იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა - ექსკლუზივი

ქართველი ემიგრანტი იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა, კატეგორიაში +40. კონკურსი 29 მაისს მადრიდში, Castillas de Pinto Halls-ში გაიმართა. იზაბელა კატალონიას წარმოადგენდა, როგორც კატალონიის სილამაზის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული.

ჩვენ მას ესპანეთში დავუკავშირდით, გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე შეკითხვაც დავუსვით. აღმოჩნდა, რომ იზაბელა წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონიდანაა, პროფესიით იურისტია და აქამდე სამოდელო სფეროსთან და სილამაზის კონკურსებთან შეხება არ ჰქონია.

- პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას და გკითხავთ, რამდენი ხანია რაც ესპანეთში ცხოვრობთ და როგორ აღმოჩნდით ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე?

- უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის... 12 წელია რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემთვის სამოდელო სფერო ცოტა უცხოა, რადგან პროფესიით იურისტი ვარ და აქამდე არც კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა. აქაც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობ, სადაც დეფილე ეწყობოდა და მონაწილეობა მთხოვეს. სწორედ ერთ-ერთ დეფილეზე შემამჩნია კონკურსის ორგანიზატორმა და კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. არ ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ დედას და ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით გავედი "მის კატალონია 2022-ზე" (+40) და გავიმარჯვე.

- ეს "მის ესპანეთის" საგზური აღმოჩნდა?

- დიახ, ამ კონკურსიდან ორ თვეში დამიკავშირდნენ და "მის ესპანეთი 2022-ზე" გამოსვლა შემომთავაზეს. ამ ყველაფერზე ჩემს ასაკში ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ აქაც გავიმარჯვე.

- ალბათ, ესპანეთის მოქალაქე ხართ, რადგან კონკურსში მონაწილეობის უფლება მიიღეთ, მაგრამ თქვენი ეროვნების გამო პრეტენზიები ხომ არ გამოუთქვამთ?

- ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს მეც და ჩემს შვილსაც. ჟიურის მხრიდან პრობლემა არ ყოფილა, თუმცა, მონაწილეებს შორის შეიმჩნეოდა მითქმა-მოთქმა, მაგრამ ღიად არ გამოუხატავთ, ყველა მილოცავდა.

- ფოტოებში კონკურსანტებს შორის ძალიან გამოირჩევით გარეგნობით, განსაკუთრებით სიმაღლით...

- სიმაღლით 190 სმ. ვარ. კონკურსზე 12 სმ. ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. არასდროს დამავიწყდება ჟიურის სახე, როდესაც პირველად დამინახეს.

- სამომავლოდ თუ აპირებთ ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას?

- აუცილებლად. ტიტულის გარდა, არაერთი შემოთავაზება მივიღე რიგი კომპანიებისგან. ერთ-ერთ მათგანთან უკვე გავაფორმე კონტრაქტი. ჯერ არ მაქვს კომპანიის დასახელების უფლება. ერთი წლის განმავლობაში ამ კომპანიის სახე ვიქნები.

ესაუბრა ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1713960986

ახალი ამბები

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!“ - მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის...

მამუკა მდინარაძე

1713959027

საზოგადოება

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა. მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასა...

	ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

1713958613

საზოგადოება

„წარმატებას ვუსურვებ გიორგის, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯან-ღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“ – ნიკოლოზ წულუკიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძემ „იმედის დღის“ განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე რუბრიკაში „პერსონა“ ვრცლად ისაუბრა. რუბრიკის დასასრულს, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ...

ყიფშიძე და წულუკიძე

1713958231

საქართველო

კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს...

პოლიტიკოსი კახა კალაძე

1713188134

საზოგადოება

"ისე წახვედი, რომ არც კი დაგინახავს 23 წლის ნანატრი შვილები" – ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულად დაიღუპა

სავარაუდოდ ორსულობის გართულებით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ის 23 წელი ელოდებოდა შვილს.  “ჩემო ხათუ ბიცოოოო  ეს რა დაგემართა ღმერთოოო როგორ დატოვე შენი 23 წლის ნანატრი შვილები. ისე გაგვიფრინდი არც კი იცო...

ზოგადი