ნიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა

1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის
ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“.

ღონისძიებაზე გაიხსენეს და
პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ აშშ-ში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: შოთა რუსთველის
სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „საქართველო“, ანსამბლი „ზეკარი“, ანსამბლი
„დაკარგული ლეგენდები“, Irina Dance Academy, ანსამბლი „ელვა“, აშშ-ში ქართული კულტურის ცენტრთან Dancing Crane Company არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „იბერია“, ასევე, ლას-ვეგასის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი, მომღერალი ირაკლი რუსია და მომღერალი სოფო ალანია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ირაკლი შარაძე, მომღერალი ლიზა ყენია, ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი ლევან შენგელია, მომღერალი გიორგი შალვაშვილი, ამერიკაში მოღვაწე კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი და სხვები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ლელა ნინუა და გიორგი გასვიანი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის
ესტუმრა ნიუ- ჯერსის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა