11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ზოგჯერ მეტისმეტად ენერგიული და ხალისიანი ადამიანები გიზიდავთ. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და თუ შესაძლებელია, გამოასწოროთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს, რადგან მოღალატეები არასოდეს იცვლებიან. თავს გაუფრთხილდით და აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

კურო

ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილების მიღებას, რადგან შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ. მოგზაურობაზე ოცნება ცოტა ხნით უნდა დავიწყოთ. ეს დღეები განმარტოებით, საკუთარ ფიქრებთან ერთად გაატარეთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ნუ ეცდებით შეინარჩუნოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ და ჩვევის გამოო ვერ ელევით.

ტყუპები

ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ, დღის განმავლობაში მეტი დაისვენოთ, ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ და ძალები აღიდგინოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შესაძლოა ვერ შეასრულოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ და დაგროვილი პრობლემები და ოჯახის ბიუჯეტი განიხილოთ. არ ინერვიულოთ მეგობრებთან შესაძლო კონფლიქტის გამო, საბოლოოდ დაზავდებით და თქვენი შეხვედრა გულწრფელ ატმოსფეროში წარიმართება. ისწავლეეთ, რომ პრობლემას მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან არ უნდა უყუროთ. ასეთ დროს ორივე მხარე დამნაშავეა და პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეთ.

ლომი

დილას ზედმეტ პრაქტიკულობას და რაციონალიზმს უნდა მოერიდოთ, რადგან გარშემომყოფებმა შეიძლება არასწორად გაიგონ. ეცადეთ მოდუნდეთ, რადგან დასვენებული გონება გამოსავალს უფრო სწრაფად პოულობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ყურადღებით იყავით - ამ დღეს თქვენი მტრები განსაკუთრებით აქტიურობენ და შეეცდებიან, თქვენი ავტორიტეტი და განწყობა დაანგრიონ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ფლირტისა და ხანმოკლე რომანებისთვის. ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს ადვილად მოხიბლავთ. თქვენი სიკეთე, კეთილშობილება, პიროვნული ხიბლი და იუმორის გრძნობა ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან აგრესიულ ადამიანებს შეხვდეთ.

სასწორი

ამ დღეს სასწორები შეძლებთ, თქვენი ხანგრძლივი შრომის ნაყოფი მიიღოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უმნიშვნელო კამათმა დიდი კონფლიქტი და უსიამოვნება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ოჯახის და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, პრობლემებს უმოკლეს დროში გაუმკლავდეთ და საუკეთესო შედეგი დადოთ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ნუ გამოიჩენთ სამსახურში ინიციატივას და ნუ ეცდებით იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ, თორემ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ამ დღეს ბევრი დაბრკოლება გელით. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტებს, რომელთა ყიდვაც გსურთ. დროა, გათავისუფლდეთ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

თხის რქა

ამ დღეს ხმაურიან თავყრილობებს უნდა მოერიდოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად მყუდრო ადგილზე განმარტოვდეთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ვინც კარგად არ გიცნობთ, შეიძლება ზედაპირულ და არასერიოზულ ადამიანად მოეჩვენოთ, თუმცა მალე აზრს შეიცვლის. ეცადეთ, საკუთარ ღირებულებებს უფრო სერიოზულად მოეკიდოთ. ახალი ნაცნობი ძალიან დაგეხმარებათ. გირჩევთ, სახლის დიზაინისთვის წვრილმანი აქსესუარები შეიძინოთ, რომელთა გარეშე მყუდრო ატმოსფეროს შექმნა შეუძლებელია.

თევზები

თუ კარგად დაგეგმავთ, მივლინება შესანიშნავად ჩაივლის. შეიძლება დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ - მათი მხარდაჭერა სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. სასურველია შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, რათა ახალი პრობლემები არ შეიქმნათ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719065549

სოციალური მედია

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც პირველ ტაიმში 8 ბურთი მოიგერია.  „ამ ტაიმს მაინც ერთი სახე...

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

1719064527

მსოფლიო

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე გოლია. პირველი გოლი ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს გაუტანა.  პირველი ტაიმი - 1:0 დასრულდა. შეხვედრა „ვოლკსპარკშტადი...

გიორგი მიქაუტაძე

1719058699

სპორტი

ცნობილია, ვინ შეუტევს ჩეხებს - სანიოლმა ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. დღეს 22 ივნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.  ვილი სა­ნი­...

ზოგადი

1719057692

სპორტი

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი: „საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ – შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია. „თურქეთთან საქართველოს შეხვედრ...

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი

1719055156

სპორტი

ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ძალოსანმა ჯუმბერ ბეკოშვილმა სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) ა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპ...

ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!