ნახეთ, რა გელოდებათ, 25 აპრილიდან, 1 მაისის ჩათვლით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგის რჩევა

სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 25 აპრილიდან, 1 მაისამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

აღდგომის კვირა ეზოთერულად ერთგვარად კარმული კვირაა. ესაა დასვენებისა და სულიერების აღდგენის პერიოდი  და  ის აჯამებს ბოლო რამდენიმე თვის (მაქსიმუმ ერთი წლის) შედეგებს თქვენი როგორც სულიერების, ასევე  დანეგატივების ნიშნულის შესახებ. (საუბარია ბუნებრივ ნეგატივზე.)

 

ვერძი

ამჟამინდელი სულიერება თქვენს ნიშანში ზოგადად საშუალოზე დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი თვითგანვითარების, ლმობიერების, ქველმოქმედების დონე მეტადაა გასააქტიურებელი.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქტიურად იყავით ჩართული რაიმე რელიგიურ რიტუალიკაში, ქვეცნობიერად მაინც გაკლდათ შინაარსობრივი სიღრმე ამ მრწამსისა.

რაც შეეხება თქვენს ფიზიკურ და სულიერ დანეგატივებას, აქ ზღვარი საკმაოდ მაღალია და  ძირითადად ის მოგეზიდათ მატერიალური თემებიდან. სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში თქვენი ნიშნისათვის ყოველდღიური, ფინანსურ-სამსახურებრივი პრობლემები ძალიან აქტუალური იყო, რაც მეტ-ნაკლებად ნორმას წარმოადგენს ამ ეპოქაში. თუმცა, ამ სფეროებში გიწევდათ განსაკუთრებით ნეგატიურ ხალხთან ან ნეგატიურ ადგილებთან ურთიერთობა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ამჟამად თქვენი ენერგეტიკული წმენდა, იმ ძირითადი საშუალებების გარდა რასაც თქვენ იყენებთ, უნდა წარიმართოს დადებითი ემოციების გააქტიურებით, სასიამოვნო და საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაციითა და ამითვე ტკბობით.

კურო

ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელთან დიდი დოზით იყო  გააქტიურებული ზოგადი მიწიერი, მატერიალური თემები. ესეც ლოგიკურია და ამ დროის გამოწვევაა, თუმცა ამ  ფორმის საზრუნავებმა საკმაოდ დიდი  ნეგატიური ენერგია შემოიტანა თქვენში.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ახერხებდით ზოგადად რელიგიასთან, პირად მრწამსთან, ეზოთერიკასთან, საკუთარ თვითშემეცნებასთან ურთიერთობას, და თუნდაც საკმარისად მიგაჩნდათ თავად თქვენ ეს დოზა, ამ ეტაპზე თქვენი სულიერება, ზედა ძალებთან ურთიერთობა, დაბალ ნიშნულზეა და ზოგადად თქვენი ენერგია წმენდას ითხოვს ნეგატივისაგან.  

პირადად თქვენი ნიშნისათვის ყველაზე უპრიანია სწორედ თქვენი მატერიალური, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ახლობელთა დასახმარებლად. ახლა დროულია აქამდე დაგროვილი პროფესიონალიზმი ან დანაზოგი მოახმაროთ რაღაც საერთო დიდ საქმეს, რომელიც ხეირს მოუტანს ბევრ ადამიანს, და მათ შორის თქვენც.

ტყუპები

თქვენი ნიშნის სულიერება ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად ცდილობდით თვითგანვითარებას, ადამიანების დახმარებას, ალბათ რაღაც იყო ამ ქმედებებში მერკანტილური. თუმცა, ამ ეპოქაში გარკვეული მერკანტილურობაც აუცილებელია თვითგადარჩენისათვის.

ყველა შემთხვევაში ბალანსი მატერიალურსა და სულიერებას შორის მეტ-ნაკლებად დარღვეულია და საჭიროებს ენერგეტიკულ წმენდას. ამავდროულად, ბევრი თქვენგანის შემთხვევაში მაღალია ენერგეტიკული დაბინძურების მაჩვენებელიც, რაც სავარაუდოდ აგრესიულ გარემოში მოღვაწეობის შედეგია. ბოლო პერიოდის დავამ, თუნდაც კონკურენციამ გარკვეულწილად გამოიღო არასასურველი ენერგეტიკული შედეგი. თქვენი წმენდისათვის, უკვე აპრობირებული პირადი მეთოდების გარდა, აუცილებელია საკუთარი ხედვის რაკურსის ცვლილება არსებული მოვლენების ან ადამიანების მიმართ.

ეცადეთ ხშირად ჩადგეთ სხვის ტყავში, გადმოიხედოთ სხვისი გადმოსახედიდან. ამით კი დასწიოთ გადამეტებული კრიტიკულობა და აიმაღლოთ თქვენი საკუთარი მიმღებლობა.

კირჩხიბი

თქვენი ნიშანი ამ კარმულ პერიოდს უდავოდ შეხვდა სულიერი განვითარების უმაღლესი ნიშნულით. მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი საკუთარ თავს, ნებით თუ უნებურად ანვითარებდა თუნდაც დაძაბულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ეს ის პერიოდია, როცა ყველანაირი გამოცდილება დამუშავდა თქვენდასასიკეთოდ. სავარაუდოდ, ადგილი ექნებოდა თქვენი მხრიდან რაიმე ტიპის ქველმოქმედებას, ზოგადად ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას.

ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითქმის არ გაქვთ ენერგეტიკული ნეგატივი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნეგატიურმა გარემოფაქტორებმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა თქვენზე, ენერგეტიკულად ვერ დაგაზარალათ, ანუ, მისთვის ხართ მიუწვდომელი.

ამდენად, თქვენთვის ტრადიციული, უკვე გამოცდილი  წმენდების გარდა, დიდად არ საჭიროებთ განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ჩარევას. სამყარო მხოლოდ მარტივ რჩევას გაძლევთ: „დაიცავით ბალანსი ყველა ემოციას შორის, ყველგან ეძებეთ ოქროს შუალედი, უარი თქვით მიჯაჭვულობებზე“. რეალურად კარგი პლაცდარმი გაქვთ სულის თავისუფლებისათვის.

ლომი

თქვენი ნიშნის სულიერება ამ ეტაპისათვის საკმაოდ მაღალია, საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი. ბოლო პერიოდის მანძილზე თქვენი გამიზნული აქტიურობით თუ ზოგ შემთხვევაში თქვენდაუნებურადაც, მოხდა ამა თუ იმ საკითხში დიდი გამოცდილების მიღება, ზოგადად თქვენი თვითშემეცნების ამაღლება, რამაც გაზარდა თქვენში შინაგანი მიმღებლობა და სულიერება. თუმცა, ამავდროულად თქვენს გარშემო მაღალია ნეგატიური ველიც.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი თქვენგანი იგრძნობდა ერთგვარ გამოფიტვას, გადაღლას. მაღალია იმის ალბათობა, რომ ზოგადად გარემოცვა, თქვენს გარშემო არსებული საზოგადოება დამანგრევლად მოქმედებდეს თქვენზე, რადგან ახლა მართლაც ენერგეტიკული დონორის როლს ასრულებთ ბევრ ურთიერთობაში. თქვენზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს საყვედურები, საქმის გარჩევა, მუქარა და ავსიტყვაობა.

თქვენი ენერგეტიკული წმენდისათვის პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი მავნე ჩვევების მოცილება, იქნება ეს ნაყროვანება, თამბაქო თუ სასმელი. ასევე, დასამუშავებელი გაქვთ ყოველგვარი ფიზიკური მიჯაჭვულობა.

ქალწული

თქვენი ნიშანი მართლაც რომ მეტ-ნაკლებად გაწმენდილი და მაღალი სულიერებით ეგებება ამ საკრალურ პერიოდს.  ქალწულურმა  საფირმო შრომისუნარიანობამ და  თავდაუზოგავობამ, სწავლის  სიყვარულმა, კეთდებოდა ეს გამიზნულად თუ დაუფიქრებლად, მოიტანა თქვენი თვითშემეცნებისა და პროფესიონალიზმის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ერთგვარად გასუფთავებდათ გარემო ნეგატივისაგან.

ამდენად, სულიერი ზრდის კვალდაკვალ თითქმის არ არსებობს ენერგეტიკული დაბინძურების მაჩვენებელი. სავარაუდოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სტანდარტული ადამიანური პრობლემებიც გაგივლიათ მშვიდად და მაღალი მიმღებლობით. ახლა თავად ხელგეწიფებად სხვა ადამიანების დახმარება, მათი ტვირთის განაწილება, მოსმენა და დამშვიდება, თუნდაც საკუთარი დადებითი ენერგიის ქვეშ მათი შეფარება.

მიუხედავად ასეთი კარგი შედეგებისა, ახლა გმართებთ დიდი ყურადღება თქვენს გარშემო არსებული ნეგატიური ადამიანების მიმართ, ვინაიდან მაღალია ქურდობის ალბათობა.

სასწორი

ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ნიშანს საკმარისად მაღალი მიღწევები აქვს სულიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, თითოეულ თქვენგანს გამოუჩენია დიდი თუ არა, ხულ მცირე სულგრძელობა მაინც ადამიანების ან ზოგადად მოვლენების მიმართ. თუმცა, ეს არაა თქვენი დადებითი ენერგეტიკის ზღვარი,  გაქვთ რა უკეთესი პოტენციალი.

რაც შეეხება ნეგატივს, თქვენს შემთხვევაში ის არსებობს მცირე რაოდენობით, თუმცა ვერ ახდენს თქვენს ნიშანზე სერიოზულ გავლენას და მეტ-ნაკლებად თავადვე იწმინდება  თქვენთან შეხებისას. ამ ეტაპზე თქვენი პირადი ენერგეტიკა გაცილებით უფრო სუფთა და ძლიერია იმისათვის, რომ ადვილად არ მიიწეპოს სხვისი ნეგატივი.

იმისათვის, რომ შემდგომში მინიმუმ ასევე დარჩეთ ენერგეტიკულად გაძლიერებული, უპრიანია ზოგადად საზოგადოებაში, ყოველგვარ კომუნიკაციაში დაიჭიროთ განყენებული ნიშა, რათა შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი.  ენერგეტიკული თვალსაზრისით თქვენი განსაკუთრებული მტერია  კამათი, დავა, კონკურენტული გარემო, ნეგატიური ადამიანები.

მორიელი

ბრწყინვალე კვირა თქვენი ნიშნისათვის მართლაც რომ კარმულია და ყველაზე მეტად სწორედ თქვენთანაა უპრიანი სულიერებაზე საუბარი. ამ ეტაპისათვის გევალებოდათ კონკრეტული მიჯაჭვულობების, მავნე ჩვევების, აგრესიული ფიქრების დამარცხება და გარკვეული შემგუებლობის, მიმღებლობის  გამომუშავება, სადაც ყველა გამოცდილებას მეტ-ნაკლებად თქვენი სულიერების  ზრდა უნდა მოეხდინა.

ზოგადად თქვენი ნიშნის უმრავლესობა ამ მისიას დიდად მომზადებული ვერ შეხვდა. ამდენად, ეს დავალება გადადის დავალიანებაში.

ამას გარდა, ენერგეტიკულადაც გმართებთ გასუფთავება. შესაძლოა თქვენზე დიდი დოზით აისახა უკანასკნელი პერიოდის საყოფაცხოვრებო პრობლემები, სადაც სწორედ მიმღებლობის დაბალი მაჩვენებლის გამო, ენერგეტიკა დაბინძურდა ბრაზისა და გაღიზიანების ნეგატივით. ანუ, ძირითადად თქვენ თავად ხართ საკუთარი ენერგეტიკის საფრთხეც და მშველელიც. ამდენად, თქვენთვის უპრიანია დროულად ჩაიტაროთ ყველანაირი გარეგანი და შინაგანი ენერგეტიკული წმენდა. ეცადეთ დიდი დოზით მიიღოთ და გასცეთ სასიამოვნო ემოციები.

მშვილდოსანი

თქვენი ნიშნის სულიერების ზოგადი დონე ამ ეტაპისათვის საშუალოა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი აქტიურად უთმობდა დროს საკუთარ განვითარებას, პროფესიონალიზმს. რა თქმა უნდა ახლანდელი მდგომარეობა  არაა თქვენი ზღვარი, თუმცა ნეგატივთან გასამკლავებლად ნამდვილად არაა ცოტა და სუსტი.

რაც შეეხება ნეგატივს, ამჟამად ის გარკვეულ ზღვარზეა გაჩერებული, თუმცა თქვენთან ახლოსაა. ბევრ თქვენგანს სავარაუდოდ მოუხერხებია მისგან თავის გაცვა. მიუხედავად იმისა, თუ რა წინააღმდეგობები და გამოცდები გაიარეთ ბოლო პერიოდში, ეს არ იყო ფიზიკური ან სულიერი დანეგატივების შედეგი და პასუხები მხოლოდ საკუთარ შეცდომებში გაქვთ საძებარი.

მართალია მეტ-ნაკლებად სუფთა ველში ხართ და გარემო ნეგატივი ამჟამად დიდად არ მოქმედებს თქვენზე, მაინც აუცილებელია თავდაცვა შემდგომი პერიოდისათვის. თქვენს შემთხვევაში ყველაზე უპრიანია ქველმოქმედების გზით სიარული.

კარგი იქნება თუ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარებით დასაქმებაში, თუნდაც თქვენი ნაცნობობის დახმარებით.

თხის რქა

თქვენი ნიშანი ამ პერიოდში ძალიან სუსტად გამოიყურება სულიერადაც და ნეგატივის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ბოლო თვეების რუტინულმა ყოველდღიურობამ, ერთგვარმა დაუფასებლობამ, ბევრმა შრომამ და საფიქრალმა, თავისი ნეგატიური შედეგი გამოიღო, რამაც მეტ-ნაკლებად გამოიწვია გარკვეული  გულგატეხილობა ბევრ თქვენგანში. ამდენად, თქვენი სულიერება დაბალ ნიშნულზეა.

რაც შეეხება ნეგატივს, ის მეტ-ნაკლებად თავად თქვენი შექმნილია. იქ სადაც არ გქონდათ დიდი და საგრძნობი მიღწევები თქვენთვის საჭირბოროტო თემებში, გროვდებოდა საკუთარი ნეგატიური განწყობა, რაც შემდეგ ისევ თავად გხევდათ უკან. პირადად თქვენი ნიშნისათვის წარუმატებლობას, პირად გულგატეხილობას,  დამანგრეველი ეფექტი მოსდევს თან.

ამდენად, თქვენეული მიზანსწრაფულობა და წარმატებულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც თქვენი სულიერი წმენდისათვის, ასევე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასე რომ, თქვენი გზაა ბრძოლა, თვითშემეცნებისა და პროფესიონალიზმის ამაღლება, ჯანსაღი კონკურენცია და ყველანაირი მატერიალური დოვლათის შექმნა, რაც გაძლიერებთ სულიერადაც.

მერწყული

ამ ეტაპისათვის თქვენი ნიშნის ენეგეტიკა ზოგადად გამოიყურება უძლიერესად. სავარაუდოდ, ასეთი მიღწევები სულიერების ამაღლების კუთხით თითქმის არც კი გქონიათ არასდროს აქამდე. მიუხედავად იმისა თუ რამდენად მიზანმიმართულად მუშაობდით ზოგადად საკრალურ თემებთან მიმართებაში, თუნდაც თქვენი ყოველდღიური ბუნებრივი საქციელი და განწყობა დადებითად შეფასდა ზედა ძალების გადმოსახედიდან და ახლა ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასევე მაღალ ნიშნულზე დგას თქვენი ფიზიკური და სულიერი დანეგატივებაც.

სავარაუდოდ ამის გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის ყველაფერი მატერიალურის გადაჭარბება, მიდრეკილება თავის გაპიარებისაკენ, თავის გამოჩენისაკენ. რა თქმა უნდა მიწიერ სამყაროში ვერავინ ვერ აუვლის გვერდს არსებობისათვის აუცილებელ მატერიალიზმს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადასახედია ნამდვილი ფასეულობები.

თქვენი ენერგეტიკული წმენდა უნდა მოხდეს პირველ რიგში მენტალური ცვლილებით. ფიქრი, სწავლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრისა და თქვენი საკუთარი დანიშნულების  ძიებაა თქვენი გზა.

თევზები

თქვენი ნიშნის სულიერება ამ ეტაპისათვის შედარებით უკანდახეულია წინა პერიოდთან შედარებით. არაა გამორიცხული ყოველდღიურმა დაუფასებლობამ, ემოციურმა იმედგაცრუებებმა, თქვენში ბოლო დროს გააძლიერა ერთგვარი სიჯიუტე და ადამიანების მიმართ უნდობლობა. მიუხედავად ყველანაირი თუნდაც ნეგატიური გამოცდილებისა, პირველ რიგში თქვენს ნიშანს არც შეეფერება და არც ეპატიება სულიერი დაღმასვლა და აპათია.

ამავდროულად, ამ პერიოდისათვის თქვენს ნიშანთან აისახება გარკვეული ნეგატივიც, რაც ძირითადად გამოიწვია თქვენს გარშემო ბოლო დროს არსებულმა ღალატის ენერგიამ, იქნებოდა ეს ზოგთან პირადი - სასიყვარულო თემა, თუ ზოგადად ადამიანების მიმართ იმედგაცრუება, როცა თქვენი საკმაოდ სამართლიანი მოლოდინები სათანადოდ ვერ გამართლდა.

ამჟამად, ისევე როგორც თქვენი სულიერების დასაბალანსებლად, ასევე ფიზიკური ნეგატივის მოსაშორებლად, გჭირდებათ მაქსიმალური კომუნიკაცია სასიამოვნო, ფართო საზოგადოებასთან და დადებითი ემოციების  გაცვლა-გამოცვლა მრავალ ადამიანთან. 

წყარო: „HER MIT“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო

1716021612

ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცად...

სტუდენტი

1716019674

ახალი ამბები

„დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს, ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა...“ - პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდებულს 16 -დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,...

შემთხვევები

1716017692

ახალი ამბები

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ - კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს. „კვარა“ მნიშვნელოვანი მ...

კვარაცხელია