„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ქართველი ემიგრანტები ხანდაზმული ქალისთვის თავშესაფარს ეძებენ

„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში, ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი, ქართულ-იტალიური დუეტის „ლალიმბერტი“ ქართველი შემსრულებელი, ლალი ბურდული აქვეყნებს და საემიგრაციო საზოგადოებას მიმართავს:
„ნათელა აგლაძე ვარო კასპიდან. ერთი წელია ფლორენციაში dormitorio-ში ცხოვრობდა. მაგრამ იქ აღარ დავბრუნდებიო.
დღეს ჩვენთან დავაძინებთ, ხვალ ფლორენციაში მოვიყვანთ.
რუსულ ეკლესიაში ვნახეთ და მამა გიორგიმ და მატუშკა ნინამ გვთხოვეს, თუ შეიკედლებდა ვინმე და შეწირეს ამისთვის 300 ევრო. წასასვლელი არ ჰქონდა. ამბობს, რომ centro Zaffiro-ში პარასკევისთვის სამსახური შეჰპირდნენ. ხვალ ტაძარში წამოვიყვანთ. თუ ვინმე მსურველი გამოჩნდა, დაწესებულ თანხას მას გადავცემთ.
გთხოვთ გადააზიაროთ!
ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო
Chiesa russa ortodossa della Natività
Chiesa Ortodossa Russa - Firenze
Gheorghij Blatinskij“ - წერს ლალი ბურდული.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 84 წლის ნათელა აგლაძე 20 წელია რაც ემიგრაციაშია და სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგია. ნათელა აგლაძე იტალიაში 2009 წლიდან იმყოფება.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...