რა დატვირთვა აქვს საბერძნეთის ტრადიციული მარტის სამაჯურს?
გაზაფხული ახლოვდება და საბერძნეთის მოსახლეობა მალე დაიწყებს მზადებას, უძველესი ტრადიციის მიხედვით ახალი სეზონის დასახვედრად.
ბერძნები მარტის თვეს ტრადიციულად, სპეციალურად ამ თვის 1 რიცხვისთვის შექმნილი, წითელი და თეთრი ფერის ძაფებით მოქსოვილი სამაჯურებით ხვდებიან. ამ ჩვეულებას „მარტისი“ ჰქვია, ორფეროვან სამაჯურს კი „მარტაკი“.
მარტის სამაჯურებს, როგორც წესი ზამთრის ბოლო დღეს ქსოვენ და 1 მარტიდან 31 მარტამდე ატარებენ.
თეთრი ძაფი ასოცირდება მამაკაცურობასთან, სიძლიერესა და სიწმინდესთა. წითელი ძაფი კი ქალურობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ვნების სიმბოლოდ მიიჩნევა.
ამ ტრადიციის ფესვები მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან და დაკავშირებულია ელევსინურ მისტერიებთან.
გადმოცემის თანახმად, ნაყოფიერების ქალღმერთის დემეტრესა და პერსეფონესადმი მიძღვნილ საკულტო დღესასწაულზე, ხალხი სპეციალური ძაფისგან მოქსოვილ სამაჯურს მარჯვენა ხელსა და მარცხენა ფეხზე იკეთებდნენ.
ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ამ სამაჯურებს, შეეძლო მათი დაცვა სხვადასხვა დაავადებებისგან და პირველი გაზაფხულის "ცბიერი" მზისგან.
ასევე ცნობილია, რომ დედები "მარტისი" სამაჯურს ქსოვდნენ, შვილებისთვის მათ სჯეროდათ, რომ ის იცავდა ბავშვის კანს გაზაფხულის პირველი მზისგან. ხოლო როდესაც თვე დასრულდება, ბავშვები იხსნიდნენ მას და აყვავებული ხის ტოტზე ან ვარდებზე ტოვებენ, რათა მერცხლებს აეღოთ იგი და გამოეყენებინათ ბუდის შექმნაში.
მარტის სამაჯურები საბერძნეთში დღემდე ძალიან აქტუალურია. თებერვლის ბოლოს ასეთ სამაჯურებს შეხვდებით თითქმის ყველა მაღაზიაში, სხვადასხვა დიზაინით და მძივებით გაფორმებულს. როგორც წესი მას 1 მარტს იკეთებენ, თვის ბოლოს კი აუცილებლად იხსნიან და არ ინახავენ. ზოგი სამაჯურს აყვავებული ხის ტოტზე ტოვებს, ზოგი კი ვარდის ბუჩქებზე.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის სადაც ეს ულამაზესი ტრადიცია არსებობს. ის დამკვიდრებულია ასევე ბულგარეთში , ჩრდილოეთ, მაკედონიაში, ალბანეთში მოლდოვაში ხოლო რუმინეთში კი მარტის თვეში პატარა ქინძისთავს იკეთებენ რომელსაც Martisor_ს უწოდებენ.
ასევე საინტერესოა
1716203986
საზოგადოება„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე
საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...
1716200294
საზოგადოებაზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც 2 ძმა გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამ...
1716196850
სოციალური მედიამაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ნუცა მახვილაძის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს. „ჩვენი ბოლო ზარი“,- წერს მაია ასათიანი. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრა...
1716196540
საქართველონაძალადევში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები - „4 პირს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა“
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებები...
1716193368
ახალი ამბებისაქართველოში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა - საქსტატი
2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ, სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ...