მეორე დღეს სამშენებლო ხელთათმანები “ჩამახუტეს“ - აწი ამით დაალაგეო.
მოხუცის წვერის გაპარსვაც და დაბანაც მე დამაკისრეს. ჩემი დასვენების დღეებზეც დილით 8:00 საათზე რომ უნდა მოსულიყვნენ 9:30 საათზე მოდიოდნენ. გუშინ წინ მივწერე ესემესი, რომ მე არც ეზოს დამლაგებელი ვიყავი, არც წვერის მპარსავი და არც ბაბუას დაბანა მევალებოდა, რადგან კონტრაქტში კატეგორია „ავტოსუფიჩენტე“.
ვიცი ახლა ბევრი იტყვის, - მასე ბევრი რამე არ გვევალება, მაგრამ ვაკეთებთო, - მეც გამიკეთებია, მაგრამ მხოლოდ იმათთან ვისაც არ დავუვალდებულებივარ შემდგომში და ელემენტარული მადლობა მაინც უთქვამს, არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი.
ჩემი 5 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის უკვე მერამდენე სამსახურს ვიცვლი აღარც მახსოვს, ზოგისთვის სალაპარაკო თემაც გახდა, - ვერ ჩერდება ერთ ადგილასო!! კი მართალია ვერ ვჩერდები, იქ სადაც არ გვაფასებენ და სადაც ვალდებულს გვხდიან!! ყველამ რომ ასე გავაკეთოთ მერე დაგვაფასებენ. ბევრი ქართველი აფუჭებს აქ სიტუაციას ყველაფერზე თვალს ხუჭავს. მე რომ არ დავხუჭე გუშინ დილით რომ მეგონა რომ დასვენების დღეზე გამოვდიოდი განთავისუფლების ფურცელი მომიტანეს, თან ცუდი დახასიათებით როცა აქამდე „უნიკა ნინა“ ვიყავი!! მეც რა თქმა უნდა ხელი არ მოვუწერე. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სამსახური დავტოვე, კარაბინიერების თანდასწრებით ჩავალაგე ჩემი ბარგი, რომ შემდგომში გაუთვალისწინებელი ბრალდების მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. დახასიათებაც შეცვალეს.
ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა და მარტო არ დამტოვეს ამ უსიამოვნო მდგომარეობაში. საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი, ფიქრია კუჭუხიძე დამეხმარა გუშინდელი ისტორიის სამართლებრივი გზის გადაჭრაში.
კანონი მარტო სხვებისთვის არ არსებობს, ჩვენთვისაც არის!! ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ჩვენი ხმის ამოღებით ჩვენი უფლებების დაცვას და ასე უფრო დაგვაფასებენ“. - წერს ნინო ორაგველიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიელი რეჟისორი, ქართველებზე დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























