საბერძნეთში მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია

საბერძნეთში მომხდარ მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფას, რომელმაც ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საპროტესტო გამოსვლები და რკინიგზელთა გაფიცვა მოჰყვა.

რკინიგზელთა პროფკავშირის განცხადებით, უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, რის შესახებაც წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ სარკინიგზო კომპანიას და მთავრობას და ტრაგიკული შედეგი სწორედ მათ უმოქმედობას მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, რკინიგზელებმა 2 მარტს, დილიდან გამოაცხადეს 24-საათიანი გაფიცვა.

აქციები გაიმართა ათენში, სალონიკსა და ლარისაში. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საბერძნეთის მთავრობის პოზიციას, რომ ტრაგედია მხოლოდ "ადამიანური შეცდომის" შედეგი იყო.

გასულ ღამით ათენში, სარკინიგზო კომპანია Hellenic Train-ის ოფისთან, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, მათ კი ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ღამით, საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი.
დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებლები ერთმანეთის პირისპირ, ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ.
გაუფრთხილებლობით მკვლელობის და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლებით ბრალი წაუყენეს ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსს, რომელიც მატარებლების მოძრაობას მართავდა. ის დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი.

ამავე თემაზე:

* საბერძნეთში გლოვა გამოცხადდა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი

1711518480

ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩო: გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! ყოჩაღ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება. „გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! გილოცავთ საქართველო! ყოჩაღ“, - წერს ბრიტანეთის საელჩო. საქ...

ზოგადი

1711515372

სპორტი

ერის გამაერთიანებელი გამარჯვება-საქართველო Euro 2024-ზე ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. დაძაბული მატჩ...

Nakrebi

1711452720

ახალი ამბები

კალაძე: ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველად

რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშ...

კახა კალაძე

1711448938

ახალი ამბები

მოსწავლემ „წიწაკის სპრეი“ გაუშვა - მოსწავლეების ნაწილი სკოლიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გა...

ოზურგეთი