„იავნანამ რა ჰქმნა" - ათენში ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ღია გაკვეთილი ჩატარდა

ათენში ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა.
ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათივე ცნობით, პედაგოგ თამარ აფციაურთან ერთად მოწაფეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა’’ განიხილეს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს საელჩო საბერძნეთში, აგრეთვე ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი თეონა ბერიძე და ათენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი ნადირაშვილი. ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში ჩადებული შრომისთვის. აღუთქვა მხარდაჭერა და მოიწვია საქართველოს საელჩოში მოახლოებული დედაენის დღის აღსანიშნავად. საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საზღვარგარეთ ემიგრანტების ახალგაზრდა თაობა. ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორმა თეონა ბერიძემ ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართული ენის შესწავლის საკითხის მნიშვნელობაზე. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებასმღვდელმსახურმა მამა გიორგი ნადირაშვილმა მიმართა და მოსწავლეებს და სტუმრებს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საფუძვლებზე ესაუბრა.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...