„იწყება მორიგი რთული პერიოდი, რომლის შესახებაც მინდა გაგაფრთხილოთ“ - ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს:
„ჩემო ასტრომოყვარულო მეგობრებო, იწყება მორიგი რთული პერიოდი, რომლის შესახებაც მინდა გაგაფრთხილოთ.
საქმე ეხება მარსისა და ურანის ოპოზიციას კურო-მორიელის ღერძზე, რომელიც უკვე ჩართულია, მაგრამ ფონური ასპექტები დადებითი იყო და შედარებით იოლად გადაგვქონდა. ხვალიდან ეს ოპოზიცია ბევრად უფრო მწვავედ საგრძნობი და შესამჩნევი გახდება, რადგან თანდათან თავის პიკს მიუახლოვდება და თანაც სხვა პოზიტიური ასპექტებიც იკლებენ.
10 ნოემბერს მზე და მარსიც საკმაოდ ახლოს მივლენ ერთმანეთთან, ამ შეერთების პიკი 18 ნოემბერს უწევს, ანუ მზე-ურანის ოპოზიციაც დაგვემატება. პლუს სატურნისა და მარსის კვადრატურაც გვაქვს... თვის ბოლომდე უმეტესობა ამ ასპექტებისა ძალაში დარჩება.. განსაკუთრებით მწვავე პერიოდი უწევს 13 ნოემბერის ახლომახლო, რადგან ამ დღეს ახალმთვარეობაა და მთვარის ფაზის ცვლილება ცალკე ძაბავს ვითარებას..
ასეთი დაძაბული ასპექტაციის დროს მოსალოდნელია როგორც სხვადასხვა ტექნოგენური კატასტროფები, ავარიები, ხანძრები, ისე საომარი ვითარებების გამწვავება. ბევრ ბანკს შესაძლოა კომპიუტერული კოლაპსი შეემთხვეს. საყოფაცხოვრებო დონეზე მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, ფინანსური სირთულეები.
ჩემი რჩევაა:
ამ პერიოდში არამცდარამც არ იმგზავროთ თვითმფრინავით. მოერიდოთ ხელისუფლებასთან/კანონის წარმომადგენლებთან/ უფროსობასთან კონფლიქტებს. არ აიღოთ სესხი, ან კრედიტი. არავითარ შემთხვევაში არ გაწიოთ არანაირი რისკი, მათ შორის ქირურგიული ჩარევებიც ძალზე სახიფათოა. სახიფათოა სიმაღლეზე (სახურავზე, მაღალ კიბეზე, ხეზე) აძრომა, თუნდაც დაცული გეგონოთ თავი. სიფრთხილით მოეკიდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, დენს.
ეცადეთ ეს დესტრუქციული ენერგია განმუხტოთ ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე, თუმცა ზედმეტი ძალისხმევა აქაც არ ვარგა, შესაძლოა რომელიმე კუნთი დაიზიანოთ.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც ასცენდენტი, მზე ან მთვარე ჰყავთ კუროს, მორიელის, ლომის ან მერწყულის ნიშნების 16-22 გრადუსებზე. ან გაქვთ მარსის კონფლიქტური ასპექტები, (კვადრატი/ შეერთება/ ოპოზიცია) მზესთან, ურანთან ან სატურნთან.
თუ გადამოწმებას თვითონ ვერ ახერხებთ, მომმართეთ, და მომწერეთ თქვენი მონაცემები პირადში. ამას უფასოდ შეგიმოწმებთ. ოღონდ კონსულტაცია, თუ როგორ მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იქნება ფასიანი (50 ლარი)“ - წერს ხათუნა ნოელი.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...