„ქვეყნის ცივილიზებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაემორჩილონ კანონს მაშინაც, როცა ეს მათ ინტერესს ეწინააღმდეგება“ - რამაზ საყვარელიძე (ინტერვიუ)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ ვხედავთ,  პოლიტიკური ნიშნით გაერთიანებულ და ამავე დროს დანაწევრებულ საზოგადოებას,  რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი  და  სურვილი აერთიანებს, მაგრამ ქვეყნის პერსპექტივას სხვადასხვაგვარად აფასებს.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, კვლავ პოლიტიზებულ გარემოში მოუწევს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება? რა გავლენას მოახდენს ეს მეორე ტურის შედეგებზე?

- არჩევნები პოლიტიკური მოვლენაა, ხელისუფლებაში მოსვლაზე დიდი მიზანი პოლიტიკაში არ არსებობს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ არჩევნები პოლიტიზებულ გარემოში მიმდინარე პროცესია. ისიც ბუნებრივია, რომ პოლიტიკური კონტექსტი გავლენას მოახდენს მეორე ტურის შედეგებზე. როგორც წესი, მეორე ტურში ადამიანები უფრო გამოკვეთავენ საკუთარ პოზიციას და ნეიტრალურების რიცხვი შემცირდება.

- საზოგადოება, ძირითადად, ორ ნაწილად არის გაყოფილი და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგი უმცირესობაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილის პროტესტს გამოიწვევს, რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ?

- ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი ადამიანების ნაწილს ტოვებს უკმაყოფილოს. ქვეყნის ცივილიზებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დაემორჩილონ კანონს მაშინაც, როცა ეს მათ ინტერესს ეწინააღმდეგება. არჩევნების შედეგების გაპროტესტებასაც აქვს კანონიერი ფორმები. თუ გაპროტესტების კანონიერმა ფორმებმა არ მოუტანა შედეგი უმცირესობას, დასავლური სტანდარტით უმცირესობა ამას უნდა დამორჩილდეს. თუ უმცირესობა არ დაემორჩილება შედეგს, მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება იქნება კანონიერი. თუ ძალამ კანონიერება ვერ აღადგინა, ქვეყანაში იქნება ქაოსი, რითაც ისარგებლებენ ის პოლიტიკური სუბიექტები (ქართული პარტია, სხვა ქვეყანა), რომელთაც კანონით არ ეკუთვნით გავლენის მოპოვება საქართველოზე.

- რამდენად და როგორ აისახება არჩევნების შედეგები საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე?

- თუ არჩევნები ჩატარდა დასავლური სტანდარტით, დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გაიზრდება ინვესტიციების რიცხვი და ზომა. თუ მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდება კანონს და ქვეყანას წაიყვანს ქაოსისკენ, ეს დაამუხრუჭებს დასავლეთთან ურთიერთობას, რაც შედის რუსეთის ინტერესებში.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი

1714766687

სოციალური მედია

„თქვენი გადასაწყვეტი არაა რატომ დაწერა ბუდუმ და რატომ არ დაწერა კვარამ! ან რას დაწერენ და არ დაწერენ შემდგომში!“ - ანი კიკნაძე

ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რომელი ფეხბურთელი რას დაწერს არ არის საზოგადოების საქმე.  „არავის დირექტორები არ ხართ!დ...

ჟურნალისტი

1714765122

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. რ...

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა