14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - შესანიშნავი დღეა პურის გამოსაცხობად
მთვარის მე-13 დღე 14.01-ის 14:48 საათიდან 15.01-ის 15:29 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: ლომის 25-ე და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა “სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება: იმედი.
სახელწოდება: ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიკური ზეგავლენა: მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა. კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა: კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ჴ ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია: მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში 13.01-ის 7:07 საათიდან 15.01-ის 20:11 საათამდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები. კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: მერკური გადადის რეტროგრადულ მოძრაობაზე 14 იანვრის დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16 საათზე. უკვე რამდენიმე დღეა შენელდა და კრიტიკულად მოქმედებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, 17 და 18 იანვრამდე. კრიტიკულად იმოქმედებს მოლაპარაკებებზე, ზოგადად ჯანმრთელობას და უფრო მეტად ფსიქიკაზე. შევეცადოთ, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს. ასევე, სახეზე იქნება ამინდის მკვეთრი ცვლილებები მსოფლიოს მრავალ რეგიონში.
14 იანვარი სუსტად დადებითი დღე იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...































