"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა და ინსულტის გამო მოუწია უკან დაბრუნება, მისი სურვილი იყო კონკურსზე გამოვსულვიყავი" - დოდონა ნამორაძე

ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე "ბერძნული ხმის" ფინალში გავიდა. ის ოთხ საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა.
ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.
მას ემიგრანტები განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და მართალია, გული სწყდებათ, რომ გამარჯვება სხვამ მოიპოვა, თუმცა უცხო ქვეყნის პროექტში ქართველის ამგვარი წარმატება, თუნდაც მეორე ადგილზე გასვლა, ძალიან ახარებთ.
"ჩემო მეგობრებო, ვინ ვის სჯობდა უკვე აღარაფერს ნიშნავს, გაიმარჯვა 16 წლის ბავშვმა პატარა საყვარელი გოგონაა, გთხოვთ ცუდ კომენტარებს ნუ დაუწერთ! წარმოიდგინეთ რას იგრძნობს, როცა ამას წაიკითხავს. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ", - დაწერა ფინალის შემდეგ მომღერალმა.
დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ გზას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
- ბერძნული "ვოისი" რატომ აირჩიეთ?
- ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო, საქართველოში ჩამოსვლა მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული "ვოისისთვის" კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინ ვუთხარი. ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის - ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია.
- საბერძნეთში გიცხოვრიათ?
- არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.
- პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?
- იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ... ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ.
წყარო: ამბები.ჯი
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...