რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: 

„მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაციოს უფლება დამცველებს. გვაინტერესებს რა ხდება ბარის „ქვესტურაში“ (საემიგრაციო განყოფილება) სად არის ქართველი საემიგრაციოს უფლება დამცველები და რატომ არ იცავს არავინ ქართველი ემიგრანტების უფლებებს?

იტალიის კანონმდებლობით შეგვიძლია მოვითხოვოთ ე.წ. „აზილო პოლიტიკო“, თუმცა „ქვესტურაში“ ყოველ დილით 8 საათიდან მივდივართ ქართველები და უკვე ათ დღეზე მეტია საბუთს არ იბარებენ. შესაძლებელია კანონი შეიცვალა რაც ნორმალურია მაგრამ თუ რაიმე ცვლილებაა კანონში და მოდის სხვა ქვეყნის მოქალაქე და ითხოვს თავშესაფარს, ვინმემ ხომ უნდა გვითხრას რა შეიცვალა? დროებით შეჩერებულია საბუთების მიღება თუ საერთოდ გაუქმებული?

ჩვენც ვიმსახურებთ პატივისცემას, მინიმუმ სწორი ინფორმაციის მოწოდებას მაინც. ემიგრანტების წელზე, ჯაფაზე , ჯანმრთელობასა და ემიგრაციაში დაკარგულ წლებზე დგას დღეს საქართველო და პატივი ეცით დედის ტოლა დაუცველ ქალბატონებს!!! 

არ არის ეს ქვეყანა ვალდებული რომ შეგვიფაროს? გვაჩვენეთ კანონით და აღარც ჩვენ მოვითხოვთ!!!  ან გვითხარით რა ხდება და მოგვაწოდეთ ინფორმაცია.“ - გვწერს ემიგრანტი. 

Exclusivetv.ge-მ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და შეეცადა ემიგრანტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მიეღო.

იმისთვის რომ იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს გაუადვილდეთ არსებულ რეალობაში გარკვევა, შევეცდებით დაწვრილებით და თანმიმდევრულად აგიხსნათ, კანონში შესული ცვლილების შესახებ: 

“აზილო“-ს (თავშესაფრის მოთხოვნა, წარმოშობის ქვეყანაში რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან პოლიტიკური შეხედულების გამო) ანუ თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სხვა ქვეყანაში შესვლისას პირდაპირ სასაზღვრო პოლიციაში ან ნებისმიერი „კვესტურის“ საემიგრაციო ე.წ. მე-4 განყოფილებაში.

იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის მე-19 მუხლის თანახმად, პირის გაძევება-გადეპორტება აკრძალულია იმ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს  სხვადასხვა მიზეზების გამო საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კომისიის გავლა, რომ გამოვლინდეს ის მოსალოდნელი საფრთხე რაც თავშესაფრის მიმღებს შეიძლება დაემუქროს.

გაითვალისწინეთ!!!! იტალიის ტერიტორიაზე, 2023 წლის 10 მარტამდე თავშესაფრის მაძიებელზე გაიცემოდა ოთხი სახის „პერმესო“ ანუ ბინადრობის ნებართვა, ხოლო 10 მარტის შემდეგ გაიცემა მხოლოდ 3 სახის ნებართვა.

ოფიციალური უწყება არ ითვალისწინებს ჩვენს ნება სურვილს თუ რომელი სახის „პერმესო“ გვსურს, სპეციალური კომისია ერთობლივად, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ტიპის „პერმესო“ მიანიჭოს თავშესაფრის მომთხოვნ პირს. 

სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1 - ეს გახლავთ უშუალოდ დევნილის სტატუსი: როდესაც პიროვნებას თავის ქვეყანაში ემუქრება ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური, სქესობრივი ან რაიმე სხვა სახის დევნა. ეს საბუთი არის 5 წლიანი და პირი ვერ მიდის მხოლოდ თავის ქვეყანაში.

დევნილის სტატუსის მომთხოვნი პირის ისტორიას თან უნდა ახლდეს იმ ფაქტების ამსახველი გარკვეული დოკუმენტაცია, რის გამოც ის თავს დევნილად თვლის.

მას, ასევე უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის წევრების შემოერთება ე.წ. „რიკონჯუნჯიმენტო ფამილიარე“.

2 - არის „სუფსიდიური პერმესო“. იგი გაიცემა, როდესაც თავშესაფრის მაძიებლის წარმომავლობის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს ან პირადად მას  ემუქრება: სიკვდილით დასჯა, ციხე, წამება და ა.შ.

ხსენებული საბუთიც არის 5 წლიანი და არც ამ შემთხვევაში შეუძლია პირს თავის ქვეყანაში დაბრუნება. ასევე აქაც საჭიროა გარკვეული დოკუმენტაცია მონაყოლის სიმტკიცისთვის. აქაც პიროვნებას უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის წევრების შემოერთება.

3 - არის სპეციალური დაცვის ანუ „პროტეციონე სპეჩალე“. იგი ითვალისწინებს სტატუსის მოპოვებას იტალიის ტერიტორიაზე ინტეგრაციის საფუძველზე. ეს ინტეგრაცია გამოხატული შეიძლება იყოს სამსახურებრივი კონტრაქტის ქონით თავისი სახელფასო ცნობებით და გადახდილი საშემოსავლო ქვითრებით, ბინის კონტრაქტით, იტალიური ენის კურსებზე სიარულით, იტალიის ტერიტორიაზე თუ ჰყავს ისეთი ახლობელი, რომელსაც ვერ დატოვებს და ვერ დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

მაგალითად: მეუღლე, დედმამიშვილები, მშობლები, შეყვარებული და ა.შ. ამ დროს პიროვნების წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნება ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება.

ეს უკანასკნელი გახლავთ ის სტატუსი, რომელიც 10.03.2023 წლიდან არის გაუქმებული, ანუ გაუქმდა სტატუსის გაცემა ინტეგრაციის მიზნით.

მათ საყურადღებოდ!!! 10.03.2023 წლამდე ვინც მოასწრო განაცხადის შეტანა ყველა განიხილება ძველი კანონით და მაქსიმალურად ყველამ გამოიყენეთ ეს შანსი და არ გაუშვათ ხელიდან!!!

რეკომენდაცია: კომისიაზე გამოცხადდით მაქსიმალურად მოწესრიგებული საბუთებით: კონტრაქტით, „ბუსტაპაგებით“, „კონტრიბუტებით“ და ნებისმიერი რამ, რასაც ოფიციალურად მოღვაწეობთ იტალიის ტერიტორიაზე და გაგაჩნიათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს საბუთი არ იძლევა საშუალებას, რომ შემოიერთოთ თქვენი ოჯახის წევრები.

4 - ფორმა ეს არის სამკურნალო „პერმესო“. მას არ გააჩნია ვადა და გაიცემა მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე არა კერძო, არამედ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ექიმის ცნობის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს  თუ რა ვადით ესაჭიროება პირს მკურნალობა.

აუცილებელია იქონიოთ დაავადების კონკრეტული დასახელება და პათოლოგიის დასკვნა. ეს საბუთი არ ზღუდავს პიროვნებას თავის ქვეყანაში მიმოსვლისგან.

რაც შეეხება „პროტეციონე სპეჩალე“-ს თუ თქვენ განაცხადი გააკეთეთ 10.03.2023 წლამდე და მოგივიდათ უარი, ეს არის ავტომატუტი დეპორტი, რომელიც შეგიძლიათ გაასაჩივროთ სახაზინო ადვოკატით, განაცხადის მიღებიდან 30 დღის ვადაში. გასაჩივრების დროს დეპორტი შეჩერებულია და თქვენ ხართ ისევ „საბუთიანი“ პირი და ვერავინ გაიძულებთ ქვეყნის დატოვებას მთლიანი პროცედურის განმავლობაში, რაც სავარაუდოდ წელიწადი და ხშირ შემთხვევაში მეტ ხანს გრძელდება.

რაც შეეხებათ მათ, ვინც განაცხადი შეიტანეს 10.03.2023 წლის შემდეგ, სამწუხაროდ თქვენ მოხვდით დაჩქარებული წესით განხილვის კატეგორიაში, ანუ თქვენ აღარ გექნებათ ის 6 თვიანი „პერმესო“. ყველა პროცედურას გაივლით სულ რამდენიმე თვეში. ეს განაცხადი უნდა გააკეთონ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად აქვს დოკუმენტაცია და სერიოზული მიზეზი იმ დანარჩენი სხვა ფორმებისა, რაც ჩამოვთვალეთ.

კომისიის შემდგომ, ვინც მიიღებს უარს, ეს ნიშნავს ავტომატურად დეპორტს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ იტალიას, არამედ შენგენის ქვეყნებს.

გასაჩივრება შეგიძლიათ სახაზინო ადვოკატის მეშვეობით განაცხადის მიღებიდან 15 დღეში, ოღონდ თქვენი დეპორტი ამით არ ჩერდება და ადვოკატმა ცალკე განაცხადით უნდა სთხოვოს მოსამართლეს, თქვენი დეპორტის ანულირება და თქვენი იტალიის ტერიტორიაზე გაჩერების უფლება.

თემაზე იმუშავა ხათუნა შარაძემ

Exclusivetv.ge - იტალია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი