28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ დღეს ეცადეთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სიკეთის მომცემი მზის დღეა
მთვარის 28-ე დღე მოქმედებს 28 მაისს
სიმბოლური შესატყვისები: მზე. მერწყულის 25-ე და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო: ლოტოსი.
მოქმედება: წყალობა.
სახელწოდება: ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება. ეს “მიწიერი” საქმეების დღეა.
მისტიკური ზეგავლენა: საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა: ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით: რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლოებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია: იდეალები, სანთელი.
მთვარე იმყოფება ,,კუროს '' ზოდიაქოში 27.05-ის 10:22 სთ.დან 29.05-ის 21:22 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: 28 მაისი სუსტად დადებითი დღეა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლა. ასევე მოიმატებს 17-18 საათთან ახლოს, ავტო და სხვა სხვა სახის ავარიების სტატისტიკის მომატება.
ავტორი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1784534944
საზოგადოებაკახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შ...
1784534914
საზოგადოებაკახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს
ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებე...
1784534317
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯან...
1784534142
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიო...
1784533255
საზოგადოებაქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები შეამოწმეს. ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრა...


























