7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას - ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. თავშეკავება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, დღის ბოლომდე ძალა და ნერვები არ მიგყვებათ. სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება და რაიმე სახის ინტელექტუალური საქმიანობა.
კურო
თეატრალური წარმოდგენის ან გამოფენის ნახვა და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება საშუალებას მოგცემთ, გონებრივი წონასწორობა აღიდგინოთ და პრობლემებისგან დაისვენოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა - თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, დიდი დანაკარგი იქნება.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ შეხედულებების შეცვლა გაიძულოთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაგანახვოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ. შეეცადეთ, სტრესი ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში სეირნობით მოიხსნათ.
კირჩხიბი
ოცნებებმა და ფანტაზიებმა შესაძლოა საინტერესო, პერსპექტიულ იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით წარმატებით განახორციელებთ. ასევე, თქვენი ორიგინალურობა ახალ ადამიანებს მიიზიდავს, რაც ურთიერთობას სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.
ლომი
შეგიძლიათ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და 7 სექტემბერი ისე გაატაროთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. ღია ცის ქვეშ ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
ქალწული
საიდუმლოს, რომელიც დიდხანს გაწვალებთ, ამ დღეს ნათელი მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. თუ საინტერესო გეგმა ან უჩვეულო პროექტი გაქვთ, მშვენიერი დღეა მის განსახორციელებლად. ოჯახის ან მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/7-sektembris-astrologiuri-prognozi-4372
1728991998
სპორტი„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე
„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...
1728990630
სოციალური მედია„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე“ - კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა მელია ავრცელებს და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება. „გვაქვს უმძიმესი დღეები,...
1728988114
საზოგადოებალევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც იანვარში შედგა, ყველა აალაპარაკა. ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია. ოჯახმა, რომელიც...
1728984125
ახალი ამბებისამოქალაქო აქტივისტი გურამ აბულაძე გარდაიცვალა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე გურამ აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. „გიგა.... ასეთი ნიჭიერი, მიზანდა...
1728980590
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი,...