ქართველი ემიგრანტი ბერძნული მასტერ შეფის მეორე ტურში გადავიდა ( ვიდეო)

ბერძნულ ტელე ეკრანზე ქართველი ემიგრანტი, თამრიკო იგივე თამარ ღამბარაშვილი გამოჩნდა.  

თამრიკო ღამბარაშვილი ტელეკომპანია სტარის გადაცემა " მასტერ შეფში" იღებს მონაწილეობას. 

მან „მასტერ შეფის“ შესარჩევ ტურზე, ჟიურის ხინკალი მოუმზადა, რის შედეგადაც წინსაფარი დაიმსახურა და შემდეგ ტურში გადავიდა. 

გადაცემაში ქალბატონმა თამარმა საკუთარ ცხოვრებაზეც ისაუბრა, რა დროსაც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.  

როგორც მან ჟიურის უამბო, საბერძნეთში, სრულიად მარტო, ჯერ  კიდევ 16 წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ საკუთარ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს.  საქართველოში მას ჰყავს 3 შვილი და სამი შვილიშვილი. საქართველოდან წამოსვლის გადაწყვეტილება ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად მიიღო. მაშინ საკუთარი სამი შვილი დედამთილს მიაბარა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და როგორც თავად აღნიშნავს მისი შვილებისთვის ის დედაც და ბებიაც იყო. 

„ასე გაიზარდნენ ჩემი შვილები ჩემს გარეშე. დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს ალბათ არ წამოვიდოდი, რადგან ძალიან ბევრი დრო დავკარგე მათ გარეშე, ზუსტად იმის თქმაც არ შემიძლია ღირდა  თუ არა ეს ამად ?!"- ამბობს თამრიკო ღამბარაშვილი.

თამარ ღამბარაშვილი ბერძნული „მასტერ შეფის“ შემდეგ ტურში ჟიურის მხრიდან მიღებული ორი "კი"- ს შედეგად გადავიდა. მიღწეული წარმატების შესახებ მან პირველ რიგში დედას შეატყობინა. 

ასევე საინტერესოა

🔴15 მეხანძრე - მაშველი ცდილობს თამბაქოს საწყობში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას საბერძნეთში (ფოტო/ვიდეო)

🔴საბერძნეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

🔴„მრცხვენია, რომ ეს კაცი მამაჩემია“ - 46 წლის ყოფილი ძიუდოისტის მიერ ნაცემი ცოლი, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789620569

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...

ამინდი

1789591788

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევა...

ლევან მახაშვილ

1789590459

საზოგადოება

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

„მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადები...

ლევან მახაშვილი

1789589791

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი

1789588685

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით. დეპუტატი...

ლევან მახაშვილი