ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აპრილში განსაკუთრებით გაუმართლებთ და ოცნებების ასრულებას შეძლებენ - ასტროლოგების პროგნოზი

 
ასტროლოგების პროგნოზით, აპრილი ბევრი ადამიანისათვის ცვლილებებისა და გადაფასების თვე იქნება. თუმცა, ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს და ისინი საკუთარი ოცნებების ასრულებას შეძლებენ:

კირჩხიბი

ასტროლოგების თქმით, 2023 წლის აპრილი კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით იღბლიანი და საინტერესო იქნება, რადგანაც თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. შესაძლოა, სამსახურში დაწინაურდეთ, რაიმე ახალი პოზიცია შეიძინოთ, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვოთ და ფინანსური სარგებელი ნახოთ. ეს კი მოგცემთ შანსს, თქვენთვის მნიშვნელოვანი სურვილები აისრულოთ, კიდევ უფრო განვითარდეთ და ახალი პროექტები სცადოთ. ამ თვეში იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომაც შეეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. თუკი რომელიმე საქმის შესრულება ან დაწყება გსურდათ და აქამდე არ გამოგდიოდათ, ახლა იდეალური შანსია, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ.

თხის რქა 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარსკვლავებმა 2023 წლის აპრილში ერთ-ერთ ფავორიტად სწორედ თხის რქის ნიშანი აირჩიეს. ახლა დროა, მიიღოთ ყველა ის სიკეთე და მხარდაჭერა, რასაც იმსახურებთ. შესაძლოა, წინა კვირები დაძაბული და ემოციური იყო, გადაიღალეთ და მოტივაცია დაკარგეთ, მაგრამ აპრილის თვეში სასიამოვნო სიახლეები გელით. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება. შესაძლოა, ახალ სოციალურ წრეში მოხვდეთ, გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანები, გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ და წარმატებასაც მიაღწიოთ. გექნებათ ძალიან დიდი ენერგია და მოტივაცია, რაც აუცილებლად გამოგადგებათ.

ვერძი

გაზაფხულის მეორე თვე თქვენთვის დიდი ცვლილებების პერიოდი იქნება. ყველა ის საქმე, რომლებიც აქამდე წარმოუდგენლად რთულად გეჩვენებოდათ, ამ თვეში ძალიან მარტივად მოგვარდება და შესაძლოა, თავადაც გაგიკვირდეთ, როგორ სწრაფად და პოზიტიურად იცვლება თქვენი ყოველდღიურობა. იგრძნობთ დიდ მოტივაციასა და ენერგიას, ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად სამსახურში დაგაწინაურონ, შრომისმოყვარეობის გამო ბონუსი ჩაგირიცხონ, უკეთესი პოზიცია შემოგთავაზონ, ან კიდევ თავად გადაწყვიტოთ საკუთარი საქმის წამოწყება. ნებისმიერ შემთხვევაში, აპრილი თქვენთვის სასიამოვნო ცვლილებების თვე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკლავებმა" - ბერი ან­დრი­ას დე­და, თი­ნა­თინი (ფოტოები)  

🔵რა გელოდება დღეს? - 29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1686253094

ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...

ზოგადი

1686165381

სპორტი

15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი! 

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...

wrest

1686147510

ემიგრაცია

რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა:  „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...

იტალია

1686080217

სპორტი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...

soccer

1686054294

სპორტი

საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...

soccer