რა გელოდება დღეს? - 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს საკუთარ თავში რთული პრობლემის მარტივად გადაჭრის საოცარ უნარს აღმოაჩენთ. თუმცა თუ პრობლემასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ, უბრალოდ გადააბიჯებთ და გზას გააგრძელებთ. შესაძლოა, ეს თანმიმდევრულობის თვალსაზრისით არასწორია, მაგრამ ეფექტურობის თვალსაზრისით გამართლებულია.

კურო

ყველაფერი დილიდან გაქვთ დაგეგმილი, ამიტომ განსაკუთრებული სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. ზოგადად, ეს დღე საგულდაგულოდ შედგენილ დიაგრამას წააგავს და საეჭვოა, თქვენს გეგმებს რამემ ხელი შეუშალოს. დღის მეორე ნახევარში მოწყენა არ გემუქრებათ - რაღაც საინტერესო მოხდება!

ტყუპები

შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ სისულელეს ამბობთ, თუმცა ვიღაც სხვა თქვენი მსჯელობით მოიხიბლება. უბრალოდ, ამ დღეს ყველაფრის გართულებისკენ ხართ მიდრეკილი. შეეცადეთ, საკუთარი აზრები უფრო მარტივად გამოხატოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

კირჩხიბი

შესაძლოა მთელი დღე სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ფიქრში გაატაროთ. თქვენი გეგმები ძალიან განსხვავებულია: სახლის გარემონტებიდან ლამის სამყაროს რეორგანიზაციამდე. ზოგიერთი მათგანი შთამბეჭდავია, თუმცა მათი განხორციელების დრო არ გრჩებათ. იქნებ ეს უკეთესიცაა?

ლომი

გირჩევთ ინტელექტუალურ საქმიანობისთვის დრო გამონახოთ - ეს არის ის, რაც ამ დღეს ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ და ყველაზე კარგად გამოგდით. თუ თავსატეხების ამოხსნა ან ზედმეტად ჭკვიანური წიგნების კითხვა გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ მუზეუმში ან ექსკურსიაზე წახვიდეთ.

ქალწული

ამ დღეს არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც ვიღაცის რჩევა-დარიგების მოსმენა. გარშემო მყოფები კი, თითქოს თქვენს ჯიბრზე, მთელი დღე ამით არიან დაკავებული. ასე შეიძლება კაცობრიობის რწმენაც კი დაკარგოთ. ერთადერთი, რაც ოპტიმიზმით გავსებთ, საკუთარი ინტელექტია და სულ არ გაღელვებთ, თუ გარშემო მყოფები არ გეთანხმებიან.

სასწორი

სასწორის წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია! სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებით და ცხოვრებას დახლართული გეგმებით ირთულებთ და საკუთარ აზრებში იკარგებით. გახსოვდეთ, რომ აქედან ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებთ - ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

მორიელი

ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით იყავით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის

თხის რქა

ამ დღეს თავში უამრავი სხვადასხვა იდეა მოგდით. გეგმები სახლისა კეთილმოწყობის შესახებ ძალიან კონსტრუქციული და გონივრული იქნება, მაგრამ მათი განხორციელება უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა, ვიდრე რეალობის. სცადეთ საკუთარი იდეებიდან ყველაზე რეალისტური და ადვილად განსახორციელებელი შეარჩოთ და საქმეს შეუდექით.

მერწყული

დეები, რომლებიც ამ დღეს ბრწყინვალე და საინტერესო გგონიათ, რამდენიმე დღის შემდეგ სრულ სისულელედ მოგეჩვენებათ.სამსახურში და სახლში მოსალოდნელია უთანხმოება და მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

თევზები

როგორ გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? ამ თემაზე შეიძლება საინტერესო იდეა გეწვიოთ, ამიტომ გირჩევთ კალამი აიღოთ და ბლოკნოტში ჩაიწეროთ. მოვა დრო და ეს იდეა მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. რაც შეეხება სიყვარულს, ამ დღეს ფიქრს მოქმედება ჯობს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა