16 მაისის მთვარის დაბნელება და მოსალოდნელი ცვლილებები

,,მთვარის დაბნელება - მოსალოდნელი ცვლილებები“

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

ამ სტატიაში კი შევეხებით, ამჯერად, 16 მაისის მთვარის დაბნელების ტენდენციებს და მთლიან პროცესს, თუ რა სახის ცვლილებები და ტრანზიტული პერიოდია, როგორ შეიძლება მისი მართვა და გააზრება.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 16 მაისს გვექნება მთვარის დაბნელება.

დაბნელება დაიწყება თბილისის (საქართველოს) დროით დილის 07:29 საათზე, ხოლო პიკი გვექნება 08:11 საათზე, დასასრული კი გვექნება 08:53 საათზე.

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ დაბნელებას ემთხვევა სასვემთვარე, ხოლო სავსემთვარეობის პიკი გვექნება 08:14 საათზე. ამიტომაც, ესაა მეტად ხანგრძლივი და შორი პროცესი,

ტყუილად არ ვამბობთ, რომ ერთი დაბნელებიდან მეორე დაბნელებამდე უნდა ინახოს ტრანზიტულ რუკაში, თუ რა სახის კონფიგურაციებია შეკრული, რათა გავიგოთ რა ხდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.  

განსხვავებით მზისგან, მთვარე ყოველთვის გვიჩვენებს ადამიანის ქვეცნობიერ ბუნებას. ესაა ინსტინქტები, ოჯახი, პატრიოტული თვისებები, დედობრივი (მშობლის ფუნქცია), მზრუნველობითი ნიშნები. როგორ ესმის საერთოდ ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები.

აგრეთვე, მთვარის დაბნელების დროს, აქ სრულდება უკვე საბოლოოდ ჩვენი საქმეები. თუ მზის დაბნელება გვიჩვენებს რაღაც ახლის დასაწყისს, ღამის მანათობლის შემთხვევაში, პირიქით, ვიღებთ უკვე საბოლოო რეზულტატს და იმ შედეგებს, რაც დავიმსახურეთ. ერთგვარი შედეგების მომკის დროდაცააა ნახსენები.
16 მაისს კი იგი ხვდება მორიელის (ღიანკალის) ზოდიაქოს ნიშანში. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მზე-მთვარის ციკლებისგან განსხვავებით, ეს დაბნელება მეტად მძაფრი და შესამჩნევი იქნება, რადგანაც ემთხვევა ის რეტრგრადულ მერკურის და + აღსანიშინავია კიდევ ერთი მომენტი, როცა საქმეში ჩართულია ტრანსორმაციის მომცემი პლანეტა სატურნი. მთვარის პიკის დროს სატურნთან 0 გრადუსიანი ზუსტი კვადრატურა ექნება.  

მაისის მთვარის დაბნელება მორიელში ასევე კარგად არის მორგებული მარსის და ნეპტუნის პლანეტებზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაბედულად და მებრძოლი სულისკვეთებით შეხვდეთ ნებისმიერ უბედურებას. აღნიშნული პროცესი მიუთითებს სულიერ ომზე, მაგრამ ასევე მორალურ გამარჯვებაზე ბოროტებასთან ბრძოლაში.  

მთვარე 25°17′ მორიელს აქვს როგორც დადებითი, ასევე რთული გავლენა. სატურნის წითელი კვადრატის ასპექტი ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია. მიუხედავად ამისა, ორ პლანეტას, მარსსა და ნეპტუნს აქვს ჰარმონიული ასპექტიაცია. დადებით და უარყოფით გავლენას შორის იმავე კონტრასტი გვხვდება ფიქსირებულ ვარსკვლავებთან. მთვარე არის იღბლიანი და მეგობრული ფიქსირებული ვარსკვლავ ,,აგენის შეერთებასთან“, ხოლო მზე არის სამოთხის ყველაზე საშიშ ვარსკვლავ ,,ალგოლთან.’’

მძიმე კვადრატურამ პლანეტა სატურნზე შეიძლება მოიტანოს ტანჯვის მომენტები, ასევე სიდუხჭირე და სირთულეები. არაა გამორიცხული იყოს დაგვიანებები, კრიტიკა, განცალკევება, დაკარგვა და მწუხარება.  

შესაძლებელია დამატებითი პასუხისმგებლობები და ზეწოლა უფროსების მხრიდან. ხასიათის ასეთმა ტესტებმა შეიძლება გაგრძნობინოთ იმედგაცრუება. ასევე ამოატივტივოს პესიმისტური განწყობა, დამნაშავეობა, სევდიანობა და მარტოსულობა. ეს შემზღუდველი და დამთრგუნველი გავლენა მოითხოვს შრომას, მოთმინებას, მონდომებას და ემოციურ სიმწიფეს.  

თუ თავს აარიდებთ თქვენს პასუხისმგებლობებს, მხოლოდ უფრო მეტ დანაშაულს, შიშს, სიმწარეს და საკუთარი თავის სინანულს იგრძნობთ, მაშინ ასე წინ ვერ წახვალთ, ეს დაემსგავსება ერთგვარ კათარზისს, რაც ცუდი სულაც არაა, თუმცა სატურნთან გახსოვდეთ, რომ მთავარია საქმე და მეტი პრაქტიკა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.  
ნუ დაგვავიწყდება რომ საქმეში საკმაოდ პოზიტიურადაა შემოსული პლანეტა მარსი.  

იძლევა გამბედაობას, ინიციატივას და ინსტინქტებს, რომ იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის და აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა. დამატებითი თავდაჯერებულობა და ემოციური ძალა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სატურნის ნებისმიერ გამოწვევას ან ურთიერთობას და თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და სევდა. კაცობრიობას შეეძლება იყოს უფრო თავდაჯერებული და შემტევი. ეხება ეს უშუალოდ თქვენს ურთიერთობებესაც, რათა თავიდან აიცილოთ გამოყენება ან შეურაცხყოფა.  

უბრალოდ, რადგან აქ გვხვდება პარალელურად სოციალური პლანეტა სატურნის მძიმე ასპექტაცია, გვსურს თუ არ გვსურს, ამას მოაქვს მარსიანულ სისწრაფეზე მუხრუჭი, რაც ზოგჯერ მეტად არასასიამოვნო, თუმცა აუცილებელიცაა.

ნეპტუნთან შესანინშავი ტრიგონი კი ადამიანებს მისცემს მეტ ფანტაზიის და წარმოსახვის უნარს, არაა გამორიცხული, რომ ბევრის ჯანმრთელობა ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა ეტაპობრივად დასტაბულურდეს, ნურც ის გაგვიკვირდება თუკი ბევრ საქველმოქმედო პროექტებს ჩაეყრება საფუძველი და ასარეზზე ამ მხრივ ბევრი ახალი კადრი გამოჩნდება.  

ფიქსირებული ვარსკვლავებიდან მთვარე შეერთებაშია ,,აგენასთან“. ეს ვარსკვლავი ანიჭებს ხალხს თანამდებობას, სტატუსს, მეგობრულ ბუნებას, ზნეობას, პატივისცემას და ჯანმრთელობას.  

რომ შევკრათ ახლა კონკრეტული მოვლენებიდან გამომდინარე, თუ რა ხდება და დამატებით როგორ შეიძლება ვმართოთ დაბნელების ტენდენციები, კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ:

პერიოდი კარგი და დადებითია ძველი საქმეების დასრულებისთვის, ასევე ერთ დროს მივიწყებული პოექტების, გეგმების, სასამართლო პროცესების თუ ხანგრძლივი თემების საბოლოო განაჩენისთვის.  

რადგან გვაქვს, ჯერ კიდევ, რეტროგრადული მერკური, თხოვნა მექნება, რომ ახალ საქმეებს ნუ შეეჭიდებით, თორემ მარსიანული ენერგიით ასეთი სწრაფვა აუცილებლად მოიტანს აღმართულ კედლებს და შეიძლება მძიმე შეჯახებებიც ვიხილოთ.  

ეს ეხებათ უკვე ქვეყნებსაც და მათ ურთიერთობებსაც. არაა გამორიცხული, რომ ვნახოთ ახალი კონფლიქტები და დაძაბულობის კერები, რომელიც დროში იქნება გაწელილი და სწორად ამ დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო მოხდება სატურნისეული ტრანსფორმაციების მთელი კასკადი.  

ამ და ასეთ დროს არ ივარგებს არანაირად აჩქარება, რადგანაც თითოეული ფეხის ნაბიჯზე ზუსტად უნდა გაიზომოს ჩაფიქრებული გეგმა, რათა ეს უკანასკნელი როგორმე მივიდეს ბოლომდე.

მე პირადად, ნამდვილად არ გამოვრიცხავ ახალ დაძაბულობებს და სხვა ქვეყნების უფრო დაუფიქრებელ ნაბიჯებს მთლიან მსოფლიო ასპარეზზე.

ვიცი დასვამთ კითხვას ომზე: ამიტომ მოგახსენებთ მოკლედ.

ჩათვალეთ, რომ ომის დამთავრებამ გადაიწია მომდევნო მზე-მთვარის დაბნელებამდე, ამას მე ჯერ კიდევ თებერვალში ვიძახდი რომ მაისი იქნებოდა საბოლოო ფარდის ჩამომხსნელი, ანუ ან მაისში დამთავრდებოდა ან გაიწელებოდა ისევ მომდევნო დაბნელების თარიღებამდე. რადგანაც ასეთი გრძელი პროცესია, ვხედავთ კიდეც რომ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.

რაც შეეხებათ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ შესაბამის პერიოდებს 16 მაისიდან:  

ვერძი - მაისის სავსემთვარეობამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა და ჭეშმარიტად მოდუნებისა და ურთიერთობებში ჰარმონიის პოვნის უუნარობა. მზარდმა სტრესმა და დაძაბულობამ შეიძლება გაგრძნობინოთ შფოთვა, დაუცველობა და გაურკვევლობა. თქვენი ქცევის ადაპტაციის, კომპრომისის და ადაპტაციის სწავლა აღადგენს ემოციურ წონასწორობას და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კრიზისი.

კურო - მოგიწევთ მხოლოდ თანამშრომლობა და მეგობრული გარემოს შენარჩუნება, რაც რიგ მომენტებში, შეიძლება რთულიც ჩანდეს. მომართული ხართ წარმატების მიღწევისკენ და ისწრაფვით მაღალი იდეალებისკენ, თუმცა შეიძლება ზოგჯერ საპირისპირო მიმართულებებიც ჩნდებოდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც ართულებს იღბიანობის პროცესს.

ტყუპები - ეს დაბნელება მარტივი ნამდვილად არ იქნება, პირველ რიგში, ყურადღება გმართებთ თქვენი ხასიათის შტრიხებთან. ასევე, არაა გამორიცხული, რომ გადახედოთ თქვენს ურთიერთობებსაც, გჭირდებათ მეტი ბალანსი და დასვენება, ძალების აღდგენა, კავშირებში მეტი კომპრომისი. სიტუაცია თვის ბოლოსკენ უფრო დალაგდება.

კირჩხიბი - მაისის სავსე მთვარეს მოაქვს თავდაჯერებულობა და შინაგანი წონასწორობა. ეს გეხმარებათ დაისვენოთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ. ყველა ურთიერთობა უფრო ჰარმონიული უნდა იყოს და ეს შესანიშნავი დროა ინტიმური ურთიერთობებისთვის. ასევე კარგი დროა საჯაროდ საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის.

ლომი - ზედაპირზე ამოდის ურთიერთობის ნებისმიერი დაძაბულობა. რაიმე სახის გაღიზიანებამ შეიძლება შეგაწუხოთ მანამ, სანამ არ აიძულებთ თავს გადადგათ ნაბიჯები. დააბალანსეთ ემოციები პარტნიორების, ოჯახის წევრების და ახლო მეგობრების განწყობისადმი. მეტ-ნაკლებად მგრძნობიარობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ემოციური დრამები ან კონფლიქტები.

ქალწული - კარგი დროა საქმეების მოგვარებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების დალაგების და ურთიერთობებში წონასწორობის შენარჩუნებისთვის, ნუ იქნებით ზოგჯერ ზომაზე მეტად კრიტიკულნი, რამაც შეიძლება დაძაბოს გარემოსთან კონტაქტი. მიჰყევით ყოველდღიურ ცხოვრებას ან ძველ საქმეებს, კარგი დროა დასრულებისთვის.

სასწორი - ახალი თავგადასავლების ან საიდუმლოების გაგების დროდაც კი შეიძლება ჩაითვალოს ან უბრალოდ ახალი ინფორმაციების მიღების პერიოდადაც. არაა გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს უსაფრთხოების მიღების ნორმებიც. რაც უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობთ თავს, მით უკეთესი, ისაუბრეთ მოზომილად და მშვიდად. კარგი დროა მეგობრებთან და ახლობლებთან მოგზაურობის ან უბრალოდ რელაქსისთვის.

ღრიანკალი - მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეიძლება შეეხოს ბევრ თქვენგანს, როგორც პირად - ინტიმურ ურთიერთობებში, აგრეთვე, საქმეებშიც, ამ პერიოდებს გაუფრთხილდით, არ გადაიღალოთ, დაზოგეთ თქვენი ენერგია, ასევე წონასწორობა მართებს ნერვულ სისტემას და თქვენს შინაგან სამყაროს. განვმეორდები: ბევრისთვის ერთგვარი „გასაკერხერებელი“ დროა.

მშვილდოსანი - ახალი ინფორმაციების, გარემოსთან ადაპტაციის, ძველ საქმიანობასთან მიბრუნების ან სულაც სულიერი სამყაროს ძიების დროდაც კი შეიძლება ჩაითვალოს, მიაქციეთ ყურადღება თითოეულ თქვენს სიტყვას და წინადადებას. არაა გამორიცხული საინტერესო აღმოჩენებიც გქონდეთ.

თხის რქა - თქვენი შეუპოვრობა და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება მოგემხარებათ გადალახოთ ბევრი პრობლემა, რაოდენ რთულადაც არ უნდა ჩანდეს. ნუ იჩქარებთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენთვის პირადულ კავშირებსაც, მოვუსმინოთ მოპირდაპირე მხარესაც, ამ კრიტიკულ პერიოდშიც შეიძლება სიმშვიდის შენარჩუნება და დადებით მომავალზე ფიქრი.

მერწყული - მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჩანაფიქრებს, ასევე კარგი დროა ძველი სიტუაციების - პროექტების, იდეების მიბრუნება - მოგვარებასთან. სირთულეები ზოგ შემთხვევაში დაგვხდებათ, მაგრამ გადალახავთ, დაუთმეთ დრო პირადსაც, მოთმინებით, მეტი მიზანდასახულობით და პატივისცემით შეძელით ან არსებულის დასრულება ან მშვიდობიანად გაგრძელება.

თევზები - არაჩვეულებრივი დროა ახალი თავგადასავლების, პირადი კავშირების და რელაქსისთვის. სულიერი სამყაროს მნიშვნელობა თქვენთან იზრდება, შეგიძლიათ რომ დაისვენოთ ან უბრალოდ იმ გეგმებსაც ჩაუყაროთ საფუძველი, რაც გაქვთ, არაა გამორიცხული თუკი ეს ბევრ თქვენგანს აღიარებასაც მოუტანს. მაგრამ იცოდეთ, გეგმაზომიერად გათვალეთ ყველაფერი და სათანადოდ იმოქმედეთ, მიაქციეთ თანხებს ასევე ყურადღება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ნახეთ, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგ „Her Mit“-ის რჩევები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი