რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ფინანსურ კეთილდღეობაზე - ფინანსური ჰოროსკოპი

ნუთუ ამა თუ იმ ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის განსაზღვრა ჰოროსკოპის მიხედვით შეიძლება?
ასტროლოგები ამაში 100 %-ით დარწმუნებულნი არიან, რადგან ვარსკვლავებზე უკეთ ფინანსურ მდგომარეობაზე ვინ გვიამბობს.
მაშ ასე, ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნები და ასევე ნიშნები, ვისთვისაც ფული ბედნიერებას არ წარმოადგენს - ფინანსური ჰოროსკოპი
მე-12 ადგილი – მშვილდოსანი
ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში ბოლო ადგილს მშვილდოსანი იკავებს. სხვათა შორის, ცოტა ფული არ აქვს, მაგრამ არასდროს ყოფნის. უბედური მშვილდოსანი ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მასზე მდიდარი და წარმატებულია.
ფორბსის რეიტინგში მეშვიდე ადგილის დაკავების დროსაც კი ნიანგის ცრემლებით იტირებს. სიტყვაზე, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს რუტინული სამსახურით დაკავება უჭირს. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა მის პროფესიას ზრდის და განვითარების პერსპექტივა აქვს.
მე-11 ადგილი – მერწყული
მერწყულს ფული არ აქვს, რადგან უბრალოდ გამომუშავებას არ ცდილობს. თითოეულ თეთრზე კანკალი ამაყი მერწყულის საქმე არაა. უფრო მარტივია, ფინანსურად წარმატებული მეორე ნახევრის პოვნა და ფუფუნებაში ცხოვრება. მერწყულს ბედის სჯერა და სიტყვაზე არასდროს უმტყუნია.
ამ ნიშნის ჩარჩოებში მოქცევა რთულია. ის მხოლოდ საკუთარ წესებს იცავს. თუმცა მერწყულს ხელს არაფერი უშლის, რომ დიდი ფული მიიღოს. ამისთვის რამდენიმე არასტანდარტული და ორიგინალური იდეის განხორციელება საკმარისი იქნება.
მე-10 ადგილი – თევზები
თევზები მე-10 ადგილას მხოლოდ ერთი მიზეზით მოხვდა – ამ ნიშნის წარმომადგენელმა ფულის გამომუშავება საერთოდ არ იცის. თუნდაც მოკალი, არ იციან.
როცა სამყარო შანსს აძლევს, თევზები ან ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს, ან უბრალოდ გამომუშავებულ თანხას ფლანგავს. ძვირად ღირებული და არც თუ ისე გონივრული ნივთები თევზებისთვის ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები პური. რატომ? მხოლოდ მათ იციან.
მე-9 ადგილი – სასწორი
სასწორს მთელი გულით სწამს, რომ ფასიან ქაღალდს აზრი არ აქვს, ხოლო გამომუშავების გარეშე ფულის დახარჯვა სასიამოვნო საქმეა. ამ ნიშნის წარმომადგენელი მდიდრულ ცხოვრებაზე გიჟდება, თუმცა ამ ფაქტს მალავს. სასწორი შემოქმედებით სფეროში წარმატებას აღწევს, თუმცა ყველას არწმუნებს, რომ ნამდვილი მხატვარი მშიერი უნდა იყოს.
მე-8 ადგილი – ტყუპები
ტყუპები ფულის გამომუშავებაში ნამდვილი პროფესიონალები არიან. მაგრამ რატომ არის მხოლოდ მე-8 ადგილას? იმიტომ, რომ ტყუპებმა გამომუშავებული თანხის დახარჯვა საერთოდ არ იციან.
როცა ჯიბეში საკმარისი თანხა უჩნდებათ, მზად არიან აქეთ-იქით გაფანტონ. რა იცი, იქნებ ხვალ კრიზისი, რევოლუცია, უცხოელების შემოჭრა მოხდეს. რა აზრის აქვს ფულის დაგროვებას, თუ ხვალ არ დადგება?
მე-7 ადგილი – კურო
ამ ჯიუტი ნიშნის წარმომადგენლებს თავის მოსაწყლება უყვართ. სხვათა შორის, ფული ყოველთვის აქვთ. გამომუშავებული თანხა კომფორტული ცხოვრებისთვის ყოფნის, მაგრამ სხვა არაფრისთვის. კურომ როგორც კი არ უნდა ეცადოს, სასტიკი სამყაროს გამდიდრების საშუალებას არ აძლევს.
კურო ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებს და სამუშაოზე მყარი გარანტიები სჭირდება: დღე-დღეზე გადახდა, კარგი დაზღვევა და ფიქსირებული შვებულება. აი, რა სჭირდება ბედნიერებისთვის!
მე-6 ადგილი – ლომი
ლომი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ნამდვილი მეფეა. როგორც ცნობილია, მეფე ღარიბი არ უნდა იყოს. თუმცა ლომს ფული სჭირდება იმისთვის, რომ თვალებში ნაცარი შეგაყაროთ. წარმატებული და მდიდარი ლომები სახლში იაფი ლაფშით იკვებებიან, ხოლო მათი პრესტიჟული ბინები ტარაკანებით სავსეა.
სხვათა შორის, ლომისთვის მნიშვნელოვანია ჩვენება და არა ყოფნა. ასეთი ქცევა მათთვის მოგებიანია: ძლიერი სამყაროს საზოგადოებაში ტრიალით თავისი პირველი მილიონის გამომუშავებას ახერხებს. შემდეგ კიდევ ერთის და კიდევ ერთის..
მე-5 ადგილი – კირჩხიბი
კირჩხიბს ფული სასიცოცხლოდ სჭირდება. სჭირდება და მორჩა! ვერ ვიტყვით, რომ ეს უარყოფითი თვისებაა, რადგან კირჩხიბს ყველაფერი სახლში მიაქვს. ამ ზოდიაქოს ნიშანს დაგროვება ახასიათებს, რადგან ხვალინდელი დღე ძალიან აწუხებს. კირჩხიბმა ზუსტად უნდა იცოდეს, საქმე, რომელზედაც დღე და ღამე მუშაობს, საკმარის ფინანსურ ნაყოფს გამოიღებს.
მე-4 ადგილი – ვერძი
ვერძის ბობოქარი ხასიათი პროგრესის მატარებელია. ვერძები ბავშვობიდანვე რისკზე გიჟდებიან და ყველა შესაძლო ფინანსურ თავგადასავალში ეშვებიან. ბუნებრივი სიმამაცე და იმპულსურობა ვერძს საკმარისი ქონების დაგროვებაში ეხმარება, თუმცა მსხვილი თანხა ამ ზოდიაქოს ნიშნის ჯიბეში დიდხანს არ რჩება. ფინანსური კეთილდღეობა სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული თანამგზავრია!
მე-3 ადგილი – თხის რქა
თხის რქა ყულაბის ქონას ოსტატურად ითვისებს: ბევრს შოულობს და ცოტას ხარჯავს. ამ იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნისთვის ფული მხოლოდ უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებაა. რა საჭიროა უსარგებლო ხარჯები, თუ შთამბეჭდავი თანხა შეგიძლიათ თვითგანვითარებაზე დახარჯოთ.
ცოდნა არის ის, რაც თხის რქას უფრო მეტი თანხის გამომუშავებაში ეხმარება. შრომისმოყვარეობა მისი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც დასახული მიზნის მარტივად მიღწევაში ეხმარება.
მე-2 ადგილი – მორიელი
საპატიო მეორე ადგილს მორიელი იკავებს, რადგან ის ფულზე გიჟდება და თავის მხრივ, ფულსაც უყვარს. ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად მორიელი ყველაფრისთვის მზადაა! ტიპიური მორიელი შესანიშნავი ბიზნესმენია.
თუმცა, თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი 40 წლამდე თვითდამტკიცებას ვერ შეძლებს, ფულის გამომუშავების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. თუ მორიელმა მსხვილი თევზის დაჭერა შეძლო, მის შემდეგ 10 თაობა ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.
1-ლი ადგილი – ქალწული
ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური ჰოროსკოპი ფიქრების და სურვილების საჭირო რელსებზე გადაყვანის, თქვენი ხედვის შეცვლის და მატერიალური ცხოვრების დალაგების შესანიშნავი მეთოდია.
წყარო: „ვივიენი“
1754233716
მსოფლიოღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებ...
1754231565
ახალი ამბებიპრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
„ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგე...
1754228694
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი
„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშ...
1754227097
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...
1754225277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში
„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...