საჭირო და აუცილებელი რჩევები მათთვის, ვინც იტალიაში ცხოვრობს ან ცხოვრებას გეგმავს

📍 მოგეხსენებათ, სამშობლოდან უცხო ქვეყანაში წასვლა, დაკავშირებულია დიდ სულიერ ტკივილთან, სტრესებთან.
ყველა ადამიანს უწევს ამ ეტაპის გავლა ინდივიდუალურად

📍 მინდა რამდენიმე აუცილებელი რჩევა მოგცეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ნერვიულობას. არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, იტალიაში თუ სხვაგან.
(საკუთარი გამოცდილებით)

📍  პირველ რიგში, ეცადეთ ტელეფონზე ყოველთვის გქონდეთ ანგარიში, შესაბამისად  ინტერნეტი და ტელეფონი იქონიოთ მუდმივად დატენილი, დამტენი ჩანთაში.  განსაკუთრებით, როცა  ქუჩაში იმყოფებით.

📍 დაიმახსოვრეთ ზეპირად  საკუთარი  ტელეფონის ნომერი  და ოპერატორი(იტალიაში), ასევე რიცხვი, როცა უნდა განახლდეს ბალანსის შევსება, ამით თავიდან აიცილებთ დისკონფორტს ტელეფონთან დაკავშირებით.

📍 ყველა საკონტაქტო  ტელეფონის ნომრები და მისამართები იტალიაში,  ასევე საკუთარი ოჯახის წევრების ნომრები,  გქონდეთ ჩაწერილი ფურცელზე და ატარეთ ჩანთით.

📍  ყოველთვის იკითხეთ და მონიშნეთ ლოკაცია, თუ სად ცხოვრობთ, რომელ მისამართზე.

(მეგობარს კოვიდი ჰქონდა მძიმედ და სასწრაფოს გამოსაძახებლად ძლივს გავარკვიეთ მისამართი, რომელზეც ცხოვრობდა)

📍 თუ უკვე მუშაობთ, აუცილებლად იპოვეთ ლოკაცია, გაუგზავნეთ იტალიაში მყოფ თქვენ ახლობლებს და საქართველოში ოჯახის წერვებს, ასევე ოფიციალური მისამართი, სადაც ცხოვრობთ.
ეს უნმიშვნელივანესია.
მისამართი შეგიძლიათ ფოსტით მიღებულ ნებისმიერ კონვერტზე იპოვოთ და ფოტო გადაუღეთ ან თხოვეთ დამსაქმებელს და მისი ხელით დაგიწეროთ მისამართი.
(ასე შეცდომასაც გამორიცხავთ) მისამართი გაუგზავნეთ  თქვენ ახლობლებს  იტალიაშიც და საქართველოშიც.

📍 თუ უკვე მუშაობთ, ოჯახში სადაც იმყოფებით, აუცილებლად იქნება სახლის ტელეფონი, შეიტანეთ ტელეფონის მეხსიერებაში სახლის ტელეფონის ნომერი და გაუგზავნეთ ახლობლებს ასევე საქართველოშიც.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება  ხოლმე, როცა მობილური კავშირი ან უამინდობის გამო ან სხვა მიზეზის გამო არ არს ხელმისაწვდომი და ასეთ დროს  სახლის ტელეფონი ნამდვილი ხსნა არის.მეგიბრებს და ნათესავებსაც გამოართვის სახლის ტელეფონის ნომრები.

📍 იკითხეთ, ზუსტად რა ქვია იმ  ადგილს სადაც იმყოფებით.

📍  თუ მოხდა ისე, რომ გზა აგებნათ, არ ინერვიულოთ, დაუკავშირდით  თქვენ ახლობელს და გაუგზავნეთ ლოკაცია.

📍  ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად, რჩევის საკითხად, გაწევრიანდით ემიგრაციულ ჯგუფებში.
თქვენ არასდროს იქნებით მარტო. 

📍  📢📢 რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, შეინახეთ ევროპაში შემოსვლის ბილეთები და ასევე სიმ.ბარათის აღების  ხელშეკრულება.
ნომრის შეძენის დროს პასპორტი  მოიკითხეთ. ხშირია შემთხვევები, როცა ამ დროს პასპორტი რჩებათ ოფისებში.
ეს ყველაფერი აუცილებლად დაგჭირდებათ მომავალში თქვენი ევროპაში ყოფნის  ლეგალიზაციისთვის.

📍 იტალიაში 90 დღის ცხოვრების შემდეგ ყველა თქვენგანს, შეუძლია გააკეთოს სანიტარიული ფურცელი STP
რომელიც უცხოელებისთბის არის განსაზღვრული და უკლებლივ ყველამ უნდა იქონიოს. კეთდება აზლში(asli)

📍 სანიტარიული ფურცლის აღების შემდეგ თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ ექიმი და საჭიროების შემთხვევაში გამოგიწერენ ანალიზების და გამოკვლევების მიმართვებს,აუცილებელ წამლებს, რომლის ნაწილიც უფასოდ გეძლევათ აფთიაქებში.

ეს მნიშვნელოვანია.

📍 ძალა მართლა ერთობაშია.

📍ამ რჩევებს საკუთარი  მწარე გამოცდილებების გამო გიზიარებთ.
გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

უფალი იყოს ყველას მფარველი

ირმა რევიშვილი, ემიგრანტი იტალიაში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა

1714059682

ახალი ამბები

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს გამართავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 20:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია რა საკითხზე ისაუბრებს პარტიის გენერალური მდივანი.

ზოგადი

1714055858

საზოგადოება

„შე ვირიშვილო, სადა ბანაობ“ - ზურა ყიფშიძე შვილიშვილს მიმართავს

მსახიობი ზურა ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილს ნატალია ყიფშიძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯაროდ აკრიტიკებს.   „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა,...

ზურა ყიფშიძე

1714054097

ახალი ამბები

„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714052236

ახალი ამბები

მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავებიც. ცნობისთვის, მოზარდი ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდ...

შავ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპივეს