ნახეთ, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგ „Her Mit“-ის რჩევები

სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ვერძი

ამ თვის განმავლობაში თქვენი ზოგადი უნარები ძალიან გაძლიერებულია. ამავდროულად, თავად თვის ენერგეტიკას შემოაქვს კომუნიკაციისა და ურთიერთობის გააქტიურება. ამას თუ თან ერთვის თქვენი პირადი პროფესიონალიზმიც, ზოგ შემთხვევაში მცირე ეშმაკობა, ან ნაცნობ-მეგობართა დახმარება, ძალიან ბევრ თემაში წინ წაიწევთ.  ამ პერიოდში ზუსტად ხვდებით ვის როგორ მიუდგეთ, როგორ დააინტერესოთ და დაიხმაროთ ადამიანები პირადი მიზნების მისაღწევად.

ამ ეტაპზე უძლიერესი პოზიცია გაქვთ ყველა მატერიალურ საკითხთან მიმართებაში, იქნება ეს სამსახური, ბიზნესი, შესყიდვა-გაყიდვა თუ მემკვიდრეობითი საკითხები. თქვენში ძალიან გაზრდილია პირადი შარმი და მაჰიპნოზირებელი აურა, რითაც ძლიერ ზემოქმედებთ ადამიანებზე. ამდენად,  კარგი დროა დაწინაურებისთვის, ასევე  დიდი ალბათობით გაუმართლებთ სამსახურის მძებნელებსაც.

რაღა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი უნარების გააქტიურება სასიკეთოდ წაადგება თქვენს ურთიერთობებსაც. აქ ყველაფერი თქვენს ხელშია. თავად გაქვთ ყველანაირი კომუნიკაციის, მათ შორის პირადი -სასიყვარულო ურთიერთობების თქვენდასასიკეთოდ წარმართვის საშუალება. მაგრამ ეცადეთ იმოქმედოთ სუფთა ადგილას, არ აღმოჩნდეთ „მესამე“.

კურო

მაისის თვე თქვენს ნიშანს ძალიან დიდი დოზით გააძლიერებს სულიერადაც და ფიზიკურადაც. ამჟამად, ერთმნიშვნელოვნად  თქვენ ხდებით ლიდერი, მმართველი, ერთგვარი მანიპულატორიც კი სრულიად თქვენს გარემოცვაში. ზოგადად მაისის კომუნიკაბელურობის ენერგეტიკა, კიდევ უფრო გაგიადვილებთ ამ ცეცხლოვან ტრანსფორმაციას. ახლა ყველაზე ჩახლართულ, სადავო, კონკურენტულ საკითხებშიც კი უძლიერესი ხართ ენერგეტიკულად.

რაც შეეხება ფინანსურ-მატერიალურ,  სამსახურებრივ სფეროს, მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანს ექნება რაღაც გამოსამზეურებელი, ხმამაღლა აღსანიშნავი. რაიმე ისეთი, განხილვის საბაბი რომ გახდება ახლობელთა წრეში, ზოგან კეთილი გულით, ზოგანაც შურნარევი ირონიით. კარგი დროა თქვენი კუთვნილი, დამსახურებული,  რაიმე ფასეულობის მოთხოვნისთვის.

ზოგადად ურთიერთობები, მეგობრული თუ პირადი სასიყვარულო, ასევე აქტიურია ამ თვის განმავლობაში. თქვენს გარშემო რეალურად არსებობს რამდენიმე სასიყვარულო შემოთავაზება, თაყვანისმცემელთა ან მეგობართა წრე, თუმცა გადაწყვეტილებებში არ ჩქარობთ.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვის ენერგეტიკა ერთგვარად ჰარმონიულია თქვენს ნიშანთან, თქვენში მეტ-ნაკლებად ვლინდება  ჩასაფრებულობა. თითქოს ქვეცნობიერი იმპულსები მოგიწოდებენ თავდაცვის მზაობისაკენ. ახლა უჩვეულოდ ყურადღებიანი ხდებით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ, ასევე თქვენში გამძაფრებულია ეჭვიანობის გრძნობა. ამ ტენდენციის გამო, ზოგადად ხართ ემოციურად გაძლიერებული და აგრესიულიც კი.

ამ ეტაპზე ყველა თქვენი მატერიალური, სამსახურებრივი საქმიანობა მიმდინარეობს ასევე, ემოციური დატვირთვის ქვეშ, სადაც  თქვენთვის უჩვეულოდ მეტ ყურადღებას უთმობთ ადამიანების განწყობებსა და შეფასებებს თქვენს მიმართ. არაა გამორიცხული, რომ  სწორედ ამდაგვარი ემოციური მიდგომის გამო, უკან დაიხიოთ კიდეც კონკრეტულ თემებში.

რაც შეეხება ზოგადად  ურთიერთობებს, რაღა თქმა უნდა სწორედ აქ გამძაფრდება თქვენი ემოციურობა. ამავდროულად ხდებით მეტად მგრძნობიარე აღქმებში. ამდენად, ზუსტად იჭერთ გარშემომყოფთა განწყობებსა და ფლუიდებს. ეტაპი ხელს გიწყობთ ზუსტად გაარკვიოთ  მეგობრებისა თუ სასიყვარულო პარტნიორების ჭეშმარიტი დამოკიდებულებები თქვენს მიმართ.

კირჩხიბი

მიმდინარე თვე ენერგეტიკულად გარკვეულწილად ჰარმონიულია თქვენს ნიშანთან. თქვენში ახლა დიდი დოზითაა გააქტიურებული თავდაცვის, ჩასაფრების ინტერესი. ამ პერიოდში უმეტესწილად ხართ მსმენელი, დამკვირვებელი, მოთვალთვალე ნატურა, რომელიც ეშმაკურად ელის შესაფერის დროსა და მომენტს საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა გაითვალისწინეთ, შესაძლოა თქვენი მიდგომა სარკისებურად არეკლავდეს სხვათა დამოკიდებულებებს.

ფინანსურ- კარიერული კუთხით არაა ცუდი პერიოდი. თუმცა, არის რისკებისა და ცდუნებების ტენდენცია. შესაძლოა ბევრი თქვენგანი დადგეს არჩევანის წინაშე, სადაც სასწორის ერთ მხარეს თვალისმომჭრელი მოგება ან წინადადება დევს, მეორე მხარეს კი მორალურ-ეთიკური ნორმები. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ყველა კირჩხიბი ინდივიდუალურად იმოქმედებს.

ამჟამად თქვენში რისკიანობა იმდენად მაღალია, რომ ის თავს იჩენს კომუნიკაციის თემებშიც. მაღალია იმის ალბათობა, რომ მიიღოთ სპონტანური, სწრაფი, ერთგვარად დაუფიქრებელი  გადაწყვეტილებებიც კი  პირად ურთიერთობებში შესასვლელად. ამ ეტაპზე ასეთი ქმედება ნამდვილად არ დაგაზარალებთ, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად დატოვებს კვალს.

ლომი

მიმდინარე თვე თქვენს ნიშანში გაააქტიურებს დაკვირვების, ჭვრეტის უნარს, როცა ბევრი თქვენგანი საკუთარ თავში მეტ-ნაკლებად აღმოაჩენს ინტუიციის ამაღლებას. ახლა ხელგეწიფებათ თქვენს გარშემო ბევრი დაფარული დინების აღმოჩენა და გაშიფრვა, გარშემომყოფთა ზრახვებში წვდომა და მათი წაკითხვა გადაშლილი წიგნივით. ამდენად, თქვენეული ცეცხლოვანი ენერგია შედარებით დამშვიდებულია და ქმედებებიც შენელებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაისის თვე ააქტიურებს კომუნიკაციას, თქვენს შემთხვევაში ერგვარი ჩაკეტილობა ვლინდება. ახლა ბევრი თქვენგანი ჩაკირკიტებითა და თავგამოდებით შრომობს. განსაკუთრებით გჭირდებათ მარტოობა ხელოვნებაში მოღვაწე ლომებს. ყველა ტიპის სამსახურში, ამ ეტაპზე, ბევრად უფრო ეფექტური ხართ, თუ გარშემო არ გყავთ დამკვირვებელი და გაქვთ სიმშვიდე.  კარგი დროა ხელით შრომისათვის.

ჩაკეტილობის ტენდენცია ერთგვარად კომუნიკაციის თემაშიც ვლინდება. ბევრი თქვენგანი გადააფასებს ზოგადად სანაცნობო წრეს, არსებულ ურთიერთობებს.  მიხვდებით რომ რაღაცები გასაახლებელია, სადღაც უკვე თავი მოგაბეზრეს და გჭირდებათ ახალი ემოციები და კონტაქტები.

ქალწული

მიმდინარე თვე მეტ-ნაკლებად დაგასვენებთ ყველა ქალწულს. სამსახური, ზოგადად თქვენი საქმიანობა ჩვეული ტემპით მიედინება, მაგრამ ნაკლებია შფოთი და საჩქარო საკითხები. ამ პერიოდში ბევრ თქვენგანთან გამოიკვეთება ახალი და საიმედო მიმართულებები. ქალწულთა უმრავლესობასთან  ასევე მოსალოდნელია გარკვეული სიურპრიზები, სასიხარულო საჩუქრები. და ეს ყველაფერი მაინცდამაინც  თქვენი შრომის შედეგი კი არაა, არამედ ბრმა გამართლება.

რაც შეეხება მატერიალურ თემებს, ბევრი ქალწული დადგება გადაფასებების აუცილებლობის წინაშე, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, თუ სამსახურებრივ-პროფესიული. ამჟამად თქვენში აქტიურდება ერთგვარი რევოლუციონერის სული, რაც უფრო მომთხოვნს, ხმამაღალს და გაბედულს გაგხდით. ამდენად, დროულია ხმა აღიმაღლოთ ყველგან, სადაც აქამდე ითმენდით და ემორჩილებოდით. თუმცა, ამას გარკვეული ცვლილებებიც მოჰყვება თან.

ამას გარდა, თქვენში თქვენდაუნებურად იღვიძებს რაღაც „შამანური“ უნარები, რაც საშუალებას გაძლევთ მედიტაციით, ფიქრით, სიყვარულის ენერგიის გაცემით მოიზიდოთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი ადამიანები, აღადგინოთ  დამსხვრეული ურთიერთობები.

სასწორი

მაისის თვის ენერგეტიკა თქვენს ნიშანში დიდი დოზით აღვიძებს მიზანსწრაფულობას, სიჯიუტესა და მომპოვებლობას. ახლა არამცთუ დამთმობი და მერყევი არ ხართ,  არამედ ბევრი თქვენგანი შეპყრობილივით  მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ და არ ეპუება არავითარ წინააღმდეგობას. ამდენად, ბევრი სასწორი  შეძლებს და სრულიად შეცვლის ცხოვრებისეულ ნიუანსებს. ზოგიერთი მოიპოვებს მაღალ თანამდებობას, ბევრი დაწინაურდება ან დასაქმდება.

ზოგადად მაისის თვე ისედაც ხელს უწყობს ფართო კომუნიკაციას და თქვენც აქტიურად ხართ ამ ტენდენციის ნაწილი. ახლა სწორედ ადრე აწყობილი დადებითი კავშირებიც ხელს შეგიწყობთ სამსახურებრივი, კარიერული, ფინანსური საკითხების  მოგვარებაში. თუმცა, პირველ რიგში გმართებთ თავდაჯერებულობა, მედიტირება, თვითრწმენის ასამაღლებლად.

ამ ეტაპზე როგორც პირადი, ასევე ზოგადად ურთიერთობები არაა აქტიური. ახლა უფრო წარსულის მოვლენების გადაფასების სურვილი გაქვთ, ვიდრე ახალი კომუნიკაციის წამოწყების. მიუხედავად იმისა, რომ თქვენდამი ინტერესი მაღალია, თავად მაინც განმარტოებისა და ფიქრისკენ გაქვთ მიდრეკილება. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ ნაყოფიერია და სამომავლოდ აუცილებელი.

მორიელი

მიმდინარე პერიოდი თქვენს ნიშანში აძლიერებს ქმედების, სისწრაფის ენერგიას. ახლა ბევრი თქვენგანი გაბედულად მიიწევთ წინ ისეთ თემებში, რისი გამოცდილებაც სავარაუდოდ სრულიად არ გაქვთ. თუმცა, ახლა მართლაც ხართ ერთგვარი გზამკვლევი, როცა ძალიან სწრაფად და მოხერხებულად შეგიძლიათ შეხვიდეთ სიახლეებში, სათანადო გამოცდილების მიღებითა და  შემდგომი დადებითი განვითარების მაღალი პერსპექტივით.

ამავდროულად, ყველა თქვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ნაღვაწი და ნამუშევარი, სათანადოდ დაფასდება და მიიღებთ თქვენი შრომის, მცდელობის, შესაბამის უკუგებას. კარგი პერიოდია დასაწინაურებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად. იმის გათვალისწინებით, რომ მაისის თვე კომუნიკაბელურობას უწყობს ხელს, შეგიძლიათ სათქვენოდ გამოიყენოთ სათანადო ნაცნობობაც.

ასევე, თქვენთვის ეს პერიოდი საუკეთესოა როგორც პირადი, სასიყვარულო ურთიერთობებისათვის, ასევე ზოგადად კომუნიკაციისათვის.  იმის გარდა, რომ თავად თქვენში მაღალია ემოციურობა და შარმი, ამ ემოციითვე გპასუხობთ ზოგადად სამყარო და გარემო. ახლა თქვენს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ამდენად, დიდი დოზით იგრძნობთ პატივისცემასაც და სიყვარულსაც.

მშვილდოსანი

მაისის თვე თქვენს ნიშანში აძლიერებს ზოგადად ლავირების, მობილურობის, შემგუებლობის, მოვლენებზე მორგების უნარს. ამ თვის ენერგეტიკა, რომელიც ისედაც ხელს უწყობს კომუნიკაბელურობას, თქვენს შემთხვევაში აორმაგებს ამ ენერგიას. ახლა თითქმის არ არსებობს ისეთი წინააღმდეგობა, სადაც თქვენთვის არ მოიძებნება თუნდაც პატარა ხვრელი. ზუსტად თქვენ ხელგეწიფებათ იქ შეღწევა, სადაც ყველასათვისაა დახურული ყველა კარი.

ზოგადად სამსახურეობრივ-კარიერულ თემებში აღინიშნება გარკვეული ფსიქოლოგიური გაორება.  მართალია ძალიან ბევრი მიღწევა, შედეგი, თუ გამოცდილება უკვე ხელში გიჭირავთ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი გაქვთ თქვენი ჭეშმარიტი პრიორიტეტები. თუმცა, გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადებით შედეგს წინ აღარაფერი არ დაუდგება.

კომუნიკაციის  თემა ამ ეტაპისათვის დგას სამყაროსეული, ზედა  ძალების მფარველობაში. სწორედ ახლა გაქვთ შესაძლებლობა სათქვენოდ შემოატრიალოთ თუნდაც სრულიად უიმედო სასიყვარულო ურთიერთობა, სადაც თითქოს ამჟამად არ ჩანს არავითარი პერსპექტივა.

თხის რქა

მიმდინარე თვე თქვენს ნიშანს ძალიან აძლიერებს სულიერადაც და ფიზიკურადაც. ახლა იმდენად მაღალია თქვენი ენერგეტიკა, რომ ცალ ფეხზე დამდგარიც კი ახერხებთ მუშაობას, ბრძოლას, ყველანაირ კონკურენციაში გამარჯვებას, საკუთარი ხაზის გატარებას თუნდაც  გარშემომყოფი საზოგადოების სრულიად საწინააღმდეგოდ. ასევე, გიძლიერდებათ დაკვირვებულობა, ჩამძიებლობა, რაც კიდევ უფრო მეტ ბონუსს გაძლევთ სადავო საკითხებში.

ზოგადად  მაისის თვის ენერგეტიკა არ გაგათამამებთ თანადგომით და არ გაგიადვილებთ ამოცანებს. თუმცა, თავად თქვენ ჯიუტად და ხისტად, ცარიელი ხელებით და მარტო, ადვილად ლახავთ არსებულ ბარიერებს და რეალურად ამ გზაზე არც კი გჭირდებათ არავის დახმარება, იმდენად რამდენადაც  სხვისი თანადგომა, თქვენთვის ახლა ზედმეტი ტვირთია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე, ისევე როგორც სხვა ნიშნებში,  თქვენშიც აძლიერებს გარკვეულწილად კომუნიკაბელურობას, მაინც არ ხართ საზოგადოებრივი ალიაქოთის ეპიცენტრში ჰყოფნის მომხრე. ამ ეტაპისათვის თქვენს ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს თქვენი გარემო, ვერ გაძლევთ რა ვერაფერს ახალს. ამდენად, დროა ეძებოთ ახალი კავშირები.

მერწყული

მიმდინარე პერიოდში თქვენი ნიშანი ერთმნიშვნელოვნად აქტიურდება მენტალობის კუთხით. ახლა მოქმედებთ მოქნილი, ერთგვარად „მზაკვრული“ გონებით, როცა ზუსტად იცით კონკრეტულად რა გამორჩენისათვის ვის და როდის, როგორ ფორმატში უნდა მიმართოთ. ამავდროულად არ ხართ არც დამძალებელი და არც მომაბეზრებელი. ახლა სულ სიცილ-სიცილით, ჰაეროვნად და ოსტატურად ახერხებთ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას.

სამსახურებრივი, ფინანსური თემაც გამართლებაში დგას. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მიზნობრივია ყველა თქვენი ქმედება და სიტყვა, მაშინ როცა ასევე ოსტატურად ისხლიტავთ თქვენკენ წამოსულ ნეგატივსა და აგრესიას. ახლა თქვენთვის თითქმის ყველაფრის მიღწევაა  შესაძლებელი, მთავარია თავად არ დაიზაროთ და აქტიურად იმოქმედოთ.

განსაკუთრებით კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. თქვენში მაღალია ვნებიანობა და შარმი. ახლა მაჰიპნოზირებელ  გავლენასაც კი  ახდენთ საწინააღმდეგო სქესზე. არაა გამორიცხული სარისკო ურთიერთობაშიც კი შემოიტყუოთ დაოჯახებული ადამიანი, რაც რაღა თქმა უნდა საბოლოოდ არ ჩაივლის დანაკარგებისა და უსიამოვნებების გარეშე.

თევზები

მიმდინარე თვე თქვენს ნიშანს უჩვეულოდ აძლიარებს, როცა იმის გარდა რომ ძალიან მაღალი გაქვთ თავდაცვის უნარი, ყოველი თქვენგანი ერთგვარად თავდამსხმელიც კი ხდება. თუ აქამდე გულში ატარებდით მცირე განაწყენებას,  წინა პერიოდში  მოგერიდათ საყვედურის თქმა ან თავდაცვა, ახლა დადგა ერთგვარი რევანშის დრო. თითქოს დარაჯობთ კიდეც „მსხვერპლს“, რათა მოძებნოთ საუკეთესო დრო და ადგილი სიტუაციის სათქვენოდ დასალაგებლად.

ასევე ძლიერი ხართ კარიერულ საკითხებშიც. თუმცა, ახლა არ გჭირდებათ არავის თანადგომა და დახმარება. ეცადეთ მარტომ და საკუთარი გონებით იაროთ მიზნისაკენ. ამჟამად ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ დაგხევთ უკან. უფრო მეტიც, ისეთ საკითხებს შეგიძლიათ შეებათ, თქვენს გარშემო ბევრი რომ ვერც გაბედავს და ვერც განახორციელებს.

მიუხედავად ასეთი მიზანსწრაფულობისა, არც ემოციურად ხართ ნაკლებ ნიშნულზე. ამდენად, გადასარევი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების ასაწყობად. ახლა ზუსტად იცით რა გსურთ და რას მოაქვს თქვენთვის სიამოვნება. ყველანაირ კომუნიკაციაში ხართ ერთგვარი მანიპულატორი და ლიდერი, როცა თქვენ ირჩევთ და არ ელით სხვა აგირჩევთ თუ არა.

წყარო: „HER MIT“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „კაცობრიობის ცხოვრებაში იწყება რაღაც ახალი“ - მზის დაბნელება და მაისის ტენდენციები ეზოტერიკოს გიორგი ლობჯანიძისგან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714029100

ახალი ამბები

„პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი

1714024860

სოციალური მედია

„ნიჭიერების ზეიმი“ - ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი შესრულება

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა. ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგდალენა აქვეყნებს. „ნიჭიერების ზეიმი“ „უმაგრესები ხართ“ „...

ანრი და მაგდალენა ჯოხაძეები

1714021934

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამ...

ირაკლი კობახიძე

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი