"მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით" - რას წერს ეზოტერიკოსი

ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარის პიკი 11:05 საათზე დილით გვქონდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან კარგია თუ დაკავდებით და გადახედავთ თქვენს შესასრულებელ გეგმებს, მუშაობის პროცესს და განრიგს. პიკი იყო თევზებში, ეს ნიშანი მოიცავს ორ საინტერესო და ღრმა სფეროს, ფსიქოლოგიას და რელიგიას. ამ ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავია ფსიქოლოგიური სეანსებით დაკავება და ასევე ლოცვა, თხოვნა უზენაესისადმი, რაც გსურთ ან გაწუხებთ.

ნებისმიერ დროს კარგია ერთიც და მეორეც, მაგრამ სამყაროში არის გარკვეული + და - დღეები, როდესაც რაიმე თემის ენერგოვიბრაციული სიხშირე მატულობს ან კლებულობს, ამიტომაც ამ დროს ამ საკითხების ვიბრირება მაღალია. გახსნილია ზემო შრეების ,,კარები", ამიტომ თხოვნაზე პასუხი - ნიშნით ან ქმედებით შეიძლება ბევრმა მიიღოს კიდეც. ამ პერიოდში კარგია ურთიერთობა წყალთან და თხევად ნივთიერებებთან.

ეცადეთ გამოავლინოთ ამ ნიშნის დადებითი თვისებები: მიტევება, პატიება, მხარშიდგომა, ალტრუიზმი. სხვათა შორის მზე, როდესაც თევზების ნიშანს გადის და სრულდება ზოდიაქობრივი ერთი სრული წელი, ზუსტად მაშინ იწყება ქრისტიანულ წიაღში მარხვებიც, მიტევების კვირაც, ასევე სხვადასხვა ფილოსოფიური თემების წინა ხაზზე ამოტივტივება. თევზები, სიმბოლურადაც ქრისტიანობას განასახიერებდა.

ხოლო 21 მარტს კი, იღვიძებს ბუნება და იწყება ახლიდან პლანეტათა ციკლის ბრუნვა. მარტში მზის ვერძში შესვლით  იწყებს დედამიწაც ახლიდან დაბადებას, განახლებას, შემოდის დიდი დინამიკა თავისი ცეცხლოვანი, მარსიანული ტალღებით და როგორი საინტერესოა არა? პროცენტულადაც ყველაზე ხშირად სწორედ ვერძში მოძრაობის დროს უწევს ,,აღდგომის" დღესასწაულიც. თევზებში სულიერ საკითხებზე და შინაგან კერხერზე დგება ჯერი, ხოლო ისევ ერთიანში შესვლით კი განახლებული ვუმზერთ დედაბუნებას. ერთმანეთზეა მიბმული ყველა მნიშვნელოვანი პროცესი.

მოკლედ, ყველას ბედნიერ დღეს და პოზიტიურ სამუშაო კვირას გისურვებთ, დანარჩენს სტატიების და ეთერების სახით მოგაწვდით." - წერს ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792260769

მსოფლიო

„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...

ჰუსიტები ჰუსიტევი

1792258977

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს

„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...

რევაზ სოხაძ

1792258305

ახალი ამბები

ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!

ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...

ზურაბ მსხალაძე

1792257947

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1792256436

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად

 „ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...

რევაზ სოხაძე