"ქართული შემოდგომა ათენში 2022"-ის ფარგლებში, საელჩომ საინტერესო საღამოს ვუმასპინძლეთ ათენის წიგნის ფესტივალზე" - დავით დონდუა

"14 სექტემბერს, "ქართული შემოდგომა ათენში 2022"-ის ფარგლებში, საელჩომ საინტერესო საღამოს ვუმასპინძლეთ ათენის წიგნის ფესტივალზე", - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუა სოციალურ ქსელში წერს.

"საღამო მიეძღვნა ვეფხისტყაოსანს და მის ბერძნულ თარგმანს. 

ღონისძიება გახსნა ფესტივალის დირექტორმა, ბერძენ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გრიგორის პლასტარასმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საელჩოს წიგნის ფესტივალთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

მე წავიკითხე მოხსენება - „ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა ვეფხისტყაოსანში.

საელჩოს პირველმა მდივანმა, ელინისტმა ანი უძილაურმა ისაუბრა ვეფხისტყაოსნისა და ჰომეროსის ეპოსის ტიპოლოგიურ პარალელებზე.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბერძნული თარგმანის ავტორის, ემანუილ მიტაფიდისის შვილიშვილი, გრიგორი კირიაკოსი და თარგმანის რედაქტორი, ფილოლოგი თალია კაფეძი.

მათ ვრცლად ისაუბრეს რუსთაველის გენიალურ ეპოსსა და ბერძნული თარგმანის საინტერესო ისტორიაზე.

საღამოს ესწრებოდნენ, როგორც ფესტივალის სტუმრები, ასევე საელჩოს მიერ მოწვეული ბერძენი მეგობრები და კოლეგები, საბერძნეთის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები", - აღნიშნავს დონდუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მოკვდები და ამ ულოცველს, უმახულებელ, ჩაპუტკუნებულ-გაპრანჭულს-ნაღვაწი, მარხვისგან, ღამისთევისგან დასუსტებული ადამიანის გვერდზე რომ გინდა სასუფეველში დაჯდომა, სამართლიანია ეს?" - მამა ლევანი

* „მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით“ - საბერძნეთის პრემიერი
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა