16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად საუბრობთ, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი თანამოაზრედ აქციოთ. მერე რა, თუ ზოგჯერ ფაქტების გადაჭარბება და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა გიყვართ? თქვენი იდეები მაინც ბევრისთვის საინტერესოა.
კურო
ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ჯერჯერობით ახალი იდეების განხორციელებისთვის მზად არ ხართ, მაგრამ მალე ამის დროც მოვა.
ტყუპები
ტყუპების დღე ემოციებით სავსეა! შეგიძლიათ ხუთწუთიანი ინტერვალებით იცინოთ ან იტიროთ. თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ძლიერი ემოციები შეიძლება თქვენი იარაღი გახდეს, რაც დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს ფინანსურ საკითხებში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ზოგი საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ. თუ არ გსურთ, რომ თქვენი საფულე და ავტორიტეტი დაზარალდეს, ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელიც კარგად არ იცით. თუ საჭიროა, პროფესიონალებისთვის რჩევის კითხვა არ მოგერიდოთ.
ლომი
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ - შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ და შეცდეთ. ამიტომ ერთი-ორი დღე დაიცადეთ. სხვა მხრივ კი შესანიშნავი დღეა და სირთულეებს არ უნდა ელოდოთ.
ქალწული
ამ დღეს პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, რათა კოლეგებმა ან ახლობელმა ადამიანებმა თავიანთი ვალდებულებები თქვენ არ გადმოგილოცონ. ისწავლეთ „არა“-ს თქმა და მოიმარაგეთ თავაზიანი უარის ვარიანტები.
სასწორები
ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ. შესაძლოა, მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად გაიაზროთ - შესაძლოა, თქვენმა გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალოს.
მორიელი
შეიძლება, ვიღაცისთვის პროფესიულ საკითხებში საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება მოგიწიოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ საჭირო ცოდნა და უნარები გაგაჩნიათ, ამიტომ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები სულიერ ჰარმონიას გპირდებიან. ეს განწყობა აისახება ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი საკითხი სრულიად მოულოდნელად, თავისთავად მოგვარდეს. ურთიერთობის დამყარება არ გიჭირთ - თქვენი პიროვნული თვისებები ყველას მოხიბლავს.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. არ არის გამორიცხული, რომ გვერდით მყოფმა ადამიანმა თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს ან, უბრალოდ, მოგატყუოთ. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ორმაგი სიფხიზლის გამოჩენა დაგჭირდებათ. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც ვიღაც თქვენს ჩართვას ცდილობს.
მერწყული
ჰოროსკოპი მერწყულს სიყვარულით სავსე დღეს ჰპირდება! საკმარისია ვიღაცის ერთი ღიმილი, მზერა და მინიშნება, რომ ბედნიერების მეცხრე ცაზე აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ დღემ მარტოხელა მერწყულს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოს. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ეს დღე ერთად გაატაროთ.
თევზები
მოერიდეთ ახალი პროექტის დაწყებას, რადგან შედეგი შეიძლება თქვენთვის არასასურველი იყოს. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, მეგობრებთან ერთად გართობისა და შოპინგისთვის. მოკლედ, აკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს სულს და გონებას ესიამოვნება. ამ დღეს მძიმე და შრომატევადი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ.
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































