“13 წლიანი ემიგრანტობაც დასრულდა” - ყოფილი ემიგრანტი ნანა შველიძე

"ყველა მიყვარხართ და არ დამავიწყდებით. მალე ჩემს მონატრებულ და ძვირფას ოჯახს ჩავეხუტები" - ქართველი ემიგრანტი ნანა შველიძე, რომელიც იტალიაში წლების მანძილზე ცხოვრობდა, საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"13 წლიანი ემიგრანტობაც დამთავრდა. მადლობა უფალს ყველა განვლილი გზისთვის, მადლობა იტალიას, მადლობა ჩემს შეძენილ მეგობრებს იტალიაში. მალე თქვენც დაჰბრუნებოდეთ ოჯახებს. ყველა მიყვარხართ და არ დამავიწყდებით. მალე ჩემს მონატრებულ და ძვირფას ოჯახს ჩავეხუტები."
იმდენად იშვიათი და ამაღელვებელი ფაქტია, როდესაც ვინმე ემიგრაციიდან ამდენი წლის შემდეგ ბრუნდება, გადავწყვიტეთ ავტორს დავკავშირებოდით.
ნანა შველიძე: საქართველოში დღეს ვბრუნდები. ახლა მილანის აეროპორტისკენ მიმავალ ტრანსპორტში ვარ, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ...
- როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ, რა გეგმები გქონდათ და რამდენი ხნით აპირებდით დარჩენას?
- ვითომ ორი წლით წამოვედი. ვფიქრობდი, ჩემს გოგონას სწავლის ფულს დავუგროვებ და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ 13 წელი შევასრულე. აქედან 10 წელი ფლორენციაში ვმუშაობდი.
- ნანა, რას ეტყოდით იმ ემიგრანტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ სამშობლოში დაბრუნება?
- ემიგრანტებს ვურჩევ, რომ თუ თქვენ არ დაუსვამთ წერტილს ემიგრაციას, ოჯახს სულ უფრო მეტი მოთხოვნა ექნება. გამძლეობას ვუსურვებ ყველას, პრობლემების მოგვარებას და ოჯახებში მალე დაბრუნებას.
- მშვიდობით დაბრუნებას და წარმატებებს გისურვებთ...
- უღრმესი მადლობა, თქვენც დიდ წარმატებას გისურვებთ!
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...