როცა მეკითხებიან – როგორ ხარ? მე ავტომატიურად საქართველოზე ვიწყებ საუბარს

მილანში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა, მელი თურმანიძემ, რომელიც ფართო აუდიტორიამ ციფრული გადაცემით“ ლიტერატურული საღამოები მელისთან ერთად“ გაიცნო, მაყურებელს ახალი, ონლაინ გადაცემა “გარიბალდის 73“  შესთავაზა, სადაც პირველ სტუმრად, იტალიელი ისტორიკოსი, ფრანჩესკო ტრეჩი მიიწვია.

მელი თურმანიძე ქართულ-იტალიური ასოციაცია “მერანი“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გახლავთ, რომელიც ასოციაციის ფარგლებში, იტალიაში არსებულ  საემიგრაციო საზოგადოებას და არა მარტო საემიგრაციო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებით ანებივრებს.

რაც შეეხება ფრანჩესკო ტრეჩის, ის იტალიაში არსებულ ქართულ საემიგრაციო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს. თანამედროვე რეალობაში, იტალიელმა ისტორიკოსმა, ორი ერის დაკავშირება და იტალიაში საქართველოს შესახებ წარმოდგენის შექმნა, ცოდნის გზავნილით შეძლო. მან საქართველოს ისტორიისა და რეგიონების შესახებ ილუსტრირებული წიგნები იტალიურ ენაზე გამოსცა, რომელთა საშუალებითაც ქართველმა ემიგრანტებმა, იტალიას საქართველო და ერის წარმომავლობა გააცნეს.

Exclusivetv.ge-ს მკითხველს, “გარიბალდის 73“-ში გასული სიუჟეტის სრულ ვერსიას ინტერვიუს სახით ვთავაზობთ.

– ჩემი პირველი კითხვა ასეთია – რატომ საქართველო?

– ყველაფერი ბევრი წლის წინ დაიწყო, როცა 2000 წელს, ერთ-ერთ ჟურნალში საქართველოს შესახებ  წავიკითხე. მაშინ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ამ ქვეყნის შესახებ.  საქართველო, ჩვენთვის სტალინს და ედუარ შევარდნაძეს წარმოადგენდა, ამიტომაც მიიქცია ყურადღება საქართველოზე დაწერილმა წერილმა, სადაც ჟურნალისტი ყვებოდა, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა, სადა 2000 წელიწადზე მეტია ერთი და იგივე ენაზე საუბრობენ და რომ მათ საკუთარი დამწერლობაც კი აქვთ.  ავტორი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში იციან საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომ თუ საქართველოში, გზაზე შემთხვევით ავტომობილი გაგიფუჭდა, უთუოდ გამოჩნდება ვინმე, ვინც მოგხედავს. მე, რომელსაც ძალიან მიყვარს ანტიკური ქვეყნების ისტორია, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ვისწავლიდი ქართულს და წავიდოდი საქართველოში. ამის შანსი ორი წლის შემდეგ მომეცა, როცა უნივერსიტეტში შემომთავაზეს დიპლომი საქართველოს თემაზე დამეცვა. ამ შემთხვევითობამ ძალიან გამახარა, დავიცავი დიპლომი და საბოლოოდ საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი, მოგზაურობა საქართველოში.

საქართველოში პირველად 2003 წელს ჩავედი, იმ დროინდელი საქართველო მახსოვს სრულიად განსხვავებული. მახსოვს შევარდნაძის პერიოდი, დრამატული მდგომარეობა. დავიწყე ქართული ენის სწავლა, ვსწავლობ ახლაც გაგა შურღაიასა და ვარდო თვალაძესთან. ვცდილობ უფრო და უფრო გავაღრმავო ენის ცოდნა და ურთიერთობა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ საქართველოსთან არაფერი მაკავშირებს სიყვარულის გარდა.

– თქვენ წერთ რომ საქართველოში სტუმარი, მოგზაური და უცხოელი უფლის საჩუქრად ითვლებიან. მართლაც ასე იყო?

– სამუდამოდ დამამახსოვრდა შოთა რუსთაველის ფრაზა, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“, ესაა ქართული სული. მაშინაც კი, როცა ეკონომიური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ქართველები საკუთარ თავს აკლებდნენ, რომ ჩემთვის ესიამოვნებინათ. ესაა გასაოცარი ხალხი, გასაოცარი ერი. საქართველო არის ჩემი ცხოვრებვის ყველაზე დიდი გატაცება.

– როგორ გაჩნდა სურვილი დაგეწერათ წიგნები საქართველოს ისტორიაზე?

– ყველაფერი დაიწყო ძალიან უბრალოდ. მე ვცხოვრობ ფირენცეში, სადაც ხუმრობით ქართველსაც მეძახიან. 2010 წელს, ჩვენთან გაიხსნა ქართული სამრევლო. მე მაშინვე წავედი მის გასაცნობად. ეკლესიასთ ძალიან კარგი ფოლკლორული ჯგუფი “ნანილა“ ჩამოყალიბდა. ერთხელ, ერთ-ერთი კონცერტის ბოლოს შემომთავაზეს დამეწერა წიგნი საქართველოზე, რომ იტალიელებამდე მიეტანათ მეტი ინფორმაცია საკუთარი სამშობლოს შესახებ.  ისინი ყიდულობენ საკუთარ სამშობლოზე დაწერილ წიგნებს იტალიურ ენაზე და ჩუქნიოან მათ დამსაქმებლებს, იტალიელ მეგობრებს, რადგან ამ ხალხს პურივით ესაჭიროება, რომ იცნობდნენ, მათ აქვთ საჭიროება თქვან, ჩვენ  ვართ ქართველები, ჩვენ ვართ, დავით აღმაშებენელი, ფარნავაზი, ფარსმანი! გვაქვს ისტორია, კულტურა, შეგვხედეთ!

ჩემი წიგნის მისია, უცოდინრობის კედლის დანგრევა გახლდათ. იდეა საინტერესო აღმოჩნდა და პირველ წიგნს მოყვა მეორე დასურათებული წიგნი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართული კულტურისა და ისტორიის საუკეთესო ელჩები, თავად ქართველები არიან , რადგან ისინი იმყოფებიან ქვეყნის გულში, ოჯახებში, სადაც მათ შეუძლიათ მიიტანონ ცნობიერება საკუთარ სამშობლოზე.

– საქართველოში არაერთი  მოგზაურობის დროს, რომელი შიდა მოგზაურობა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

– საქართველოში მოგზაურობიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა პირველი,  ანუ 2003 წლის მოგზაურობა, შიდა მოგზაურობიდან კი არის რამდენიმე, რომელთაგან გამოვყოფ სამცხე ჯავახეთს, ახალციხეს, ვარძიას, საინტერესო იყო კახეთიც, ისე როგორც მოგზაურობა აჭარაში. ერთხელ გადავწყვიტე ბათუმში ჩასვლა გოდერძის უღელტეხილის გავლით და სამუდამოდ შემორჩა ტვინს ეს მოგზაურობა, რადგან  ძალიან გავდა დროში მოგზაურობას საუკუნობრივი ნახტომებით. გოდერძიზე თითქოს შუასაუკუნეების  ეპოქა იყო, რამდენიმე საათის მოგზაურობის მერე კი აღმოვჩნდი ბათუმში, სუპერ თანამედროვე ქალაქში. 

– გემო რომელიც საქართველოს გახსენებთ?

– თუ ქართულ გემოზე უნდა ვიფიქრო, მაშინ ხინკალს გამოვყოფ, ეს კერძი არის საქართველოს სული. საქართველოს მახსენებს სანელებლებიც.

– რამდენად განსხვავდებიან ქართველი უბრალო ადამაინები, იტალიელი უბრალო ადამიანებისგან?

– მართალია ორივე  ხალხი ძალიან თბილი ბუნებით ხასიათსდებიან, მაგრამ ქართველები უფრო მეტი სითბოთი გამოირჩევიან, მათ მეტად უყვართ ურთიერთიობები, რაც  იტალიაში ნაკლებადაა.

– რა წარმოაჩენს საქართველოს ყველაზე მეტად, ქართული კულტურიდან?

– ჩემი აზრით ენა და დამწერლობა, რომელიც არ არის ინდო-ევროპული და ის ფაქტი რომ შემოინახეთ ენა, რომელსაც აქვს სამიათას წელზე მეტი ისტორია. მე კარგად მახსოვს ზურაბ ჟვანიას სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასდადამე მე ვარ ევროპერლი“, რაც ძალიან საინტერესო პოზიციაა, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ საჭიროა ინტეგრიგება, ისე რომ საკუთარი იდენტობა არ დაიკარგოს.

მოვუწოდებ ყველა იტალიელს, რომ შეისწავლონ ეს საოცარი ენა, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს რთული, თუმცა იქ შემთხვევით არაფერია, ყველაფერს აქვს ღრმა და საინტერესო ახსნა.

– სხვაობა პირველად და ბოლოს ნანახ საქართველოს შორის?

– პირველი მოგზაურობის დროს, მახსოვს ოთხმოიცდაათიანებში გაჭედილი საქართველო. საქართველოს წარმოადგენდა დევნილებით სავსე სასტუმრო ივერია. საქართველო, რომელიც 2019 წელს ვნახე, თითქოს დროში ნატყორცნივით იყო წინ წასული, მაგრამ აშკარად ჩანს ლამაზი ვიტრინების უკან ბზარები. მე ვისურვებდი საქართველოს უფრო ძლიერს, საიდანაც ქართველები ემიგრაციაში კი არა სამოგზაუროდ წავლენ.

ასოციაცია “მერანი“-ს საინფორმაციო მხარდამჭერია Exclusivetv.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1714813237

ახალი ამბები

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით“ - კახა კალაძე

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას...

კახა კალაძე

1714812494

ახალი ამბები

„ბორდომ“ „აიაჩო“ გაანადგურა - ზურიკო დავითაშვილის მეშვიდე გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და...

ზურიკოზურიკო