რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 ვერძი

ფრთხილად და ყურადღებიანი იყავით პროფესიულ საკითხებში, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ნუ ეცდებით იმის დამტკიცებას, რაც თქვენს ძალას აღემატება.

კურო

სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. გულწრფელობა ახალ, საიმედო მეგობრებს გაპოვნინებთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

ტყუპები

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა, თუმცა არახელსაყრელი პერიოდია რადიკალური ცვლილებებისთვის, ამიტომ დასჯერდით იმას, რაც გაქვთ. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და მოგვიანებით ვეღარაფერს შეცვლით.

კირჩხიბი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. შესაძლოა, პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა მოახერხოთ, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეცადეთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ლომი

გამოცდილი ადამიანის რჩევა ფინანსების სწორად მართვაში დაგეხმარებათ. დღეს ნუ იჩქარებთ ფულის დახარჯვას და არ აიღოთ სესხი. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

ქალწული

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ ტაქტსა და სიფრთხილეს მოითხოვს. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და დიდი ხნის წინ დაწყებული დავა დაასრულოთ.

სასწორი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. მოაწესრიგეთ თქვენი საქმეები, რათა მზად დახვდეთ ყველა სახის სიურპრიზს. ამ ეტაპზე მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ფოკუსირება და სწორი გზის პოვნა გაგიჭირდებათ.

მორიელი

სამსახურში წარმატებაა მოსალოდნელი, ან შესაძლოა ახალი პერსპექტიული საქმე შემოგთავაზონ. ყველაფერი კარგად განვითარდება და, შესაძლოა, საკმაოდ სოლიდური სარგებელი მოგიტანოთ. ყურადღებით იყავით, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ და საჭირო მედიკამენტები მოიმარაგეთ.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ ზედმეტი საუბრისგან და ნუ გაამხელთ თქვენს სამომავლო გეგმებს, რადგან ეს ხელს შეგიშლით მათ განხორციელებაში. იყავი ფხიზლად და ყურადღებით.

თხის რქა

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, განმარტოვდეთ და, უბრალოდ, დაისვენოთ. ყველაფერი, რაც დღეს წარუმატებლობად მიგაჩნიათ, შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელი იყოს. თუ მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით.

მერწყული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მერწყულებისთვის. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს თქვენი აზრები ორგანიზებულია, მეტყველება კი დამაჯერებელი. თუმცა, სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ასევე წაიკითხეთ:

🔵"ვანი გლოვობს, მამა-შვილის სხეული მიაბარეს მიწას. ალბათ, ძალიან შეგცივდებათ, მაგრამ გვჯერა, რომ მზის პირველი სხივები გაათბობს თქვენს გაყინულ სხეულს" - შოთო სიხარულიძე

🔵"ჩემი ბიოლოგიური მამა, ან დედა, ვიღაც ქალისგან არის გაჩენილი, რომელმაც თავისი ნამდვილი გვარი არ იცის" - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური ნათესავები იპოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა