ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან
შობის დღესასწაულს, ისევე როგორც მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი ნაწილი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ჩვენ ფლორენციაში არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ-მართლმადიდებლურ ტაძარში აღვლენილ საშობაო წირვას დავესწარით და გვინდა იქ მიღებული ემოციები, შეძლებისდაგვარად თქვენც გაგიზიაროთ.
ფლორენციაში ქართული სამრევლო 2011 წლის იანვრის თვეში დაარსდა, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მონდომებითა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევით. სამრევლოს დაარსების დღიდან არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე უძღვება.
ტაძრის დაარსებიდან, სულ ცოტა ხანში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში დაარსდა ტაძართან არსებული ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნანილა“, რომლის მგალობელთა გუნდის საგალობლებიც გესმით სიუჟეტში.
ტაძარში მუდმივად, წესისამებრ აღევლინება წირვა-ლოცვა, მაგრამ დიდ დღესასწაულებზე აქ განსაკუთრებული ზეიმია. წელსაც, შობის წირვას, რომელიც ღამისთევით ჩატარდა, იტალიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ და ჰქონდათ ბედნიერება, საშობაო წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინათ.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1784128712
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ
„ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნ...
1784127173
ახალი ამბებიპროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდ...
1784125918
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზ...
1784125825
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში
„ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნი...
1784125736
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგ...































