„ახლა დგება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ეტაპი“ - აპრილის ახალმთვარეობა და მიმდინარე ტენდენციები, ეზოთერიკოს გიორგი ლობჯანიძისგან
,,აპრილის ახალმთვარეობა და მიმდინარე ტენდენციები“
სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე
აპრილის პირველივე რიცხვიდან ასტროლოგიური თემები აქტიურდება და ვერძის ნიშანი წინა ხაზზე გამოდის, შესაბამისად მოსაწყენად არ გვეცლება და მეტსაც ვიტყვი ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება მოგვიწევს.
1 აპრილს დილის 10:24 საათზე, გველოდება ვერძის ახალი მთვარე, რომელიც 16 აპრილამდე პერიოდში - მოაზღვავებს ცეცხლის სტიქიის ენერგიებს, ბუნებრივია, ეს გვსურს თუ არ გვსურს, დედამიწის ბატონ-პატრონი მომდევნო თვის განმავლობაში სწორედ აქტიური და მეომარი ნიშანია, შესაბამისად ვიგრძნობთ კიდეც ფსიქოტიპში დინამიკას, მამაცობას, შეტევას, იერიშს და რაც მთავარია - გაცემული ენერგიის სწრაფად აღდგენას.
ესაა დრო, როცა დღის და ღამის მმართველები დგანან ერთმანეთის გვერდზე, ფაქტობრივად, სრული შეერთებით, მთვარე კი დაიწყებს შემდგომ გავსებას და ზოგადად რომ ვიცოდეთ - კარგია თუკი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა და გაოფიციალურება დაიგეგმება ზრდადი ფაზის დროს, რადგანაც მთვარე მატებაშია წასული და ჩვენი საქმეებიც უფრო დადებს კარგ რეზულტატს.
ალბათ, ისე, როგორც არასდროს, ახლა მიენიჭება დედამიწისთვის ამ დროს დიიდი ყურადღება, რადგანაც ამ ახალი მთვარის დროს, ჩართულია ასტეროიდი ქირონი, მაშასადამე ახლა დგება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ეტაპი ან საბოლოოდ განიკურნება და დაიწმინდება ვითარება ან დაესმება, ოღონდ რთულად დაესმება წერტილი ყველაფერს.
- კონკრეტულად ამ დროის სულიერი მნიშვნელობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ გააცნობიეროს კარგად მსოფლიომ თუ რა ხდება, ასევე პერიოდი უკავშირდება მტკივნეულ მოგონებებსაც.
კარგი შეერთებაა ღამის მანათობელის კომუნიკაციის და ინტელექტის მმართველ მერკურიზე, რაც გააძლიერებს კონტაქტების, ფხიზელი და სწრაფი, მოქნილი გონების შანსებს, დრო არაა ურიგო მოგზაურობის და გადაადგილებებისთვის.
იქნება ბევრი შეხვედრები, ვიზიტი, სტუმრიანობა, მიმოსვლა და რაც მთავარია ეცადეთ, რომ არ აჰყვეთ სისწრაფეს და არ მიიღოთ დროზე ადრე ისეთი გადაწყვეტილება, რაზედაც მერე ინანებთ, სიჩქარემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში!
და მაინც რას უკავშირდება მზის და მთვარის ასეთი შეერთება ქირონზე და რას წარმოადგენს ეს უკანასკნელი?
ქირონი - ესაა კენტავრების ჯგუფის პირველი აღმოჩენილი ასტეროიდი. მისი პერიჰელიუმი მდებარეობს სატურნის ორბიტის შეგნით, ხოლო აფელიუმი - ურანის ორბიტასთან ახლოს.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ის იყო ,,კრონოსის შვილი’’ - კენტავრი.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ საკმაოდ უცნაური ორბიტა აქვს, რადგანაც ორივე პლანეტის, რაც მაღლა ვახსენე, როგორც სატურნის, ასევე ურანის ორბიტას კვეთს. მაინც იყოფა ასტროლოგთა კატეგორია ორ ნაწილად, ერთის მხრივ ის მართავს ქალწულს, მეორეს მხრივ კი კუროს.
მითოლოგიურადაც ის იყო ისრით დაჭრილი კენტავრი, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა და აგროვებდა უამრავი სახის ინფორმაციას, შეეძლო სხვების განკურნება, მაგრამ სამაგიეროდ ვერაფრით ახერხებდა საკუთარი თავის შველას.
მისი ჩართულობის დროს, ზოგჯერ გაორება ან ორმაგი სტანდარტებიც კი ირთვება ხოლმე, იგი თამაშობს შუამავლის როლსაც. ძლიერი ქირონის შემთხვევაში ადამიანს კარგად გამოსდის ვიზუალიზაცია, ლოცვა, მედიტაცია, მაღალ ძალებთან კონტაქტზე გასვლა.
რა გვჭირდება სულიერი წინსვლის და განვითარებისთვის? სადაა რეალური წამალი? რით შეიძლება ვუშველო იმ ტკივილს, რაც მომადგა? ამ გზებს ქირონი გვასწავლის. მარტივად რომ ვთქვა ქირონის მდებარეობა რუკაში არის ის, რაც გვაწუხებს, რაც გვასაუბრებს და მოურჩენელი იარასავით დაგვყვება თან.
ჭრილობასა და განკურნებას - ახალი მთვარის მთავარ თემად აქცევს მისი წინა ხაზზე გამოსვლა. ქირონი წარმოადგენს თქვენს სულში არსებულ ღრმა ჭრილობას და ასევე თქვენს უნარს განკურნოთ საკუთარი თავი და სხვები ტრადიციული მედიცინისა და ალტერნატიული სამკურნალო მეთოდების მეშვეობით.
დამატებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ქირონი იყო კენტავრებიდან ყველაზე ბრძენი, რომელიც ასწავლიდა ასტროლოგიასა და მცენარეულ მედიცინას. ასე რომ, ქირონი ასოცირდება სიბრძნესთან და ცოდნასთან ბოტანიკაში, მუსიკაში, ასტრონომიაში, ექსტრასენსორიკასა და მედიცინაში. ერთ-ერთი ვერსიით ქრისტიანულ ასტროლოგიაში ქირონი წარმოადგენს ქრისტეს.
ახალი მთვარე
2022 წლის აპრილის ქირონთან ერთად ავლენს ყველაზე მტკივნეულ ჭრილობებს, ფიზიკურს და ემოციურს. აქ კაცობრიობა იგრძნობს ტკივილს იმ ჭრილობების გამო, რომლებიც თქვენ განიცადეთ, მაგრამ ასევე დანაშაულს იგრძნობს ბევრი იმ ტკივილისგან, რომელიც მიაყენეთ სხვებს.
ქირონმა ასევე შეიძლება გამოავლინოს ახალი ჭრილობა ავადმყოფობის, უბედური შემთხვევის ან დაკარგვის შედეგად. ჭრილობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდამ შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახადოს ზოგიერთი თქვენგანი. შეიძლება შეგეშინდეთ საკუთარი თავის გამოხატვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტკივილი არ შეინახოთ შიგნით ჩაფლული. გაზრდილი თანაგრძნობა და გაგება ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი ადამიანების ჭრილობები ასევე უფრო აშკარა გახდება და უფრო ღრმად იმოქმედებს თქვენზე, თუმცა გამოვიდეს სჯობს ეს განცდა, ვიდრე შიგნით დარჩეს.
მშობლებთან დაკავშირებული ბავშვობის იარები შეიძლება კვლავ გაჩნდეს. შესაძლებელია მწუხარება, შიში, უარყოფა, გაუცხოება ან ვიქტიმიზაცია. შეიძლება იგრძნოთ, რომ დაზიანებული ხართ ან ბედი განსაკუთრებით სასტიკი იყო თქვენს მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავდაჯერებულობის დაკარგვა, დეპრესია და საკუთარი თავის სინანული.
მეორეს მხრივ, თქვენ შეიძლება უფრო აგრესიულად უპასუხოთ თქვენს ტკივილს და დაიწყოთ საკუთარი თავის და სხვების ზიანის მიყენება. მაგრამ ზუსტად ეს ახალი მთვარე არის აღზრდისა და განკურნების დრო.
სწორედ ახლა, თუკი რაიმე სახით მოშუშება და საკითხის დახურვა გსურთ, დრო იდეალურია, მაგრამ საკითხი შემოტრიალდება მეორენაირადაც, რადგან მედალს ორი მხარე აქვს:
I. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და კარგად გავიაზროთ თუ რა ხდება?
II. რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებთ გამოწვევებს?
წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი იქნება იმაზე უარესი, რაც კი დაფიქსირებულა.
ფიქსირებული თანავარსკვლავედებიდან ჩართულია ,,კეტუსი“, რომელიც სატურნის ბუნებას ჰგავს. ესაა ,,ზღვის მონსტრი“. ამბობენ, რომ ეს იწვევს სიზარმაცეს და უსაქმურობას, მაგრამ დადებითი კუთხით მეტ წინდახედულებას და სიმამაცეს.
ბევრმა შეიძლება დაკარგული ნივთებიც კი იპოვოს ამ დროში.
დამატებით ,,პტოლემეოსის მიხედვით“ გვიმოწმებს ის, რომ კეტუსი სატურნს ნამდვილად ჰგავს.
მოკლედ, აქტიური, დინამიკური და სამოქმედო დროა, მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი სიახლეები გვექნება 1 აპრილიდან სულ მცირე მინიმუმ, რასაც - პრინციპში ვამბობდი, ჯერ კიდევ თებერვალში, გვექნება 16 აპრილამდე და მაქსიმუმ 16 მაისამდე.
არ მოიწყინოთ, გისურვებთ ყველას წარმატებებს!
პატივისცემით! გიორგი ლობჯანიძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1762866659
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1762865742
საზოგადოებამაია ბითაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის
„როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ვინმე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ვის რა გაქვთ გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვ...
1762865255
ახალი ამბებიშსს: მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...
1762864568
ახალი ამბებიმაია ბითაძე გახარიას პარტიას: თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის - ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე
„აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების„ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილ...
1762863509
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერა...




























