5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ვარსკვლავები ისევ გამოცდას გიმზადებენ. ემოციური არასტაბილურობის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურსა და სახლში. გირჩევთ, კომერციულ საკითხებში ნაკლებად იაქტიუროთ - ამჟამად საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება გიჭირთ და შეიძლება, უიმედო პროექტებში ჩაერთოთ. ყველა მცდელობის მიუხედავად, დაბრკოლებების გადალახვა გაგიჭირდებათ.

კურო

წონასწორობის, ჰარმონიისა და სამართლიანობის დღეა. ხელსაყრელი დროა სარისკო ბიზნეს-ოპერაციების ჩასატარებლად, თუმცა დიდი ფინანსური წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. უახლოეს გარემოცვაში მოსალოდნელია ცვლილებები - ახალი ადამიანების გამოჩენა საშუალებას მოგცემთ, ახალ პროექტებში მონაწილეობა მიიღოთ. ეცადეთ, საღამო თქვენს აზრებთან ერთად, ჩუმად და მარტოობაში გაატაროთ. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რათა დაგროვილ საქმეებს და გადაუჭრელ პრობლემებს გაუმკლავდეთ.

ტყუპები

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, ტყუპები მამაკაცებისთვის. უარი თქვით უარყოფით ემოციებსა ან ფიზიკურ დატვირთვაზე. არახელსაყრელი დროა სარისკო ბიზნეს-ოპერაციებისთვის. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

კირჩხიბი

ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც წარსულში დაბრუნება. შესაძლებელია, რომ ამ დღეს საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენა მოგინდეთ. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რათა დაწყებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ. ეცადეთ, მოძებნოთ კომპრომისი სასურველსა და სავალდებულოს შორის.

ლომი

ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ. არახელსაყრელი დღეა კომერციულ საქმეებში აქტიურობისთვის, რადგან საკუთარი შესაძლებლობების ფხიზლად შეფასება გიჭირთ. დიდი მონდომების მიუხედავად, ამ დღის ყველა გამოწვევასთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან მეგობრებთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალწული

რთული დღეა. სახლშიც და სამსახურში არასტაბილურობა გელით. მოსალოდნელია განწყობის უეცარი შეცვლა, მტანჯველი სიზმრები ან თავის ტკივილი. ეცადეთ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ცარიელ პროექტებს არ გამოედევნოთ. სასურველია კომერციულ საკითხებში ნაკლებად იაქტიუროთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. სამსახურსა და სახლში მოსალოდნელია არასტაბილურობა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ილუზიებს არ გამოედევნოთ. ერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს და მათთვის საკუთარი აზრების თავზე მოხვევას. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია განწყობის უეცარი და მოულოდნელი შეცვლა ან თავის ტკივილი.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უხეში შეცდომები და არასწორი გამოთვლები, ამიტომ ნებისმიერ საქმეში გაორმაგებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, სანამ საყოფაცხოვრებო პრობლემებს არ გაუმკლავდებით. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოიტანს, ამიტომ ეცადეთ, სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ადამიანებს, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, დიდი მნიშვნელობა ექნებათ თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსანი მამაკაცები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ - ახალ მთვარეზე მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. არახელსაყრელი დროა სარისკო საქმეებისა და კომერციული გარიგებისთვის. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რომ ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემები მოაგვაროთ.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში არასტაბილურობამ შეიძლება, გაღიზიანება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობის მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილება, რაც ცილისწამებასთან და არაკეთილმოსურნეების ინტრიგებთან ასოცირდება. გირჩევთ, თქვენი გარემოცვა კარგად შეათვალიეროთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები გელით. უარი თქვით ყოველგვარ აქტიურობაზე და ინიციატივას ნუ გამოიჩენთ. სიტუაციისა და გარშემო მყოფი ადამიანების ობიექტური შეფასება და საღი აზრი შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლაში დაგეხმარებათ.

თევზები

პასიური დღეა. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოიტანს, ამიტომ უმჯობესია სხვა დროისთვის გადაიტანოთ. გირჩევთ საქმიან და ფასიან ქაღალდებთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. ემოციური ცხოვრება შეიძლება არასტაბილური იყოს. იზრდება გარშემო მყოფთა მიმართ გაუცხოება და ეჭვიანობა.

 

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715604490

საზოგადოება

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დრ...

ზოგადი

1715546829

ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ...

იანავრი

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე