ნია წიკლაური, 21 წლის ქართველი მოდელის, იტალიური კარიერა, რომელმაც უკვე მრავალი დიზაინერის ყურადღება მიიქცია

მიუხედავად რთული არჩევანისა, ადამიანების ნაწილი ახერხებს ემიგრაცია გამოწვევად აქციოს და ახალი შესაძლებლობების ტრამპლინად გამოიყენოს. 

დღეს, ჩვენს მკითხველს ემიგრანტი დედის, წარმატებულ შვილზე გვინდა ვუამბოთ. გოგონა, რომელმაც ემიგრაციაში მყოფ დედას იტალიაში ჩამოაკითხა და საქართველოში დაწყებული სამოდელო კარიერა ნეაპოლში წარმატებით გააგრძელა. 

როგორც ნია წიკლაური, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მან წარმატებას დიდი შრომის და ძალისხმევის ფასად, დამოუკიდებლად მიაღწია, რათა აეხდინა პატარა-დიდი სურვილები.

 

- ნია, რას გულისხმობ "პატარა-დიდ“ სურვილებში?

- 5 წლის წინ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი დედასთან იტალიაში, რომელიც უკვე ათი წელია ნეაპოლში ცხოვრობს და გამეგრძელებინა სწავლა მოდის განხრით, ასეც მოხდა. სწავლა გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში და გადავწყვიტე თავისუფალი დრო დამეთმო საყვარელი საქმიანობისთვის. დავიწყე სრულიად დამოუკიდებლად სამოდელო სააგენტოების ძიება, რამაც იმ შედეგამდე მიმიყვანა, რომ დღეს უკვე არაერთი მნიშვნელოვან გადაღებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავდაპირველად ძალიან რთული იყო რადგან საქართველოში მხოლოდ ჩვენებების მონაწილე ვიყავი, აქ კი პოდიუმიდან პირდაპირ გადასაღებ სცენაზე აღმოვჩნდი.

- მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ, როგორ აღმოჩნდი 13 წლის ასაკში მოდის სამყაროში?

- ერთ ჩვეულებრივი დღე იყო, სკოლაში გაკვეთილი შეწყდა რადგან ერთ-ერთი სააგენტოს (ელ-სთაილის) აგენტი კლასში შემოვიდა, კასტინგზე მოდელების შესარჩევად. აგენტი ჩემით დაინტერესდა და მირჩია ამ პროფესიას გავყოლოდი. რჩევა გავითვალისწინე და ასეც მოვიქეცი... შემდეგ მონაწილეობა მივიღე პროექტ "ტოპ-მოდელში", შემნიშნა ასევე სააგენტო ნატალიმაც. ასევე მონაწილეობას ვიღებდი თბილისის „ფეშენ-ვიქსა“ და „მერსედეს-ბენც“ ფეშენ ვიქზე.

- ნია, იტალიაში რომელი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში გაქვს მონაწილეობა მიღებული?

- მონაწილეობა მივიღე ფერაგამოს, რენატო ბალესტრას და სხვა მრავალი დიზაინერების ჩვენებებზე.

- ძირითადად სად გიწევს გადაღებები?

- გადაღებები მიწევს იტალიის სხვადასხვა რეგიონებში, როგორც გარე სივრცეში ასევე ფოტო სტუდიებში.

- როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები იტალიში: რთულია ინტეგრაცია ამ ქვეყანაში? რა მესიჯს გაუგზავნიდი ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიაში?

- ჩამოსვლის დღიდან შემიყვარდა იტალია, თავისი კულტურით და სილამაზით, მაგრამ მალევე გავაანალიზე, რომ რთული გზა მელოდა. მქონდა ენის ბარიერი, რაც ხელს მიშლიდა ადამიანებთან კომუნიკაციაში. ადაპტაცია ადვილი არ არის, რა სფეროშიც არ უნდა გვიწევდეს მუშაობა, მაგრამ დროდადრო ყველაფერს ეჩვევი. იტალიელი ხალხიც ძალიან მეხმარება ამაში. რომ არა ჩემი მიზანსწრაფული ხასიათი, შემეძლო სხვადასხვა სირთულის გამო ადვილად დავნებებოდი და ამ შედეგსაც ვერ მივაღწევდი. თავდაუზოგავ შრომას და უცხო კულტურის მიმღებლობას მოაქვს შედეგი, როგორც ინტეგრირების ასევე პროფესიული თვალსაზრისით.

- როგორია შენი შთაბეჭდილებები ნეაპოლზე, ქალაქზე, სადაც უკვე 5 წელია ცხოვრობ?

- ნეაპოლი, იქიდან გამომდინარე, რომ კონტრადიციული ქალაქია, იტალიაში ყველაზე ლამაზ და საინტერესო ქალაქად მიმაჩნია. ნეაპოლელები ძალიან გვგვანან ქართველებს, მათ იციან თანადგომა, პატივისცემა, არიან სტუმართმოყვარეები და კარგი იუმორითაც გამოირჩევიან. იმდენად კარგად მიმიღეს, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მათთან ერთად.

- რა შემთხვევას გაიხსენებდით ნეაპოლთან დაკავშირებით?

- ახალი ჩამოსული ვიყავი და გზა ამერია, გამვლელ ნეაპოლელს ვთხოვე მიენიშნებინა საით გამეგრძელებინა გზა. ამ ადამიანმა კურსი შეცვალა და გამომყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნეაპოლურ ხასიათს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და იტალიურადაც გამართულად ვერ ვსაუბრობდი, ცოტა გაკვირვებული და შეშენებულიც დავრჩი, არ ვიცოდი რატომ მომყვებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე მე მეხმარებოდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივეცილებინე. შემდეგ გავიგე, ნეაპოლელები ყოველთვის ასე იქცევიან, ასე რომ სანამ მათ ჰკითხავთ მიმართულებას, დაფიქრდით გინდათ თუ არა თანმხლებით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე (იცინის).

- და ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებზე თუ გვეტყოდი ორიოდ სიტყვით?

- ვაგრძელებ მოდელად მუშაობას და მიღებული გამოცდილებიდან მსურს ამ პროცესს, დიზაინერის ჭრილიდანაც შევხედო.

- ანუ სამომავლოდ შესაძლოა ნია წიკლაური ვიხილოთ, როგორც დიზაინერი?

- გამორიცხული არაფერია, დიზაინერობა ჩემი სურვილია, რაც ასევე ჩემი გეგმების ნაწილია.

ინტერვიუ მოამზადა მაკა ხაჩოშვილმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები