27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვისთვის არის აღნიშნული პერიოდი დადებითი და ზომიერად წარმატებული
მთვარის 27-ე დღე მოქმედებს 27 მაისს
სიმბოლური შესატყვისები: მერწყულის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება: ძიება.
სახელწოდება: სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში. სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიკური ზეგავლენა: საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა: ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27-ე დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ “გაცხრილონ” მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე: თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მთვარე იმყოფება ,,კუროს '' ზოდიაქოში 27.05-ის 10:22 სთ.დან 29.05-ის 21:22 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლაქლწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თევზების ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: 27 მაისი სუსტად დადებითი დღე იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1784650431
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყა...
1784648598
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. „ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმ...
1784648012
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...
1784646716
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპა...
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...































