თესალონიკის საქართველოს საკონსულო, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მსურველთათვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს
თესალონიკის მერიაში ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას თესალონიკის, საქართველოს გენერალური საკონსულო ავრცელებს.
"თესალონიკის მერიის ინიციატივით, უკრაინის საკონსულოსთან და „მსოფლიო ფარმაცევტებთან“ თანამშრომლობით, თესალონიკის მერიის ფოიეში ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო" - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში და მითითებულია ჰუმანიტარული დახმარებისათვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი და მისამართი თუ სად უნდა ჩააბარონ დახმარების მსურველებმა ისინი.
ჰუმანიტარული დახმარების საგნებია:
🔹მედიკამენტები (გამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ბინტი, პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთები, სპირტი, ფიზიოლოგიური ხსნარები და სხვა);
🔹 თბილი ტანსაცმელი ბავშვებსა და უფროსებისათვის;
🔹 საბნები და გადასაფარებლები;
🔹 ბავშვის მოვლის საგნები (პამპერსები და სხვა);
🔹 ბავშვის საკვები და რძე;
🔹პირადი ჰიგიენის საგნები;
🔹 გრძელვადიანი საკვები და რძე;
🔹 კონსერვები;
🔹 ბურღულეული და სუხარი;
მითითებულ მისამართზე ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში შეუძლია ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა.
ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ თესალონიკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამოქალაქო დაცვის საკითხებში პასუხისმგებელ პირს ვასილის მოისიდისს , ტელ: +30 6955511547, +30 2313317155
მისამართი: ვასილეოს გეორგიუს გამზირი N 1 A ‘ , საფოსტო ინდექსი: 54636
ასევე საინტერესოა
🔵მედია: ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“
🔵საბერძნეთი უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებას და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































