„ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა გადაწყდეს მიწის, ეკონომიკური საკითხების ან სულიერი ტრანსფორმაციის საჭირბოროტო თემები“ - გიორგი ლობჯანიძე

ეზოტერიკოსი, გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი 29 ოქტომბრის მთვარის დაბნელების შესახებ:
ვიცი, ხვალინდელ დღეს ბევრი თქვენგანი ელოდება, დღე მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ასეთ მოვლენებს ყოველთვის დიდი მოლოდინი ახლავს ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მთვარის დაბნელება თბილისის დროით დაიწყება 22:01 საათიდან, მაქსიმუმი დაბნელებისა იქნება უკვე 29 რიცხვში იმავე ღამით 00:14 საათზე, ხოლო დასასრული კი 02:26 საათზე კუროს ზოდიაქოს 05°09′ გრადუსზე.
განსხვავებით მზისგან, მთვარე ესაა ადამიანის ქვეცნობიერი ბუნება, სიღრმეში წასული ენერგოვიბრაციები. საერთოდ, უმჯობესია მთვარის დაბნელებისას ადამიანებმა გარკვეული საქმეები დაასრულონ და გათავისუფლდნენ იმისგან, რისგანაც იტანჯებიან ან დრომოჭმული, გამოუსადეგარი, თუნდაც ნივთებისგან, ადამიანებისგან, თუ სხვა ... დააღწიონ თავი და შეხედონ მოვლენებს გვერდიდან.
პიკის მომენტში, ცის კაბადონზე არსებული ფონი ქმნის დაძაბულობებსაც. აქაა სერიოზული ოპოზიციური ქიშპი, მორიელისა და კუროს ღერძზე განთავსებული პლანეტებისა. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა გადაწყდეს მიწის, ეკონომიკური საკითხების ან სულიერი ტრანსფორმაციის საჭირბოროტო თემები. სხვათა შორის დაპირისპირება შესაძლოა იყოს რელიგიურ-ფილოსოფიური ექსტრემიზმის მხრივაც, რაც გამოიწვევს შეუწყნარებლობას და დევნას.
მერკურის და მარსის მიერ იუპიტერის საპირისპიროდ შექმნილი განსაკუთრებული პოლარობები და წინააღმდეგობები დაკავშირებულია სიმართლესთან, ომის პირველ მსხვერპლთან. პოლარიზებული დებატები, სიტყვების ომი, რელიგიური ომი, ჰუმანიტარიზმის საზღვრები, დემოკრატია და კანონები. საზღვრების შემოწმება და გამოცემის, პროპაგანდის, ცენზურის, მორალის, სექსუალობის, თანასწორობის და გენდერული ტერმინოლოგიის საზღვრების გადალახვა.
სამაგიეროდ ასეთი ოპოზიციების შემყურე დრო კარგად ფასდება, თუნდაც საკუთარ თავთან ბრძოლისთვის, მავნე თვისებებზე გამარჯვებისთვის, ეცადეთ, რომ ამ დღეებში მეტი იფიქროთ და ნაბიჯი შემდეგ გადადგით. მეტად ეცადეთ რომ შექმნათ სასიამოვნო გარემო და გახშირებულ დებატებში ცხვირს ნუ შეყოფთ, ბევრი ახალი კარგი კადრიც შეიძლება დაიბადოს.
ეს დაბნელება შეეხება მათ, ვისაც პლანეტები 3-9 გრადუსზე გყავთ, უფრო თქვენ იგრძნობთ ამ ყველაფერს. დანარჩენი ინდივიდუალური კითხვები და კონსულტაციები პირადში ... დაძაბულობების დროს გახსოვდეთ რომ ბევრი იმარჯვებს კიდეც და წინაც კარგად მიდის, მთავარი ჩვენი გონიერება და მონდობაა რწმენით უზენაესისადმი.
ბედნიერი შაბათ-კვირა მისურვებია! - წერს გიორგი ლობჯანიძე.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...