„საქართველოში ქალთა სასაკლაოა - არამარტო ქალთა“ - ემიგრანტი აქტივისტები ფემიციდის წინააღმდეგ აქციას გამართავენ
„საქართველოში ქალთა სასაკლაოა - არამარტო ქალთა“ - ემიგრანტი აქტივისტები ფემიციდის წინააღმდეგ აქციას გამართავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი აქტივისტი სოფიო ბასილაშვილი წერს. აქცია 3 დეკემბერს 13:00საათზეა დაგეგმილი.
„არ არის აუცილებელი იყო ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ… აუცილებელია გამოხატო სოლიდარობა თუ რა თქმა უნდა ეს ამბავი გაწუხებს!
პირველ რიგში სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლს ქალებს!
აქციის მიზანია: მივაწვდინოთ ხმა საფრანგეთში შესაბამის ორგანოებს რომ, საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალი ცხოვრობს დიდი რისკის ქვეშ..
საქართველოში ქალებს ხოცავენ და ამას პოლიციის შემაკავებელი ორდერი არ შველის!
საქართველოში უმრავლესობა ვერ მიმართავს პოლიციას რადგან კიდევ უფრო იზრდება მათი სიცოცხლის მოსპობის რისკი.
საქართველოდან გამოქცეულ ძალადობის მსხვერპლ ქალებს რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს უმრავლესობას აქვს დატოვე ქვეყანა და მსხვერპლი ქალი ვერ დატოვებს ქვეყანას და ვერ წავა იმ ქვეყანაში საცხოვრებლად სადაც ყოფილი მეუღლე ელოდება დანით ხელში რომ გამოჭრას ყელი, ან წაუკიდოს ცეცხლი ან სიცოცხლე მოუსპოს სხვა ცივი იარაღით!
ამიტომ გახდეს ცნობილი რეალურად არსებული მდგომარეობა რაც ხდება დღეს საქართველოში!
2022წელს 25 ქალზე მეტია უკვე მოკლული..
ამ ორ დღეში სამი ქალი მოკლეს!
2022 წლის 8თვის მონაცემებით 4591 საქმეა აღძრული ძალადობის მუხლით! ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი!
ჩვენი პრეზიდენტი ჩამოდის აქ და ამბობს რომ საქართველოში ადამიანებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.. მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალები რომ მოვიყვანოთ მაგალითად საკმარისია იმის დასადასტურებლად რომ საქართველოში ქალთა სასაკლაოა! (არამარტო ქალთა).
საქართველოდან გამოქცეულები აქ ითხოვენ თავშესაფარს და უწევთ ათასი სირთულის გადალახვა.. და შედეგად იღებენ რას? არც არაფერს ნაკლებად უკმაყოფილებენ თავშესაფრის მოთხოვნას რადგან საფრანგეთის შესაბამისი უწყებები მათ ეუბნებათ რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.. რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტი ამბობს ასე და რა ხდება რეალურად?
ხალხნო თუ ახლა არ ამოვიღებთ ხმას ხვალ შეიძლება შენი ოჯახის წევრს მოუსპონ სიცოცხლე!
თუ დღეს არ ამოვიღებთ ხმას ვერც ვერასდროს გაიგებს საფრანგეთის შესაბამისი უწყება თუ რატომ უნდა დაუკმაყოფილონ მოთხოვნა თავშესაფარზე!
ოდესმე დავდგეთ ერთმანეთის გვერდით! დავანახოთ ერთიანი ძალა დავანახოთ რომ ეს მართლა რეალური პრობლემაა ჩვენთვის.. რომ ქალებს გვჭირდება თანადგომა!
თუ 5კაცი გამოვა აქციაზე დამიჯერეთ ეს არაფერი იქნება რადგან იფიქრებენ რომ ეს მხოლოდ 5კაცის ინტერესია და სხვას არაწუხებს ეს პრობლემა..
ნუ შეგეშინდებათ უსაბუთოებს არავინ მოვა არავინ მოგკიდებთ ხელს აქცია ჩატარდება კანონის ფარგლებში.
3 დეკემბერს 13:00საათზე“, - წერს
ასევე საინტერესოა:
🔵 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...


























