რა გელოდება დღეს? - 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება, თუმცა სერიოზული გაგრძელების მოლოდინი ნუ გექნებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს თქვენი მთავარი ძალა თქვენს სისუსტეშია. სწორედ ამ სისუსტეებით სარგებლობთ და გარშემო მყოფებს, ფაქტობრივად, ატერორებთ. მიზანს ნებისმიერი საშუალებით აღწევთ, რაშიც ამ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ხშირად გეჩვენებათ, რომ სხვა ადამიანების გრძნობებზე თამაში სავსებით ბუნებრივია და თქვენს ქცევაში უჩვეულო არაფერია. ასე თუ გააგრძელებთ, ოჯახურ ტირანად იქცევით!

ტყუპები

ამ დღეს განწყობა მუდმივად გეცვლებათ - მხიარულებას სევდას ცვლის, სევდას კი ნოსტალგია. ასე რომ, თქვენი ემოციები ამინდივით არასტაბილურია. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ ან ისინი ისეთ ვინმეს ანდოთ, ვისი განწყობაც გაცილებით სტაბილურია.

კირჩხიბი

ამ დღეს ბუზის სპილოდ გადაქცევას შეეცდებით. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და უსასრულოდ ბევრს ბუზღუნებთ. თუ არ გსურთ, რომ ყველას თავი მოაბეზროთ, ეცადეთ, ნეგატივს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. სამაგიეროდ, ისეთ საქმეში, რომელიც ზედმიწევნით დიდ ყურადღებას მოითხოვს, წარმატებული ხართ. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია!

ლომი

დილიდან გული დიდი, ხმაურიანი კამპანიებისკენ მიგიწევთ, რათა ყურადღების ცენტრში მოხვდეთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების ფარგლებს არ გასცდეთ. გახსოვდეთ, რომ კრიტიკაზე და დაცინვაზე ლომები სხვებთან შედარებით, ორჯერ მკვეთრად რეაგირებთ.

ქალწული

მთელ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმობთ, რაც ძალიან კარგია. ახლა მთავარია, სახლსა და ცხოვრების კეთილმოწყობაზე იზრუნოთ, სხვა საქმეებს კი მოგვიანებით მიხედავთ. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ, თორემ რამდენიმე დღეს უსარგებლო დებატებში დაკარგავთ.

სასწორი

ეს დღე სავსეა გაუგებრობებით და მიზეზი თქვენივე გაურკვეველი მოქმედებებია - ყურადღებას ნებისმიერი წვრილმანი გიფანტავთ და წესებს არ ემორჩილებით. იმას, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით, ამ დღეს იმდენ დროს დაუთმობთ, რომ ყველა სხვა საქმე და გეგმა დაგავიწყდებათ.

მორიელი

ამ დღეს თუ საგანძურს არა, დიდი ხნის წინ „შავი დღისთვის“ გადანახულ ფულს იპოვით. რაც შეეხება ფინანსურ შემოსავალს, ამ მხრივაც სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მაგალითად, შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ და ის თქვენს წინადადებას დათანხმდება. მოერიდეთ უზომო ჭამა-სმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამების მომატება გემუქრებთ.

მშვილდოსანი

საკუთარ სურვილებსა და ემოციებს აყოლილი, განსხვავებულ აზრს დაუნდობლად ებრძვით. ამ დღეს თქვენთვის საკუთარი სურვილი კანონია, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. იმედი ნუ გექნებათ, რომ გარშემო მყოფები ამას მოიწონებენ - ამ საკითხებზე მათი შეხედულება რადიკალურად განსხვავებულია.

თხის რქა

დილიდან ჩაფიქრებული ხართ და ცდილობთ გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ. ზუსტი ინტუიციის წყალობით პერსპექტიულ ტენდენციებს სხვებზე ადრე გრძნობთ, მაგრამ პროცესებში ჩარევა და მონაწილეობა არ გინდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იცით წარმატებას როგორ მიაღწიოთ, თუმცა მოქმედების სურვილი არ გაქვთ.

მერწყული

ამ დღეს ვარსკვლავები მერწყულის შემოქმედებით პოტენციალს აძლიერებენ. წინ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და საინტერესო თემებზე ურთიერთობას გელოდებათ

თევზები

ამ დღეს საინტერესო იდეები გეწვევათ, რომლებიც როგორც თქვენს კარიერაზე, ისე ზოგადად, ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ასევე მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც, მატერიალური თვალსაზრისით, პერსპექტიული იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები