Attenzione! ვინ და როდის მიიღებს 200 ევროიან დახმარებას, იტალიის სახელმწიფოსგან?!
იტალიის სახელმწიფოს 2022 წლის საკანონმდებლო დადგენილებით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ევროს ოდენობით, არამხოლოდ იტალიის მოქალაქეებზე, არამედ იტალიაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებზეც.
აღნიშნული დახმარება გათვალისწინებულია დაახლოებით 28 მილიონ ბენეფიციარზე.
200-ევროიანი ერთჯერადი დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ შინამოსამსახურეებს, უმუშევრობის კომპენსაციით (დიზოკუპაციონე) მოსარგებლეებს, პენსიონერებს, ასევე დამოუკიდებელ, ან სეზონურ სექტორში დასაქმებულ უცხოელებს და "რედიტო დი ჩიტადინანცას" მიმღებ ბენეფიციარებს.
საჭირო რეკვიზიტებში მოხსენებულია როგორც ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი, ასევე წლიური შემოსავლების ინდიკატორი ISEE, რომლის მიხედვითაც წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ უცხოელებს რა ბიუროკრატიული საფეხურის გავლა მოუწევთ აღნიშნული დახმარების ასაღებად. დაზუსტებულია მხოლოდ ორი კატეგორია - ვინც "ბუსტა პაგის" სახით იღებს გასამრჯელოს, ანუ ხელფასის აღრიცხვის დოკუმენტით, მათ ავტომატურად დაერიცხებათ ეს თანხა "ბუსტა პაგაზე" და ვინც სოციალური დახმარება, "რედიტო დი ჩიტადინანცას" დახმარებით სარგებლობს, თანხა ბარათზე აისახება.
უცხოელი რომელიც ბინადრობის ნებართვის მოლოდინშია, სამწუხაროდ ვერ ისარგებლებს აღნიშნული დახმარებით.
დამატებითი დეტალები გვეცოდინება კანონის ძალაში შესვლისთანავე და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ მოიქცეთ, რომ აღნიშნული ბონუსით ისარგებლოთ.
მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ნეაპოლიდან
1792921615
ახალი ამბებითავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი...
1792919281
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე: არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ...
1792918330
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“, მისი ადგილობრივი აგენტების, გვარამიასა და „ლგბტქ“ დღის წესრიგის მხარდამჭერების საოცნებო საქართველოსკენ მიმავალ გზაზე მთავარი ხელის შემშლელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დღეს გასამართ აქციას, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ქართველიშვილი ყურადღებას ა...
1792916700
ახალი ამბებიფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. არსებული ცნობით, დან...
1792916421
ახალი ამბები„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვა...































