ვარსკვლავთცვენა მილანში – რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს

ვარსკვლავთცვენა მილანში – გასულ კვირას განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა მილანის ცენტრალურ უბნებში. უზადო პროფესიონალიზმის წყალობით, დეკორაციებითა თუ ნივთებით, წინა საუკუნის სტილით გაცოცხლებული წარსულის მეშვეობით, რომელიც რიდლი სკოტის მომავალი ფილმის გადასაღები მოედნისთვის შეიქმნა, დროში გასეირნება მოხდა.

გასეირნებას სასიამოვნოს ვერ დავარქმევ ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა, გადასაღებ მოედანთან ბედნიერი შემთხვევითობით მოხვედრილი ადამიანების თქმით, გარემო მართლაც გამაოგნებელი იყო.
გამორჩეული ხედვისა და გემოვნების ინგლისელი პროდიუსერი და რეჟისორი რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს.
“გუჩის სახლი”, რომელიც წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ეკრანზე და მთავარი სცენები, ამბიდან გამომდინარე მილანში გადაიღეს, მართლა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან რეალურ ფაქტებსა და მოტივებზე დაწერილი რომანის ეკრანიზაციაა.

გუჩის მოდის იმპერია, შექმნილი გუჩიო გუჩის მიერ, დაარსებიდან ზუსტად საუკუნის შემდეგაც, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ ბრენდად ითვლება და უდავოდ გამოირჩევა სტილითა თუ ორიგინალურობით.
სწორედ ამ იმპერიის ოჯახის ტრაგედიასა და ცხოვრებას ეძღვნება ფილმი და გამომდინარე სიუჟეტიდან, რომელიც მოდის სამყაროს, ელიტას, მის ლაბირინთებსა და ინტრიგებს ეხება და ცხადია, მთავარი ხაზი –
მაურიციო გუჩის მკვლელობის გაცოცხლებული ამბავი იქნება ეკრანზე, დარწმუნებული ვარ ათმაგად მიმზიდველი იქნება, რადგან რეალური ამბის გმირებს, კინოსა და მუსიკის ნამდვილი ვარსკვლავები განასახიერებენ: – ალ პაჩინო, რომელსაც გუჩის იმპერიის დამაარსებლის როლში ვიხილავთ და მილანის ულამაზესი, ცნობილი სასტუმრო “პარიზი” მასპინძლობდა, მიუხედავად წლების მატებისა, საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ლედი გაგა და ადამ დრაივერი, მაურიციო გუჩისა და პატრიცია რეჯანის ოჯახურ წყვილს განასახიერებს.

გამორჩეული ჯერემი აირონსი და ორიგინალური ჯარედ ლეტო, რომელიც ნიღაბში და სტაფილოსფერ შარვალში ისე დასეირნობდა მილანის ქუჩებში, რომ კაციშვილი ვერ სცნობდა, საკმაოდ შთამბეჭდავ სახეებს შექმნიან პერსონაჟებიდან გამომდინარე.

სწორედ ამ ვარსკვლავების სტუმრობამ გამოიწვია მილანში დიდი ვნებათაღელვა და მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე შეღწევა რთული იყო და ჩვეულებრივ მოკვდავებს არ გვქონდა საშუალება მათი ხილვისა, ყოჩაღმა ფოტოგრაფებმა შეძლეს ამბების დაფიქსირება.

ამბობენ, სკოტი არც ამ ფილმში უღალატებს სტილს, მით უფრო, როცა ფილმი მოდის სამყაროს ეხება და ულამაზესი სამოსი, სამკაული, ძირფასეულობა შეიქმნა თურმე შეკვეთით. სიმდიდრე და ფუფუნება ნამდვილად იყო მაურიციო გუჩის ოჯახში, რომელმაც 1972 წელს პატრიციაზე რეჯანიზე იქორწინა.

ვარსკვლავთცვენა მილანში – გასულ კვირას განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა მილანის ცენტრალურ უბნებში. უზადო პროფესიონალიზმის წყალობით, დეკორაციებითა თუ ნივთებით, წინა საუკუნის სტილით გაცოცხლებული წარსულის მეშვეობით, რომელიც რიდლი სკოტის მომავალი ფილმის გადასაღები მოედნისთვის შეიქმნა, დროში გასეირნება მოხდა.

გასეირნებას სასიამოვნოს ვერ დავარქმევ ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა, გადასაღებ მოედანთან ბედნიერი შემთხვევითობით მოხვედრილი ადამიანების თქმით, გარემო მართლაც გამაოგნებელი იყო.
გამორჩეული ხედვისა და გემოვნების ინგლისელი პროდიუსერი და რეჟისორი რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს.
“გუჩის სახლი”, რომელიც წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ეკრანზე და მთავარი სცენები, ამბიდან გამომდინარე მილანში გადაიღეს, მართლა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან რეალურ ფაქტებსა და მოტივებზე დაწერილი რომანის ეკრანიზაციაა.

გუჩის მოდის იმპერია, შექმნილი გუჩიო გუჩის მიერ, დაარსებიდან ზუსტად საუკუნის შემდეგაც, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ ბრენდად ითვლება და უდავოდ გამოირჩევა სტილითა თუ ორიგინალურობით.
სწორედ ამ იმპერიის ოჯახის ტრაგედიასა და ცხოვრებას ეძღვნება ფილმი და გამომდინარე სიუჟეტიდან, რომელიც მოდის სამყაროს, ელიტას, მის ლაბირინთებსა და ინტრიგებს ეხება და ცხადია, მთავარი ხაზი –
მაურიციო გუჩის მკვლელობის გაცოცხლებული ამბავი იქნება ეკრანზე, დარწმუნებული ვარ ათმაგად მიმზიდველი იქნება, რადგან რეალური ამბის გმირებს, კინოსა და მუსიკის ნამდვილი ვარსკვლავები განასახიერებენ: – ალ პაჩინო, რომელსაც გუჩის იმპერიის დამაარსებლის როლში ვიხილავთ და მილანის ულამაზესი, ცნობილი სასტუმრო “პარიზი” მასპინძლობდა, მიუხედავად წლების მატებისა, საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ლედი გაგა და ადამ დრაივერი, მაურიციო გუჩისა და პატრიცია რეჯანის ოჯახურ წყვილს განასახიერებს. გამორჩეული ჯერემი აირონსი და ორიგინალური ჯარედ ლეტო, რომელიც ნიღაბში და სტაფილოსფერ შარვალში ისე დასეირნობდა მილანის ქუჩებში, რომ კაციშვილი ვერ სცნობდა, საკმაოდ შთამბეჭდავ სახეებს შექმნიან პერსონაჟებიდან გამომდინარე.
სწორედ ამ ვარსკვლავების სტუმრობამ გამოიწვია მილანში დიდი ვნებათაღელვა და მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე შეღწევა რთული იყო და ჩვეულებრივ მოკვდავებს არ გვქონდა საშუალება მათი ხილვისა, ყოჩაღმა ფოტოგრაფებმა შეძლეს ამბების დაფიქსირება.

ამბობენ, სკოტი არც ამ ფილმში უღალატებს სტილს, მით უფრო, როცა ფილმი მოდის სამყაროს ეხება და ულამაზესი სამოსი, სამკაული, ძირფასეულობა შეიქმნა თურმე შეკვეთით. სიმდიდრე და ფუფუნება ნამდვილად იყო მაურიციო გუჩის ოჯახში, რომელმაც 1972 წელს პატრიციაზე რეჯანიზე იქორწინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714807712

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზ...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი